კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ვინ სთავაზობდა ბალიზე გურამ შეროზიას საკუთარ ბიჭზე დაქორწინებას და როგორ ითამაშა მან კლიპში ტრანსგენდერ ქალთან ერთად სასიყვარულო სცენა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

გურამ შეროზიასთვის გასული წელი განსაკუთრებულად საინტერესო იყო, გარდა იმისა, რომ მამა გახდა, ახალი სიმღერაც ჩაწერა, რომელზეც კლიპი ბალიზე გადაიღო.
გურამ შეროზია: ყოველ წინა წელს რომ ვაჯამებ ხოლმე, სულ მგონია: ამაზე მეტი რა შეიძლება, მოხდეს-მეთქი. ამიტომაც ვგეგმავ  წინასწარ, რადგან „ნეხვატკაში“ ვარ ხოლმე. ძალიან აზარტული ვარ, ჭადრაკსაც რომ ვაგებ, ნერვებზე ვითხრები და ნახევარი საათი რეაბილიტაციისთვის მჭირდება. „ჟილკა“ ტიპები რომ არიან ხოლმე, ასეთი ვარ და შესაბამისად, წლებზეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს. დეგრადიციისკენ ხომ არ უნდა წავიდე, როცა სამყარო ასე ვითარდება.
– წასულხარ დეგრადაციისკენ?
– წლებთან შედარებით, არა, მაგრამ რაღაც მიმართულებით – ყოფილა. მაგალითად, სამსახურებრივად უფრო მალ-მალე ვიზრდებოდი, ვიდრე ბოლო წლებში. ამიტომ 2019 წელი, ამ კუთხით, „მოხოდვის“ წელი მაქვს. საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. ეს გადასარევი თვისებაა, ცოტა სტრესულიც, თუმცა დეპრესიაში ჩავარდნა ვერ წარმომიდგენია. რაც ზრდასრული გავხდი, დეპრესია არ მქონია, ბავშვობაში – კი. კომპლექსები მქონდა, ვერრეალიზებულობის გამო – დეპრესია. მეგონა, რომ რაღაცებს ისე ვერ ვაკეთებდი, როგორც საჭირო იყო. მერე მივხვდი: საზოგადოების წესების მიხედვით რომ ვცხოვრობდი – რას იტყვის ხალხი, ამიტომაც ვიყავი შეზღუდული. ახლა თავისუფალი ვარ, არ ვკარგავ არცერთ წამს.
– რა იყო პირველი წესი, რომელიც დაარღვიე?
– იყო რაღაცები, რომელსაც ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მაინც ვეთანხმებოდი. მაგალითად, ყველა რომ ამბობდა: წამოდით, ვილოცოთო, მეც მივყვებოდი. პირველი იყო ის, რომ დავიწყე ჩემი აზრის მკვეთრად გამოხატვა. ყველა თუ მიდის ფეხბურთის საყურებლად, მოდი და მე თეატრში წავალ-მეთქი, რადგან ის უფრო მეტად მაინტერესებდა.
– კონფლიქტურ სიტუაციებშიც ხვდებოდი?
– კონფლიქტები სულ არის და მაგის გარეშე ჩემი ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა. ამას დავარქვათ ბრძოლები და მარტივი გადალახვები. ყველაზე დიდი ბრძოლა უფრო თავისუფლებაზე და ოჯახისგან დამოკიდებულების მოხსნაზე დამჭირდა. არ ვარ ხისტი. არადა, ხალხს ასეთი ვგონივარ. როცა კონფლიქტური სიტუაცია იქმენება, იმის მაგივრად რომ კონფლიქტში შევიდე, ჩემი თანაკონფლიქტელების 80 პროცენტს შემიძლია სახეში წიხლი ჩავარტყა – რა თქმა უნდა, სიტყვიერი, ინტელექტუალური წიხლი. არ ვთვლი საჭიროდ, ვინმე დავჩაგრო ან გადავუარო. მივდივარ, ვერიდები სიტუაციას, ფეხებზე ვიკიდებ: კარგი, იყოს ასე.
– ეგოისტიც ხარ, როგორც დედისერთებს სჩვევიათ?
