კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 შეცდომა გამორიცხულია

აგათა კრისტი

ისინი შვიდნი იყვნენ: მისტერ კალებ  ბლანდელი – წარმატებული ამერიკელი მეწარმე; მისი მდივანი – შავგვრემანი, სიმპათიური, ოღონდ სიტყვაძუნწი ჯიმ ჰერესტი; სერ დონალდ მარველი – პოლიტიკისგან დაღლილი პარლამენტის წევრი; მოხუცი დოქტორი კარვერი – მსოფლიო სახელის მქონე არქეოლოგი; ნამდვილი ფრანგი პოლკოვნიკი დიუბოში; მისტერ  პეტერსონ პარკერი და ბოლოს, მის ბლანშ კეროლი – განებივრებული და თავდაჯერებული ლამაზმანი. ამანში ცხელოდა. ქალაქ პეტრასკენ გზა საღამომდე ძლივს გაიარეს. კარვებში დაბინავდნენ, ყველანი დიდი ტენტის ქვეშ სავახშმოდ  შეიკრიბნენ, ცოტა დალიეს და საუბარი წამოიწყეს.
– აბა ვის არ სჯერა, რომ მოულოდნელ საცდურს შეუძლია, კრისტალივით სუფთა ადამიანიც კი აცდუნოს? – დაინტერესდა პეტერსონ პარკერი, – ასეთი კატეგორიულობა ღიმილს იწვევს.  საქმე ისაა, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია, გარკვეულ დაძაბულობას გაუძლოს, თუმცა სრულიად წარმოუდგენელია იმის გარკვეევა, რა იქნება ის ბოლო წვეთი, რომელიც მას დამნაშავედ აქცევს. ეს შეიძლება, სავსებით უმნიშვნელო რამ იყოს. თუ სწორად  მიუდგები, ადამიანების 90 პროცენტს შეგიძლია, ის გააკეთებინო, რაც გსურს.
– ჰა ჰა, სისულელეა. მე ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს, თუ არ მენდომება, – თქვა კეროლმა, – ღამე მშვიდობისა. უი, ჩემი საყურე! ყურიდან მომძვრა...  
პოლკოვნიკმა დიუბოშმა მოხერხებულად დაიჭირა მაგიდაზე გაგორებული საყურე და პატრონს გალანტურად გაუწოდა.
– ორმოცი ათასი დოლარი მაგიდაზე გაგორდა მხოლოდ იმიტომ, რომ საყურის საკეტი ცუდად დაკეტე. შენ მე გამაკოტრებ! – საყვედურით უთხრა მამამისმა.
– ათი ასეთის ყიდვას ისე შეძლებ, შენს ჯიბეს არ დაეტყობა, – გადაიკისკისა  ქალმა.
მისტერ ბლანდელი ქალიშვილს კვალდაკვალ მიჰყვა. რაღაცის თვალიერებით გართულმა არქეოლოგმა დრო იხელთა და   წამოიძახა:
– აქეთ  მოიხედეთ – მარგალიტებზე ასჯერ უფრო საინტერესო რამ მაქვს. ეს უძველესი ბეჭედია. მასზე მსხვერპლშეწირვის სცენაა ამოტვიფრული და არანაკლებ ოთხი ათასი წლისაა.
მან ჯიბიდან პლასტელინის ნაჭერი ამოიღო, მაგიდაზე გააბრტყელა და მასში უძველესი ბეჭედი ჩაარჭო. შემდეგ ხელში სათუთად აიღო. პლასტელინზე მართლაც მსხვერპლშეწირვის სცენა იყო გამოსახული.
მეორე დილით ყველანი ზემოთ, სამსხვერპლოს სანახავად გაემართნენ. სიცხე  სულ უფრო აუტანელი ხდებოდა.  
– საოცარი ადგილია მსხვერპლშეწირვისთვის! – აღფრთოვანებით წამოიძახა კეროლმა, – მაგრამ, ალბათ, იმ საწყლებს მსხვერპლის აქ ამოსაყვანად გვარიანი ოფლის დაღვრა სჭირდებოდათ, – ქალს  სიტყვა ოდნავ გასაგონმა ხმამ გააწყვეტინა – თითქოს პაწაწინა  ზარმა დარეკაო.
– მგონი, საყურე ისევ დაგივარდათ, მის ბლანდელ, – თქვა ექიმმა.
კეროლმა ხელი ყურზე ავტომატურად წაივლო.
– ოოო,  ისევ? – ამოიოხრა მან.
დიუბოშმა და ჰერესტმა მაშინვე  საყურის ძებნა დაიწყეს.
– აქ იქნება, – ჩაილაპარაკ ფრანგმა. – ღმერთს მადლობა. აქედან ვერსად გაგორდებოდა. აქ როგორც თეფშზე, ისეა.
