კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რატომ ვერ იბრუნებს კონსტანტინე კირვალიძე შვედეთში ჩამორთმეულ შვილს და უქმნიან თუ არა საფრთხეს ბავშვს მშობლები

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

შვედეთში მცხოვრებ ქართველ წყვილს ადგილობრივმა სოციალურმა სამსახურმა შვილი ჩამოართვა და ისინი, უკვე სამი თვეა, ერთი წლის ბავშვის დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობენ.
კონსტანტინე კირვალიძე: ყველაფერი, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, ჩემს პიროვნებასა და ჩვენი აქ ყოფნის მიზეზს უკავშირდება, ბავშვიც ამიტომ ჩამოგვართვეს. თუმცა ოფიციალურ მიზეზად ის მიუთითეს, რომ მე ვეწევი. კი, ეს სიმართლეა, მაგრამ არსად და მათ შორის, არც ამ ქვეყანაში ეს ბავშვის ჩამორთმევისთვის საკმარისი მიზეზი არაა. მოსაწევს დაემატა ჩემი აგრესიული ქმედება, რასაც ასევე არ უარვყოფ. თუმცა, ესეც მე მეხება, დედასთან არანაირი მიზეზი არ არსებობდა და ხელოვნურად შექმნეს.
– პრობლემები გქონდათ მოსაწევის გამო?
– მქონდა, მაგრამ მხოლოდ ამიტომ არა. სხვა პრობლემებიც მქონდა დედაჩემთან დაკავშირებით და ამაზეც ვნერვიულობდი. ტკივილები და უძილობა მაწუხებდა, ექიმს მივმართე და მასთან მოხდა ინციდენტი, უფრო სწორად, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. ბევრი მიზეზი მქონდა უკმაყოფილებისთვის, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არაა საკმარისი მიზეზი იქ დებოშის ასატეხად და შემდეგ ბოდიშიც მოვიხადე, მაგრამ იმ მომენტში ინციდენტი მოხდა. ვითხოვდი, რომ ექიმთან შეხვედრის საშუალება მოეცათ, გადაუდებელი დახმარება მჭირდებოდა და მეუბნებოდნენ, არ არის და სხვა დროისთვის უნდა ჩაეწეროთო. ჩემი მდგომარეობა მათ დილიდან იცოდნენ, ამიტომ გავბრაზდი და შუშას გავუქანე კალამი თავის ბუდიანად. ამის შემდეგ პოლიცია მოვიდა. მათ ვთხოვე, ექიმთან გავეშვი და მერე, თუ გინდათ, დამაპატიმრეთ-მეთქი. თვითონ მომცეს საავადმყოფოს მისამართი, სადაც  ნაცისტი ექიმი დამხვდა, რომელიც ჩემს პროვოცირებას ცდილობდა. ცოლ-შვილიც თან მახლდა, იქ არანაირ საფრთხეს არ ველოდებოდი, თორემ არ წავიყვანდი. მაგრამ ბიჭი დამისვეს წინ, რომ გავეკოჭე...
– იქაც რამე მოხდა თუ ასე წინა კლინიკაში მომხდარი ინციდენტის გამო გექცეოდნენ?
