კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 კარგი აღზრდა

კარგი აღზრდა მოითხოვს, რომ გაუმკვლავდნენ ყველა პრობლემას და რომ სრულიყოს ადამიანი.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებზე, რომ მამად იწოდება არა ის, ვინც ბავშვის ხორციელი მშობელია, არამედ, ვინც ზრუნავს მასზე. წმიდა მამა წერს: „ხორციელი მშობლობა არ ქმნის მამად ადამიანს, არამედ მხოლოდ აღზრდა“. რატომ ამბობს ამ სიტყვებს, რას ემყარება ისინი? იმას, რომ იმ პერიოდში იყვნენ ადამიანები, რომელთაც არ ჰყავდათ თავიანთი ხორციელი შვილები და იშვილეს სხვა ბავშვები. და აგრძელებს: „არ გეუბნებით ამ ყოველივეს უმიზეზოდ. არამედ განწყობა და სურვილი უმნიშვნელოვანესია“. ყველაფერზე მეტად საჭიროა კარგი აღზრდა. ამიტომ ხაზს უსვამს წმიდა მამა: „არ შევწყვეტ და არ დავიღლები, რომ გითხრათ. უპირველესად იფიქრეთ იმაზე, რომ სრულყოფილი აღზრდა მისცეთ შვილებს, თუკი გიყვართ თქვენი შვილები“.
ჩვენს ეპოქაში, ისევე როგორც წმიდა მამების ეპოქაში, ხშირად მშობლები უფრო მეტად შვილების ეკონომიკური კუთხით უზრუნველყოფისთვის ზრუნავენ, ვიდრე მათი პიროვნული სრულყოფილების ჩამოყალიბებისთვის. ინტერესი მიმართულია მატერიალური სიმდიდრის შეგროვებისკენ და ასევე, საუკეთესო ხელობის ან საუკეთესო პროფესიის შესწავლისკენ. წმიდა მამა კატეგორიულად ამბობს მსგავს ნოოტროპიაზე:
„ხშირად მშობლები ყოველ ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ შვილს ჰქონდეს შესანიშნავი სახლი ან ძვირფასი ადგილ-მამული, მაგრამ სულაც არ ზრუნავენ იმაზე, რომ ის ღმერთის მოშიშად, კეთილმსახურად აღზარდონ. სწორედ ეს არღვევს ამქვეყნიურ წესრიგს – ის, რომ ჩვენ დაუდევარნი ვართ ჩვენი ბავშვების მიმართ, რაც უკიდურესად უგუნური საქციელია. როგორი უხვი და ძვირფასიც არ უნდა იყოს სიმდიდრე, თუ ადამიანს არ ძალუძს მისი სათნოდ გამოყენება, ის მასთან ერთად გაქრება და დაიღუპება, მის მფლობელს კი უდიდეს ზიანს მიაყენებს. ხოლო თუ კაცი კეთილმსახური და სიბრძნისმოყვარე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი შეაგროვა, ღმერთი მას ყოველივეს სათნოდ მოახმარს. ამრიგად, იმას კი არ უნდა მივსდიოთ, რომ შვილები ოქრო-ვერცხლითა და სხვა მათი მსგავსი საგნებით გავამდიდროთ, არამედ უნდა ვეცადოთ, ისინი კეთილშობილებით, სიბრძნისმოყვარეობითა და სხვა სათნოებებით იყვნენ უმდიდრესნი, რათა ზედმეტს არაფერს საჭიროებდნენ და ამქვეყნიური საგნებითა და სურვილებით არ მოიხიბლონ“.
წმიდა იოანე ოქროპირი ხაზს უსვამს, ასევე, ერთ საინტერესო ასპექტს ბავშვის აღზრდის თემასთან დაკავშირებით. მეუღლე-მამის ინტერესმა შვილისადმი არ უნდა შეამციროს მისი ურთიერთობა მეუღლესთან. მეუღლე-მამას უნდა უყვარდეს მეუღლე-დედა და არ უნდა შემცირდეს სიყვარული მის მიმართ მავშვებისადმი მისი სიყვარულის მიზეზით. უფრო კონკრეტულად ამბობს: „ყველა შენს მეგობარზე მეტად პატივი მიაგე შენს მეუღლეს, უფრო მეტიც, შენს შვილებზე მეტად, რომლებიც მისგან გყავს და მისი სიყვარულით გიყვარდეს ისინი“.
ეს შენიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩვენებს პრობლემას, რომელიც ხშირად შეინიშნება წყვილებში და რომ წმიდა იოანე ოქროპირი საოცარი გარჩევით ცდილობს, რომ ის გაასწოროს. ჩვენს თანამედროვეებს შენიშნული აქვთ: „ხშირად წყვილები ქორწინების შემდეგ კარგავენ ენთუზიაზმს ერთმანეთის მიმართ, ნებსით თუ უნებლიეთ, არწმუნებენ თავს, რომ უძლურები არიან, შეასრულონ ვალდებულებები, რასაც მათგან მეუღლური კავშირი მოითხოვს და გადაშვებულნი არიან მხოლოდ მშობლის როლში. გადაწყვეტილი აქვთ, რომ იცხოვრონ მხოლოდ შვილისთვის, მაგრამ ირიბად ითხოვენ შვილისგან, რომ იცხოვროს მხოლოდ მათთვის და ამდენად შვილი ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი პირი ოჯახში და ორივე მშობელი ცდილობს, რომ დაცული იყოს შვილის კეთილგანწყობა, უმთავრესად იმიტომ, რომ არ არიან დარწმუნებულნი, რომ დაცული და შენარჩუნებული იქნება კეთილგანწყობა მათ შორის... ამდენად, მშობელი საპირისპირო სქესისა ცდილობს, ბავშვი გამოიყენოს, როგორც მაგივრობის გამწევი, შემცვლელი მეუღლისა. ბავშვი ხდება პაიკი დაპირისპირებულ სქესთა შორის ბრძოლაში და მშობელი შვილს მოწინააღმდეგესავით უყურებს“ (მღვდელი ფილოთეოს ფაროსი, მღვდელი სტავროს კოფინისი).
იქ ნათლად ჩანს, თუ რას ქმნის ბავშვის მიჯაჭვა ან დაშორება მეორე მშობელთან. ამიტომ ძალიან დროულია შენიშვნა წმიდა იოანე ოქროპირისა, რომელზეც ვისაუბრეთ, რომ მამას უნდა უყვარდეს ბავშვები მეუღლის სიყვარულის სიხარულით. წინ უნდა უსწრებდეს სიყვარული მეუღლისადმი და მას მოსდევდეს ბავშვის სიყვარული.
იეროთეოს ვლახოსიскачать dle 11.3