– დარწმუნებული ხარ, აქ რომ ამოხვედი, კიდევ გეკეთა? – ბუზღუნით ჰკითხა კეროლს მამამისმა, – გზაში ხომ არ დაკარგე?
– არა. აქ რომ ამოვედი მქონდა. როდესაც ამოვდიოდით, დოქტორმა კარვერმა შენიშნა, რომ მისი საკეტი გახსნილი იყო და მის შეკვრაშიც დამეხმარა.
– მოვითხოვ, გამჩხრიკონ, – განაცხადა  პოლკოვნიკმა დიუბოშმა; – თანაც ახლავე!
მისი აზრი ყველას მოეწონა. მათ შორის მისტერ ბლანდელსაც.
– მეც გიერთდებით, ჯენტლმენებო, – განაცხადა მან, – დამიჯერეთ, ამის მიზეზი არსებობს, თუმცა დაკონკრეტება არ მინდა.
ჩხრეკა გულდასმით ჩატარდა. თუმცა, შედეგი არ გამოიღო. ხასიათწამხდარი ტურისტები დაბლა დაეშვნენ.
მისტერ პარკერი უკვე სადილობისთვის ემზადებოდა, როდესაც მისი კარვის ფარდა გადაიწია და გოგონას ფიგურა გამოჩნდა. კეროლი შემოვიდა და გასაშლელ ლოგინზე ჩამოჯდა.
– თუ არ ვცდები, უბედური ხალხი თქვენი კომპეტენციაა, არა? – გაბედულად დაიწყო მან.
– მე აქ ვისვენებ, მის ბლანდელ. საქმეს ხელს არ ვკიდებ.
– დამიჯერეთ, ჩემზე უბედურ ადამიანს ვეღარ იპოვით. ჯიმ ჰერესტს საყურე არ მოუპარავს, ზუსტად ვიცი.
– მისთვის ეს არც არავის დაუბრალებია.
– ჯერ არ დაუბრალებიათ, მაგრამ აუცილებლად დააბრალებენ, როდესაც გაიგებენ, რომ ნასამართლევია. ის მაშინ დაიჭირეს, როდესაც ჩვენს სახლში შემოიპარა. მე შევიცოდე – ისეთი ახალგაზრდა იყო და ისეთი უბედური... და ისეთი სიმპათიური, მამას ვთხოვე, მისთვის შანსი მიეცა. მამაჩემი ყველა სურვილს მისრულებს. მან ჯიმი სამსახურში აიყვანა. დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ჯიმი პატიოსანი ადამიანია, სულ უფრო მეტად ენდობოდა, შემდეგ თავის მარჯვენა ხელად აქცია. საბოლოოდ ჩვენ დავქორწინდებოდით, და ახლა კი ეს იდიოტური შემთხვევა...
– ეს მამას იდეაა, რომ  სერ დონალდს, გავყვე ცოლად,  მაგრამ გაბერილ ინდაურს ცოლად  როგორ გავყვები? ის, ალბათ, ამ გზით თავისი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს.
 – ჩემგან რას ითხოვთ?
– მტკიცებულებებს, რომ ეს ჯიმის არ გაუკეთებია.
– თქვენ ამაში დარწმუნებული ხართ? არ გიფიქრიათ, რომ მარგალიტი მისტერ ჰერესტისთვის შეიძლებოდა დიდი ცდუნება ყოფილიყო. მისი გაყიდვით, იგი საწყის კაპიტალს მოაგროვებდა, რომელიც დამოუკიდებლობისა და თქვენზე დაქორწინების საშუალებას მისცემდა.
– ჯიმის ეს არ გაუკეთებია, – წყნარად წარმოთქვა გოგონამ.
– კარგი, შევეცდები დაგეხმაროთ...
გოგონამ თავი დაუქნია და კარვიდან გავიდა. მისტერ პარკერი ლოგინზე ჩამოჯდა და მოულოდნელად ჩაიხითხითა.
სადილზე ის მშვენიერ ხასიათზე იყო. როდესაც ხუთის თხუთმეტ წუთზე მან ცენტრალურ კარავში შეიხედა, იქ მარტო დოქტორი კარვერი დახვდა, რომელიც თავის სიძველეებს ჩაჰკირკიტებდა.  
– აჰა! – ჩაილაპარაკა მისტერ პარკერმა და მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა. – სწორედ თქვენ გეძებდით. ვიცი, რომ  თქვენი პლასტელინი სულ თან გაქვთ. ცოტას ხომ ვერ მომცემდით?
დოქტორმა ჯიბეები მოიჩხრიკა და პარკერს პლასტელინის ნაწილი წყნარად გაუწოდა.
