კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რამდენ თაობას მოიცავს საგვარეულო კარმა და რის მიხედვით ხდება ოჯახიდან მხოლოდ ერთი წევრი კარმული ხაზის ენერგეტიკული ნაკადის მქონე

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

„რაც გიწერია ვერ აცდები, შენი ბედისწერაც ეგ იყო“... – და მსგავსი ფრაზები თითქმის ყოველდღიური რეალობაა ჩვენთვის, მაგრამ მაინც რა არის ეს ბედისწერა, არავინ უწყის: „ბედი მდევარი“, რომელიც ავბედითი შავი ყორანივით სდევდა ბარათაშვილის მერანს, თუ აწ უკვე ჩვენთანაც ასე აქტუალური – კარმა, რომელიც ოთხი თაობის საგვარეულო ხაზით ადგენს ჩვენს ბედს?! თემა ყველასთვის საინტერესოა და შესაბამისად, კომპეტენტურ განამარტებას მოითხოვს, რისთვისაც მივმართეთ ეზოთერიკოსს, ბატონ ჯემალ ა-ს.
– რა არის საგვარეულო კარმა?
– სურათი რომ ნათელი იყოს, მოვიყვან მაგალითს: თუ ოჯახში მამათქვენია სულიერად ყველაზე განვითარებული, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ხუთი და-ძმა ჰყავს, სწორედ ისაა ოჯახის კარმული ხაზის ენერგეტიკული ნაკადის მატარებელი. მან დაბადებისთანავე იტვირთა საკუთარი მისიის მთელი სიმძიმე და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე. კარმა ენერგიის გატარების მეთოდია: სიტყვიერად, ფიზიკურად ან ქვეცნობიერ დონეზე, რაც ჩვენდა გაუცნობიერებლად, ოჯახთან ურთიერთობებზე აისახება. მაგალითად, თავად თუ მგრძნობიარე ხართ, მშობლები კი – სულიერად დამძიმებულნი, თქვენ შეგწევთ უნარი საკუთარ თავზე ორმაგი დატვირთვა აიღოთ. ბევრს უთანხმოება აქვს მშობლებთან და როგორც წესი, ეს კავშირშია წარსული გამოცდილების ენერგეტიკასთან. ნებისმიერი ადამიანი ადრეც იყო დედამიწის მკვიდრი, ოღონდ სხვა სახით. ბევრი თქვენი მოდგმიდან წარსულშიც გიცნობდათ და ამიტომაც გადაწყვიტეს, ისევ ერთად შეკრებილიყვნენ. რამდენიმე ცხოვრების გავლის შემდეგ, თქვენ ისევ ამ სამყაროში მოხვედით, შედარებით ინტენსიური გზის გასავლელად, რათა კარმის ბალანსირება მოხდეს. ცნობიერება ქმნის პიროვნული „იმიჯის“ გასაუმჯობესებელ პროექტს, თუმცა კარგიც და ცუდიც იოლად არ მოიპოვება. ზოგი ცხოვრებაში მკვლელის როლს ირჩევს, რათა ავსა და კარგზე მეტი შეიტყოს და შესაბამისად, ჭეშმარიტი ბუნების არსი უკეთ შეიცნოს. ყველაფერი გაწონასწორებული უნდა იყოს: თუ წარსულში ბევრი ცუდი გააკეთე, აწმყოში ტკბილი ცხოვრების იმედი ნუ გექნება.
– მაინც საიდან მოდის საგვარეულო ოჯახის მოდელი?
– ოჯახის მოდელი საგვარეულოს ძალიან შორეული წინაპრებისგან გადაეცემა: დიდი ბაბუისგან თქვენს ბაბუას, იმ ბაბუისგან – თქვენს მშობლებს, ამ უკანასკნელთაგან კი – თქვენ. მაგალითად, თუ ბებია რბილი ხასიათის ქალი იყო, სულ სხვაზე ზრუნავდა და ყველას აძლევდა საშუალებას, ის თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა, სავსებით შესაძლებელია ამ დროს ბაბუა თავგადაკლული მწეველი ან აკლოჰოლიკი ყოფილიყო. რა ხდება შენდეგ? – დედათქვენის ენერგია, რომელიც მას დედისგან ერგო, გარდაიქმნება თვითშეწირვად, რაც ვლინდება ყურადღების გაფანტვით; ნაკლებად უყვარს როგორც საკუთარი თავი, ასევე შვილები. უხვადაა დაჯილდოებული ისეთი „საჩუქრებით“, როგორიცაა: ჩაგვრა, იერარქიული გავლენა და „ცრუ“ სიმართლე. ეს საუკუნო შერწყმაა და ყოველ ჩვენგანს, როგორც კარმული დნმ, მშობლებისგან გადმოგვეცემა, რაც შეიძლება იყოს: ძალიან კარგიც, სრული საშინელება ან ოდნავ კარგი. იმის დემოსტრირებისთვის კი, რა ძლიერ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე საგვარეულო ხაზი, შეგიძლიათ, შეასრულოთ უბრალო სადიაგნოსტიკო სავარჯიშო. კომფორტულად