– ამ ექიმის დამოკიდებულების გამო ხმას ავუწიე. არ მისმენდა და არ ითვალისწინებდა ჩემს თხოვნას. უძილობა მაწუხებდა, ცუდად ვიყავი, თან ვეწევი, პატარა ბავშვი მყავს, ოჯახი მაქვს, დახმარება მჭირდება და მინდა, დამეხმაროთ-მეთქი. ჩაწერეს, ნარკოტიკების გამო მოვიდაო. არადა, მხოლოდ ის ვახსენე, რომ ხანდახან ვეწევი, მაგრამ არ მინდა, რომ ეს გავაკეთო და დახმარებას ვთხოვდი. ისედაც მაღალი ხმა მაქვს და აგრესიულიაო – ჩამიწერეს. აგრესიული კი არა, ცუდად ვიყავი. ამიტომაც მივედი მათთან ჩემივე სურვილით და დახმარების ნაცვლად პოლიციელები შემოვარდნენ. მეუღლემ რომ ეს სიტუაცია დაინახა, მანაც უყვირა. რაც მისთვის ბავშვის ჩამოსართმევად გამოიყენეს. იმის მაგივრად, რომ მამისთვის ბავშვის გარიდებაზე ეზრუნა და სასწრაფოდ დაეტოვებინა იქაურობა, პოლიციელების დანახვაზე მეუღლეს ჩაუხტა კალთაშიო. არ იზრუნა ბავშვზე და იზრუნა მეუღლეზეო – ასე შეაფასეს მისი რეაქცია.
– ეს იყო მეუღლის საწინააღმდეგო ერთადერთი მიზეზი?
– ეს გახდა ბავშვის წაყვანის მიზეზი, მაგრამ მერე დაუბრუნეს, რადგან სხვა მიზეზი არ არსებობდა. ჩემს შემთხვევაში მიზეზი მოსაწევი იყო და ერთი თვე მაინც დამჭირდებოდა ამის მოსაგვარებლად. საღამოს, სახლიდან რომ გავედი, დამაკავეს, არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, ტერორისტივით მომექცნენ, თუმცა მალე გამომიშვეს. სახლში რომ არ ვიყავი, ბავშვი მაშინ წაუყვანიათ, დილით დავაბრუნებთო. რამდენიმე დღე ველოდეთ, მაგრამ არ დააბრუნეს. ძალიან ვინერვიულეთ. ჩემი მეუღლე საჭმელსაც ვეღარ ჭამდა, ძალიან ცუდად იყო. სამი-ოთხი დღის შემდეგ მივედით სოციალებთან, დაიწყეს ჩემი მეუღლის დაკითხვა. მე მითხრეს: შენს სიტყვას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეწევიო. ათასი კითხვა დაუსვეს, როგორ მოიქცევი, თუ ქმარი მოსაწევის ზემოქმედების ქვეშ დაბრუნდება, როგორ დაიცავ ბავშვსო? ეს კითხვა ჩვენთვის კატასტროფა იყო, ბავშვს დასაცავი არაფერი სჭირდა, მისთვის საფრთხე არასდროს შემიქმნია. მაგრამ მეუღლემ მაინც თქვა, პოლიციაში დავრეკავო, კიდევ რა საშუალებას მიმართავთო – არ ანებებდნენ თავს და ბოლოს დასკვნაში დაწერეს: ვერ დაგვარწმუნა, რომ შვილის მამისგან დაცვა შეუძლია და ამიტომ ბავშვი ჩვენთან დარჩებაო. ამაზე სულ გავგიჟდით, ტელეფონები დავამტვრიე, არაფერი გამოვიდა. ჩემი მეუღლე ცუდად გახდა, ბუნებრივი სტრესი ჰქონდა. მაგრამ მათი მკურნალობის შედეგად ძალიან დაუმძიმდა მდგომარეობა. ვხვდებოდი, რომ წამლის ზემოქმედების გამო იყო ასე, ეს მათ სჭირდებოდათ. ამ დროს ჩემი დაშანტაჟება დაიწყეს მეუღლე და ბავშვი უნდა გაუშვა საქართველოში, თუ არადა, მოგკლავენო, ამაზე სულ გავგიჟდი. ჯერ ერთი, როგორ უნდა გამეშვა, ცუდად იყო და ფსიქიატრიულში იწვა. ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, ვეღარ გაუძლო და მარტო ვაგრძელებდი ბრძოლას. ნარკოტესტს ვაბარებდი ორთვენახევარი, მაგრამ რომ ვნახე, უშედეგო იყო, პროტესტის ნიშნად თავი დავანებე. შემომთავაზეს რეაბილიტაცია, მაგრამ უარი ვთქვი. იმ დროს ჩემი ცოლი უკვე საავადმყოფოში იყო და მე თუ რეაბილიტაციას დავთანხმდებოდი, ბავშვს ვინღა გამოგვატანდა. ამიტომ განვაცხადე, რომ სარეაბილიტაციო არაფერი მჭირდა.