– არა, – გააპროტესტა მისტერ პარკერმა, – მე სხვა მინდოდა. ის, რომელიც წუხელ გქონდათ. სიმართლე გითხრათ, მე თავად პლასტელინი კი არა, მისი შიგთავსი მაინტერესებს.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ, – სწრაფად და მშვიდად თქვა დოქტორმა კარვერმა.
– დარწმუნებული ვარ, ხვდებით. საყურეზე ვლაპარაკობ.
ამჯერად პაუზა გაგრძელდა.  ბოლოს კარვერმა ჯიბეში ხელი ისევ ჩაიყო და პლასტელინის უფორმო ნაჭერი ამოიღო.
– ახლა კი გისმენთ,  – თქვა მისტერ პარკერმა, თან პლასტელინი საქმიანი სახით გაშალა. დასვრილი მარგალიტი ხელში შეათამაშა და კმაყოფილმა ჩაიცინა. – ძალიან ცნობისმოყვარე ვარ.
– ეს შემთხვევითობა იყო. დღეს დილით მე ყველაზე ბოლოს მოვდიოდი და მოულოდნელად ამ საყურეს წავაწყდი. მის კეროლს დაუვარდა. მას ეს არ შეუნიშნავს. ავიღე და ჯიბეში ჩავიდე, რათა დამებრუნებინა, როცა დავეწეოდი. მერე ვიფიქრე: რას დააკლებს ამ გოგოს ერთი მარგალიტის დაკარგვა. მამამისი არც დაფიქრდება, ისე უყიდის  ახალს. ჩემთვის კი ეს მთელი ქონებაა. ამ ფულით  ერთი ახალი ექსპედიციის მოწყობა შეიძლება. ჩვენს დროში რთულია, გათხრებისთვის ფულის შოვნა? ვიფიქრე, რომ  მიუხედავად კეროლის თავდაჯრებულობისა, მისთვის ამ ოინის მოწყობა, მარტივი იქნებოდა. როდესაც ზევით ავედით, ვუთხარი, თითქოს მის საყურეს საკეტი გაეხსნა და ისეთი მოძრაობები გავაკეთე, ვითომ ვუკრავდი. სინამდვილეში მის ყურს ფანქრით შევეხე. რამდენიმე წუთში პატარა ქვა დავაგდე და თავად ნახეთ, იგი დარწმუნდა, რომ საყურე ამ დროის განმავლობაში ეკეთა და მხოლოდ მაშინ დაუვარდა. ვიდრე საყურეს  ეძებდნენ, მე ის ჯიბეში პლასტელინის ნაჭერში ჩავჭყლიტე. ეს არის მთელი ამბავი.
– ასეც ვიცოდი, – თქვენ ერთადერთი იყავით, ვინც მიწიდან რაღაც აიღო. ამიტომ კენჭმა, რომელიც პოლკოვნიკმა პლატოზე იპოვა ბევრი რამ მითხრა. წუხელ კი, განსაკუთრებული მონდომებით საუბრობდით პატიოსნების შესახებ. ზედმეტი მონდომება კი, როგორც შექსპირი ამბობს, იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობს.
– რა გაეწყობა, ჩემი საქმე წასულია. თქვენ, ალბათ, აპირებთ, მარგალიტი პატრონს ახლავე დაუბრუნოთ.
– თქვენ მის კეროლი ვერ შეაფასეთ, – თქვა მისტერ პარკერმა; – დამიჯერეთ, ჭკვიანიც არის და კეთილი გულიც აქვს. ვფიქრობ, იგი ამჯობინებს მთელი ეს ამბავი დაივიწყოს.
– რასაც მამამისზე ევრ ვიტყვით, – შენიშნა არქეოლოგმა.
– ვფიქრობ, აქაც ცდებით. მამას მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს, რომ ხმა არ ამოიღოს. საქმე ისაა, რომ ამ მარგალიტის ფასი ხუთი დოლარია.
– თქვენ გინდათ თქვათ, რომ...
– დიახ. სხვათა შორის, გოგომ ამის შესახებ არაფერი იცის. ნამდვილი ჰგონია. მეც ეჭვი მხოლოდ წუხელ გამიჩნდა. როდესაც ადამიანი გაკოტრებულია, მას ისღა დარჩენია ითამაშოს.  ნამდვილი მარგალიტის საყურე მან უკვე გაყიდა. ამიტომაც აწყობდა, თუკი მას ვინმე მოიპარავდა. ან კეროლი დაკარგავდა. მაშინ ქალიშვილი  ვერ გაიგებდა, როგორ გაძარცვა საკუთარმა მამამ. თუმცა მე მამისაც მესმის.
    თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3