მოეწყვეთ, დახუჭეთ თვალები და სცადეთ, მშვიდად და თანაბრად ისუნთქოთ. ყური უგდეთ საკუთარ შეგრძნებებს და კარგად დაიმახსოვრეთ. წარმოიდგინეთ, რომ მშობლები ზურგს უკან გიდგანან. რა იგრძენით? ახლა წარმოიდგინეთ, რომ მამას და დედას ასევე უდგანან უკან თავიანთი მშობლები. სხვა რამ იგრძენით? გააგრძელეთ და უკვე ბებიასა და ბაბუას დაუყენეთ უკან თავიანთი მშობლები – არა აქვს მნიშვნელობა იცით მათზე რამ თუ არა. ახლა კი უკვე შეიძლება, მიბრუნდეთ და გადახედოთ მათ. ზურგს უკან 4 თაობაა, სულ 31 ადამიანი. გაიაზრეთ, რომ თითოეული მათგანის არსებობამ განაპირობა თქვენი არსებობა, ნებისმიერმა მათგანმა საკუთარი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ამქვეყნად ხართ. შეიგრძენით ენერგია, რომელიც ასწლეულის სიღმიდან მოდის და დაიმახსოვრეთ ეს შეგრძნებები. თუ სასიამოვნოა, იგრძნობთ სითბოს, ნათელ და სახალისო ენერგიას, რაც ნიშნავს, რომ საგვარეულო ძალა თქვენთანაა და ყველა ერთად გიმაგრებთ ზურგს. თქვენი მოდგმა უდიდეს ნიჭსა და რესურსს ატარებს. ამგვარი დიაგნოსტიკის საშუალებით შეძლებთ, შეაღწიოთ წრეში, სადაც იმ კვანძის გასახსნელ ძაფს იპოვით, ნორმალურ ცხოვრებაში რომ გიშლით ხელს. ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს, რომ შემეცნების დონის ამაღლებით, საკუთარი მეს ჰარმონიზაციასა და გარემოსთან შეგუებას მიაღწიოს.  
– როგორ გადავჭრათ უარყოფითი ენერგეტიკული კავშირები?
– გათავისუფლდით მშობელთა ენერგიის მარწუხებისგან, რაც უპირველესად, თქვენივე შემეცნების ენერგიას გაათავისუფლებს. ჩაიხედეთ საკუთარ თავში შიგნიდან: ცხოვრობთ მშობლების ილუზიებში, თუ მიდიხართ თქვენი და არა გაკიცხვის შიშით არჩეული გზით? გაერკვიეთ, რაშია საქმე? – მოიშორეთ ყველა უსიამოვნება და წყენა; გათავისუფლდით ნეგატიური ენერგიისგან და აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. ოღონდ არც კი სცადოთ, სიტყვიერად თუ ფიქრებში, დაადანაშაულოთ მშობლები იმ ილუზიებისა და შიშის გამო, რასაც დღემდე განიცდიდით. მშობლები – არც ილუზიაა და არც შიში, უფრო კოსმიური თანამგზავრია თქვენი სულიერი მისიის შესასრულებლად. ისინი გაღმერთებენ და ამისთვის აკეთებდნენ ყველაფერს, რაც კი შეეძლოთ, თუმცა შეიძლება, ეს არც ისე კარგად გამოუვიდათ. ეს ყველაფერი გაიაზრეთ? – მომენტალურად მოგეხსნებათ სულიდან უზარმაზარი ტვირთი. აქამდე ხომ რაღაცნაირად მშობლების ტყვე იყავით, რადგან თავიანთი ეგო მათ ბავშვობაში ჩაწერეს თქვენში. შესაბამისად, სხვა არჩევანი არც გქონდათ და დროებით თუ ნაწილობრივ, მათი ილუზიებით ცხოვრობდით. აწ უკვე მსხვერპლი აღარ ხართ და ეს ძალიან დიდი გარღვევაა ცხოვრებაში. უნდა აირჩიოთ პრინციპი: მინდა, ვიყო ჩემი თავის, სულისა და ენერგიის პატრონ-განმკარგავი და მხოლოდ საკუთარი კარმის მატარებელი. მას კი ვერსად გაექცევით. ამის თვალსაჩინოებისთვის ერთი მაგალითიც საკმარისია. ახალგაზრდა კაცმა, რომელიც აფთიაქში ძარცვის მიზნით შეიჭრა, მანქანა მიმდებარე ქუჩაზე დატოვა. უკან დაბრუნებულს კი ადგილზე აღარ დახვდა. სანამ ცდილობდა, გაერკვია, სად იყო მისი მანქანა, რომ დანაშაულის ადგილიდანაც მიმალულიყო, მეორე ქურდმა ჩანთა მოჰპარა ნაქურდალი ფულით. ამის შემდეგ პოლიციაში მივიდა, გატაცებული მანქანის თაობაზე განაცხადის გასაკეთებლად, იქ კი აფთიაქის მფლობელმა ამოიცნო. პოლიციამ ქურდი მაშინვე დააკავა, მან კი ასეთი სიტყვები თქვა: დღეს ძალადობა ისეა ყველგან მოდებული, საქურდლად რომ მიდიხარ, შეიძლება სახლში იმაზე ღარიბი დაბრუნდე, ვიდრე მანამდე იყავიო. ასეა ეს, ბევრიც რომ ეცადო, საკუთარ კარმას ვერსად გაექცევი...

скачать dle 11.3