– ეგოცენტრული ვარ, ყურადღების ცენტრში მიყვარს ყოფნა. თუმცა, თუ იგივე გზას გავივლიდი, დედმამიშვილებიც რომ მყოლოდა, მაინც ასეთი ვიქნებოდი.
– არის შენს ცხოვრებაში ისეთი რამ, რასაც შეცვლიდი?
– კი. არის რაღაც, რაც ახლახან გავიარე და იმას შევცვლიდი.
– ეს შენს პირად ცხოვრებას ხომ არ ეხება, რამე ხომ არ შეიცვალა შენს ოჯახურ სტატუსში?
– ნაწილობრივ ჩემს პირად ცხოვრებასაც ეხება, ამ ეტაპზე ამაზე არ მსურს საუბარი. ჩემი მხრიდან არ არის პრობლემა, უბრალოდ, ეს მხოლოდ ჩემი თემა არ არის.
– როგორ აეწყო შენი და შენი შვილის ურთიერთობა, შეგცვალა მამობამ?
– იმ კუთხით შემცვალა, რომ უფრო „ჟილკიანი“, უფრო მონდომებული გამხადა. გოგონებზე რომ მესმის რაღაცები, სენსიტიურიც გავხდი. რომ ამბობენ ხოლმე: პატრონს ჩაბარდაო, ადრე თუ გავერიდებოდი სიტუაციას, ახლა შემიძლია, დავუჯდე და ავუხსნა, რომ ეს არის მარაზმი. კიდევ, დილით ზოგჯერ გათიშული რომ ვარ, ადგომა მეზარება, შემომიგორდება, დაჭყეტილი მიყურებს, სახეზე მეფერება, ძალიან სასიამოვნოა. ის, რომ შვილი გყავს და უნდა გიჟდებოდე – არ მაქვს. უბრალოდ, თვითონ ბავშვია ისეთი, რომ მაგიჟებს. მჭყავანა ბავშვებს რომ ვუყურებ, მგონია, ასეთი რომ იყოს, ძალიან არ მეყვარებოდა. ადრე ყველა საქმეს რომ მოვრჩებოდი და გასართობად გავრბოდი, ახლა გართობის ერთ-ერთი ფორმა, სახლში გაქცევა და მასთან ჩახუტება,
თამაშია. ჩემი ცხოვრება უფრო და უფრო აზარტში შედის, მოგზაურობასაც არ ვიკლებ, გართობასაც და ამაში ბავშვიც მიწყობს ხელს.
– ინტერნეტში ძალიან აქტუალური იყო შენი პოსტი: სამი სახლი ვიყიდე, მანქანა, მაგრამ რად გინდა, 24 საათი 4 კედელში ვიყავი გამოკეტილიო და ასე შემდეგ. რატომ ლაპარაკობ ხოლმე ასეთ თემებზე ხმამაღლა?
– მე თვითონ დავფიქრდი რაღაცებზე: მაგალითად, 20 სახლი ვიყიდე 80 წლის ასაკში და მერე რა თავში ვიხლი ამ ყველაფერს, სად უნდა წავიღო? შესაბამისად, დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ შეგროვება კარგია, ეს ჩემთვის ფინანსური სიმყარე იყო, ყველა სამსახურო რომ დავკარგო, სახე ამეხას, ამ იჯარებით 700-800 დოლარი შემომივა, რომელიც ჯიგრულად მაჭმევს და ავტოსტოპითაც ვიმოგზაურებ. გარანტიები იყო, მაგრამ მერე ძალიან რომ გავრეკე, შევტოპე, მივხვდი: ცოტა უნდა დავხარჯო. მქონდა ფული, ყველაფერი, მაგრამ ფულის დახარჯვის „პონტი“ არ მქონდა.
– როგორ ფიქრობ, რა დაგეხმარა ამ ყველაფრის მიღწევაში?