– ბავშვზე როგორ აისახებოდა ის ყველაფერი, რაც მისი თანდასწრებით ხდებოდა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– არანაირი პრობლემა არ ჰქონია. თვითონ ჩაწერეს არანაირი სტრესი არ განუცდიაო, მაგრამ რაც დაიბადა, დევნილები ვართ და რთული ცხოვრება გვაქვს. პირადად ჩემზე ცდილობენ ანგარიშსწორებას, პოლიტიკური დევნის გამო თავშესაფარს ვითხოვდი და ამის გამო ვისჯები, შვილის დაბრუნების გზებს გვიჭრიან. მეუღლე მალევე გამოწერეს ფსიქიატრიულიდან, რამდენიმე დღეში კარგად იყო, სტრესმა გაუარა და ეხვეწებოდა, რომ გამოეწერათ, მაგრამ უარზე იყვნენ. იმ დროს გამოუშვეს, როცა ისევ ცუდად იყო. გამოვიდა თუ არა, მაშინვე ბავშვის ძებნა დაიწყო. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ისევ დაბრუნდა სამკურნალოდ. ორჯერ ნაწოლი რომ ჩაეწერა, ესეც დამამძიმებელი გარემოება გახდა, შესაძლოა, ისევ ცუდად გახდესო. არადა, ცუდად არასდროს ყოფილა, მათ გახადეს ცუდად. ახლა სტაბილურადაა, მკურნალობა აღარ სჭირდება. კვირაში ერთხელ აქვს ბავშვის ნახვის საშუალება.
– თუ ლტოლვილის სტატუსზე უარს იტყვით და საქართველოში დაბრუნდებით, ბავშვს გადმოგცემენ?
– სტატუსზე მაინც უარი გვაქვს ნათქვამი. თუ თქვენი ნებით დაბრუნდებით, ბავშვს აეროპორტში გადმოგცემთო და რა ვიცი, რომ მომატყუონ?! ორი კვირის წინ ჩემი მეუღლე წაიყვანეს, ბავშვი გადასცეს, მაგრამ უთხრეს, რომ მე ვერ მნახავდა და ტელეფონიც ჩამოართვეს. ვერ გაჩერდა, უცხო გარემოში, სადღაც ტყეში ჰყავდათ, როგორია იქ დარჩენა, ქმრისა და ტელეფონის გარეშე, იზოლირებულად. იქნებ ბავშვი ცუდად გახდა და ტელეფონიც არ უნდა ჰქონოდა? ვითომ გადასცეს ბავშვი და სინამდვილეში დაატერორეს. ყველანაირი იმედი გადაგვეწურა. მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ამ სიტუაციას თავი დავაღწიოთ. აქ ჩამოსვლის დღიდან დაიწყეს ჩვენთვის პრობლემების შექმნა, ასე გვაიძულებენ, რომ ქვეყანა დავტოვოთ. დიდი ხანია, შველას ვითხოვთ და ჩათვალეს, რომ ჩვეულებრივი მიგრაციის თემა იყო.
– აქ რატომ გახდით პოლიტიკური დევნის ობიექტი?
– საქართველოში ორი უმთავრესი პოლიტიკური ძალაა – „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებისთვისაც „შავი ლაქის“ – წიგნის, რომელიც ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე ყვება, ავტორობა საკმარისი მიზეზია. გარდა ამისა, წამოსვლისას პოლიციასთან მქონდა არასასიამოვმნო შეხება, მეუღლესთან ერთად დამაკავეს და არაადამიანურად მომექცნენ.
скачать dle 11.3