კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 თევზის 4-დღიანი დიეტა

ნინო კანდელაკი ანი რევია

თევზის დიეტა ხელს უწყობს წონაში კლებას. თევზი ორგანიზმს ამარაგებს საჭირო ვიტამინებით, განსაკუთრებით კი, ავსებს D ვიტამინით, რაც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. ამ რაციონის დაცვით, 4 დღეში, გარანტირებულად დაიკლებთ 2 კილოგრამს. თუმცა დიეტის დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ შაქარი და ტკბილეული, მარილი კი ძალიან მცირე რაოდენობით მიიღეთ. თევზის დიეტური სახეობებია: სუდაკი, ხეკი, თინუსი, კამბალა, სკუმბრია, ვირთევზა, ნავაგა. დიეტის გამეორება რეკომენდებულია, დიეტის დასრულებიდან 8 კვირის შემდეგ. დიეტის პერიოდში, ზღვის პროდუქტების გარდა, შეგიძლიათ, მიიღოთ ხილი, ბანანის გამოკლებით. საკვების მიღება სასურველია ერთსა და იმავე დროს, ხოლო ვახშამი 6 საათს არ უნდა გადააცილოთ საღამოს.
პირველი დღე
საუზმე – 15 გრამი ორთქლზე მომზადებული თევზი, 150 გრამი წყალზე მოთუშული კომბოსტო, უშაქრო ჩაი.
სადილი – 200 გრამი ბოსტნეულის წვნიანი.
სამხარი – ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი.
ვახშამი – 150 გრამი  მოხარშული თევზი და სტაფილოს სალათა, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ:  3 ცალ გახეხილ სტაფილოს მოასხით ცოტა ძმარი და ზეთი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და ცოტა ხმელი ქინძი.
მეორე დღე
საუზმე –  150 გრამი მოხარშული თევზი, უშაქრო ჩაი და რამდენიმე შავი ქლიავის ჩირი.
სადილი –  2 ცალი თევზის კატლეტი და კომბოსტოს მწნილი.
სამხარი –  ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი.
ვახშამი – 200 გრამი მოხარშული თევზი და ხილის ახალგამოწურული უშაქრო წვენი.
მესამე დღე
საუზმე –  150 გრამი მოხარული თევზი და უშაქრო ჩაი.
სადილი – 1 ულუფა უხორცო ბორში.
სამხარი – ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი.
ვახშამი – 100 გრამი მოხარშული თევზი, უშაქრო ჩაი ერთ ჩაის კოვზ თაფლთან ერთდ.
მეოთხე დღე
საუზმე – 150 გრამი მოხარშული თევზი, 1 ცალი ბოლოკი, ერთი ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური და უშაქრო ჩაი.
სადილი – 200 გრამი თევზის წვნიანი, მწვანე სალათის ფურცლები.
სამხარი – 1 ნაჭერი მოხარშული თევზი და 2 ცალი კიტრი.
ვახშამი – 2 ცალი თევზის კატლეტი, 200 გრამი მოთუშული სტაფილო ხახვით.скачать dle 11.3