– ვფიქრობ, რომ სწორ ოჯახში და გარემოში გავიზარდე. ყოველთვის მეუბნებოდნენ: არავინ არის შენი პატრონი, თუ ისწავლი, ყველაფერს მიაღწევ. ჩვენ შეცდომები დავუშვით და შენ უნდა გაითვალისწინოო. მოტივაციაზე დაყრდნობილი სწავლის სისტემა გვქონდა. მაგალითად, მამაჩემი 50 თეთრს მჩუქნიდა ხუთიანზე. სექტემბერში რომ ტანსაცმელს მიყიდდნენ – ეს იყო. სახლში არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ რამე მაკლდა, რადგან ფსიქოლოგიურად ისეთ გარემოს მიქმნიდნენ, რომ ბედნიერად ვგრძნობდი თავს. გარეთ ჩემი თანატოლები მაკომპლექსებდნენ, მაბულინგებდნენ, რადგან მენტალურად უფრო მაღლა ვიდექი, პლუს გარეგნობითაც: აწოწილი, გამხდარი, ფიზიკური ფორმებიც ვერ დავარეგულირე, თმაგაწეწილი, მოუვლელი ბიჭი... რას ჰგავხარო, წიგნის ჭიაო – რადგან სულ ვკითხულობდი. არ მომწონდა ფეხბურთი, ლუდი. სამაგიეროდ, დავდიოდი ფორტეპიანოზე. ტრადიციული ბიჭისთვის შეუფერებელი რაღაცები მომწონდა. რაღაც პერიოდი ჩავიკეტე, თან „ჟილკა“ მქონდა: ამათ ვუჩვენებ-მეთქი. იმის დადასტურება მინდოდა, რომ ჩემი სწავლა წიგნის ჭიობას კი არ ნიშნავდა, რაღაცაში გამომადგებოდა.
– რა ემოცია გქონდა, როდესაც ეს დაამტკიცე?
– 18 წლის რომ გავხდი, მაშინ დამემართა ცოტა სნობური რაღაცები: ვმუშაობ, ფულს ვაგროვებ, ისინი მამის ნაყიდი მანქანით დადიან, მე ჩემი ფულით ვიყიდი. თან, ეს ხალხი უცებ მოძუძგდნენ და დამეგობრების მცდელობები გაუჩნდათ. სამი წელი მქონდა დამტკიცების მომენტი და სნობიზმმაც დიდი ხნის
წინ გაიარა, თუმცა ხალხს ჰგონია, რომ არ გაუვლია. მგონია, რომ სნობიზმი, ცოტა, არ მეკადრება, ისევე როგორც მეგოიმება თავში ავარდნა, ჭორაობა: ეს იმასთან იწვა. ვის აშანტაჟებენ, მატყუარებს, აფერისტ ტიპებს.
– შენ დაუშანტაჟებიხარ ვინმეს?
– არ მაქვს ისეთი რამ, რასაც ვმალავ, მეშინია. შეიძლება, სექსუალურ პოზებზე არ ვსაუბრობდე, რადგან მეგოიმება ამაზე საუბარი. ერთი პერიოდი რომ დაიწყეს ფარული კადრების გავრცელება, ვფიქრობდი: ვინმე არ მიღებდეს, ახლა ასეთი პოზა მივიღო, ღიპი არ გამომიჩნდეს, ესთეტიკური მაინც იყოს-მეთქი.
– ოჯახის შექმნას რომ თავისუფლების დაკარგვასთან  ასოცირებენ, ასეა?
– როცა მზად ხარ ამისთვის, მონოგამი ხარ, გიყვარს, მაშინ ასე გისწროდება, ასე მოგწონს. როცა ხვდები, რომ აღარ გინდა ან რომელიმეს მხრიდან კანონზომიერება ირღვევა: გხვდება ეჭვიანობის სცენები, „ფეისბუქის“ გატეხვის „ბანძი პონტები“, ამან შეიძლება, შეგზღუდოს. მე რომ მენახა ვინმე „ფეიქპროფილმა“ ჩემს პარტნიორს ჩემზე რაღაცები მისწერა და შენ მას უჯერებ, ეს ნიშნავს იმას, რომ გვირაბის ბოლოს დასასრული მოჩანს.
– ხატიასთვის მოუწერიათ შენზე მსგავსი რაღაცები ან, პირიქით, შენთვის?
