კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ქართველებს გვაქვს ასეთი გამოთქმა: „ნათლიამ დაანათლაო“, ანუ, როდესაც ბავშვი ავლენს რაიმე თვისებას, ნათლიას „აბრალებენ“. რეალურად, რამდენად შეიძლება, ნათლიამ ნათლულს რაიმე დაანათლოს?
პასუხი:
ეს გამოთქმა საეკლესიო ტრადიციისთვის ყოვლად მიუღებელია და შესაბამისად, არასწორია. ნათლობის საიდუმლოს უფალი აღასრულებს მოძღვრის მიერ, ხოლო ნათლია მხოლოდ პირობას დებს, რომ ბავშვს ქრისტიანული სარწმუნოების შესაბამისად აღზრდის. აქედან გამომდინარე, ნათლიას არაფრის „დანათვლა“ არ შეუძლია.
კითხვა: უთანხმოება მომივიდა ჩემი შვილის ნათლიასთან, ამას ძალიან განვიცდი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მას ბავშვთან არანაირი შეხება აღარ აქვს. შეიძლება თუ არა, ბავშვი ხელმეორედ მოვნათლოთ და შესაბამისად, ახალი ნათლია შევურჩიოთ?
პასუხი:
ადამიანის ხელმეორედ მონათვლა კატეგორიულად შეუძლებელია. ადამიანი მხოლოდ ერთხელ ინათლება. რაც შეეხება თქვენს პრობლემას, ილოცეთ იმისთვის, რომ გამოსწორდეს თქვენი ურთიერთობა ბავშვის ნათლიასთან. ცდა არ დააკლოთ, რომ ბავშვს თავისი ნათლია არ დაუკარგოთ.
კითხვა: სურვილი გამიჩნდა, დავწერო ლოცვა. ვცადე და გამომივიდა. მინდა, ჩემ მიერ შეთხზული ლოცვით მივმართო უფალს, ამით ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?
პასუხი:
შეგიძლიათ, თქვენ მიერ შეთხზული ლოცვით მიმართოთ უფალს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაამთავრებთ ლოცვით კანონს, ანუ იმ ლოცვებს წაიკითხავთ, რომლებიც წმიდა მამების მიერ არის დაწერილი. უფალი შეისმენს თქვენს ლოცვას.
კითხვა: ჩემი ახლობელი ერთ-ერთი სექტის წევრი გახდა. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია. გულით მინდა, დავეხმარო, მაგრამ ვხედავ, რომ იქ კარგად გრძნობს თავს, თითქოს, უფრო მშვიდიც გახდა. როგორ მოვიქცე, უნდა დავშორდე მას თუ გავაგრძელო მეგობრობა?
პასუხი:
მეგობრობა არ უნდა შეწყვიტოთ – პირიქით, თქვენი ყურადღება, ზრუნვა, სიყვარული, ლოცვა მისი სულის გადარჩენისთვის დაეხმარება, დაუბრუნდეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. არ შეხვიდეთ კონფლიქტში მასთან, ეს უფრო გაამწვავებს სიტუაციას.
კითხვა: სამწუხაროდ, ოჯახში გაუსაძლისი მდგომარეობა მაქვს. ხანდახან თავის მოკვლაზეც ვფიქრობ. ჩემი აზრით, მეტი გამოსავალი არ მაქვს, მინდა, ეკლესიაში წავიდე და მონაზვნად აღვიკვეცო. თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი:
რაც უნდა გაუსაძლისი მდგომარეობა გქონდეთ, მონაზვნად წასვლა გამოსავალი არ არის. ეს არ არის ცხელ გულზე მისაღები გადაწყვეტილება. მონაზვნობას სჭირდება შემზადება, თავდაპირველად ეკლესიაში სიარული, ქრისტიანულად ცხოვრება. მცირე ხნით მონასტერში წასვლაც. ამით გამოცდით საკუთარ თავს, რამდენად შესძლებთ ასეთ ცხოვრებას. ხოლო, ხართ თუ არა მზად მონაზვნობისთვის, დრო გიჩვენებთ.скачать dle 11.3