კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 34 წლის. ზუსტად არ ვიცი, მაქვს თუ არა გაკეთებული წითელას საწინააღმდეგო აცრა. როგორ მოვიქცე?
პასუხი:
თუ შესაძლებელია, თქვენს ყოფილ პოლიკლინიკაში, არქივში, უნდა მოიპოვოთ დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ხართ აცრილი. თუ ეს შეუძლებელია, ეპიდემიოლოგიის სამსახურის რეკომენდაციით, მაინც უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ეს არანაირ ზიანს არ მოგვაყენებს.
კითხვა: როგორ მივხვდე, მაქვს თუ არა თიაქარი? ვარ 26 წლის, მყავს 2 შვილი და მეორე შვილის მერე დამრჩა დიდი მუცელი. მას შემდეგ წელიწად-ნახევარი გავიდა და წესით, ამხელა აღარ უნდა მქონდეს, თან, ვატყობ, რომ ჭიპის ზემოთ რომ ვაჭერ, საკმაოდ ღრმად ჩადის, ზედმეტად რბილია.
პასუხი:
გირჩევთ კონსულტაციაზე მუცლის ღრუს ქირურგთან მიხვიდეთ. ის მიზეზს ზუსტად დაადგენს.
კითხვა: ორ კვირაზე მეტია, სხეულზე წითელი გამონაყარი მიჩნდება (ბარძაყზე, მუცლის ქვედა ნაწილში, სასქესო ორგანოზე, ხელებზე) და ქავილისგან კანი მძვრება. თითებზე კი ქავილისგან სკდება და სითხე გამოდის. რას მირჩევთ?
პასუხი:
შესაძლოა მუნია, თუმცა გამონაყრის დათვალიერების გარეშე შეფასება შეიძლება, ზუსტი არ იყოს.  გირჩევთ, არ გადადოთ ექიმ-დერმატოლოგთან ვიზიტი.
კითხვა: მარცხენა ცხვირის ნესტოში მაქვს პოლიპი და მგონი, ძგიდეც გამრუდებულია. რადგან ცხვირით კარგად ვერ ვსუნთქავ, ჰაერის უკმარისობაც მაქვს ხოლმე. მაინტერესებს, ამ ყველაფრის გამო გულის პრობლემები ხომ არ შემექმნება?
პასუხი:
ძგიდის გამრუდებისას და საერთოდ, ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას პაციენტს ყველაზე ხშირად უვითარდება ცხვირის დანამატი ღრუების ანთებითი დაავადებები. ხანგრძლივი მკურნალობა კი ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებასა და პოლიპების გაჩენას იწვევს. ცხვირით სუნთქვის გაძნელება და გამრუდებული ძგიდის მუდმივი არანორმალური შეხება ცხვირის ლორწოვან გარსთან ხშირად იქცევა ბრონქული ასთმისა და ალერგიული სურდოს მიზეზად. მოგვიანებითი გართულებებია: ცვლილებები სისხლში, გულს-სისხლძარღვთა სისტემასა და სქესობრივ სფეროში;  მცირდება ორგანიზმის შეუვალობა გარემოს არახელსაყრელ ფაქტორთა მიმართ, ქვეითდება იმუნიტეტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  დროული და კვალიფიციური მკურნალობა აუცილებელია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3