– ხატიასთვის მრავალჯერ მიუწერიათ რაღაცები, ჩემთვისაც მოუწერიათ, მაგრამ არასდროს მიმიტანია სიღმეებამდე, რადგან საოცარი ჭორები გამიგია ჩემზე, ისეთი, რომ სხვებზე რამ უნდა გამაოცოს. ჩემს ზურგს უკან მდგარა ორი ტიპი, რომლებიც ჩემზე საუბრობდნენ. რამე კი არ „მიტყდება“, ვფლირტაობ, ახალგაზრდა ტიპი ვარ. ფლირტში ლოგინში ჩაწოლას არ ვგულისხმობ. ვიღაც გწერს, გავარდი პაემანზე და ბოლო წუთას ეუბნები: არ შემიძლიაო. ღალატი შესვლა-გამოსვლა არ არის მხოლოდ, ღალატი უფრო მენტალურია, ვიდრე სხეულების ფიზიკური შერწყმა.
– მეოჯახე ტიპი ხარ?
– ოჯახზე არასდროს მიოცნებია. ტრადიციული ქართული ოჯახი, ანგარიშების ჩაბარებები, შეზღუდვები ვერ წარმომიდგენია. შეზღუდვად არ მივიჩნევ იმას, რომ ერთგული ხარ, სხვა არ გინდა. ქართველი კაცი ძმაკაცებთან ერთად ბოზებში რომ წავა, ჩემთვის მიუღებელია, მედებილება. ერთი არ მინდა, მათი ცოლებიც წავიდნენ ბოზ კაცებში. როცა ურთიერთობაზე თანახმა ხარ, ესე იგი, აცნობიერებ, რომ ერთად კომფორტულად ხართ და სხვა არაფერი გინდა. არც ის არის პრობლემა, თუ არ გინდა. ვისთვის ყოფილა ოჯახის დანგრევა ტრაგედია. თუ ვიღაც ქორწინებაში არ ყოფილა, რას ამბობ, კაცი არ უნახავს შიშველი?! შეიძლება, ვიღაც ორჯერ იყოს დაქორწინებული, იმ ორ კაცთან ამოხდა სული, მაგრამ ის ორი კაციც არ უნახავს შიშველი – სინათლეს აქრობდა ხოლმე. ვიღაცა კი საერთოდ არ იყო ვინმესთან ან 50 კაცთან იყო. თუნდაც ორმოცდაათი კაცი ჰყავდეს, რატომ არის ეს პრობლემა. ვისთვისაც რაოდენობა პრობლემაა, ქორწინება მაინცდამაინც არ არის გარანტია.
– ცოტა ხნის წინ ბალიზე იყავი.
– ბალიზე კლიპი გადავიღე. ჩემი შეყვარებულის როლს ტრანსგენდერი ქალი თამაშობს, ტაილანდელი მეძავი, გადანერგვის გარეშე, ფულს აგროვებს ოპერაციისთვის. ვიღებდით და მოვიდა ეს საყვარელი გოგო: მეც მინდა გადამიღოთ, სულ ამაზე ვოცნებობდიო. მოკლედ, მეორე დღეს გადავიღეთ. ქართველების ქორწილი გვქონდა ბალიზე და ისინიც მონაწილეობდნენ კლიპში. პარალელურად, მე და ის ტრანსგენდერი გოგო შეყვარებულების როლს ვთამაშობდით.  ბოლოს ვკოცნით ერთმანეთს. ისინი გიჟივით კოცნიდნენ და უხერხული იყო, ჩვენც რომ არ გვეკოცნა. ჩვენს კოცნაშიც არ არის პორნოგრაფია, მარტივი და მშვიდი სცენაა, არაფერი მყვირლა და ეპატაჟური.
– როდესმე გქონია ტრანსგენდერთან სექსი?
– ინტერესი მქონია, ურთიერთობა – არა, ჯერ ის ერთადერთი არ გამოჩენილა. უცნაურ კერძს რომ გასინჯავ, ამის მუღამი მქონია, მსუბუქად. უბრალოდ, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.
– ბალიზეც გთავაზობდა ერთი კაცი თავის ბიჭზე დაქორწინებას.
– კი, ვიღაც კაცი იყო. ვიღადავეთ და ხალხმა წივილ-კივილი ატეხა.
скачать dle 11.3