კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში მხოლოდ კვების დარღვევისა და გადაძღომის ბრალი როდია – ის უკავშირდება ნევრასთენიას, ფსიქოზს, დანაწევრებულ კვებას (როდესაც ადამიანს მიზეზთა გამო კვების პროცესის რამდენჯერმე შეწყვეტა უწევს), ზოგიერთი პრეპარატის მიღებას.
კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნებას, ჩვეულებრივ, ის ხალხი უჩივის, ვინც წლების განმავლობაში უგულისყუროდ ეკიდებოდა კვების რეჟიმს და, ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღ წესს.
ეს შეგრძნება კარგად დანაყრების შემდეგ ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბევრს ვჭამთ. ის კიდევ უფრო ღრმავდება, თუ ჭამის დასრულებისთანავე ბევრ წყალს დავლევთ. რისი ბრალია ეს? კუჭი და ნაწლავი, კერძოდ, მისი საწყისი ნაწილი – თორმეტგოჯა ნაწლავი, სპეციალური სფინქტერით არის შეერთებული, ამ უკანასკნელის მწყობრიდან გამოსვლა კი მთელი კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევას იწვევს. სიმძიმის შეგრძნება უმეტესად საღამოობით იჩენს თავს, მთელ ღამეს გასტანს და ზოგჯერ დილაობითაც რჩება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კუჭი უარს აცხადებს ნორმალურ ფუნქციობაზე და დახმარებას ითხოვს. კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება თავიდან რომ აიცილოთ:
* ჭამის დროს იფიქრეთ მხოლოდ ჭამაზე. დაუშვებელია ჭამის პროცესში კითხვა, ტელევიზორის ყურება ან კომპიუტერთან მუშაობა – ამით ირღვევა საკვების მონელება და ათვისება;
* თუ აღგზნებული, გაღიზიანებული ხართ, გირჩევთ, დამშვიდდეთ (მიიღოთ დამამშვიდებელი საშუალება) და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვათ საკვები. კუჭი, საჭმლის მომნელებელი სისტემა და მთელი ორგანიზმი უნდა მოამზადოთ საკვების მისაღებად. ნუ მიაყენებთ მას დარტყმას უჩვეულო და დაძაბულ ვითარებაში;
* საკვები კარგად დაღეჭეთ. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ საკვების სრულფასოვანი ათვისებისათვის ლუკმა გადაყლაპვამდე, სულ მცირე, 20-ჯერ უნდა დაიღეჭოს. ჭამის დროს სხვა საქმის კეთებისას ირღვევა როგორც ღეჭვის, ისე საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფის პროცესი და მონელების ფუნქცია მწყობრიდან გამოდის.
* იკვებეთ სწორად, ხშირ-ხშირად და ზომიერი ულუფებით. ერთბაშად ბევრს ნუ შეჭამთ. ძნელად მოსანელებელ საკვებს განსაკუთრებით ერიდეთ საღამოობით, ძილის წინ. არც დანაყრებისთანავე დიდი რაოდენობით წყლის (საზოგადოდ, სითხის) მიღებაა რეკომენდებული – წყალი ერთგვარად ჩამორეცხავს კუჭის წვენს და საგრძნობლად აფერხებს მონელების პროცესს.
* ჭამის შემდეგ უმალვე ნუ წამოწვებით. მართალია, ნასადილევს თუ ნავახშმევს ძილი გვერევა და ამას თავისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლები აქვს (მოგრძო ტვინში მდებარეობს სოლიტარული ტრაქტის ბირთვი, რომელიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან იღებს სენსორულ შესავალს და ამავე დროს მოქმედებაში ჩართულია ძილის მექანიზმები), მაგრამ ეს მეტისმეტად ვნებს მონელების პროცესს. საკვების კუჭში შეკავება, ნაწლავების პერისტალტიკური აქტივობის შეფერხება, მონელების პროცესის დარღვევა და წამოწოლით გამოწვეული სხვა არასასურველი მოვლენები საბოლოოდ კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნებას განაპირობებს.скачать dle 11.3