კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რა არის ოჯახში კონფლიქტების საუკეთესო პრევენცია და რამ შეიძლება, გააქციოს ქმარი სახლიდან

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

ოჯახში კონფლიქტის მიზეზი ხშირად წვრილმანი გაუგებრობა ხდება. რაც მხოლოდ ერთი შეხედვით ჰგავს უმნიშვნელო, „უწყინარ“ კინკლაობას, რომელიც პარტნიორის მიერ პარტნიორის ჩვევების აუტანლობისგან  წარმოიშვება ხოლმე და ხშირად საკმაოდ მძიმე შედეგი აქვს.
ფსიქოლოგები წყვილს ურჩევენ, არ სცადონ ერთმანეთის გადაკეთება. იფიქრონ იმაზე, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. საკუთარი უნარ-ჩვევებით და როცა გიყვარს, ზუსტად ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია. სამწუხაროდ, ცოლები ვერ ხვდებიან, რა სჭირდება მამაკაცს, რომ ოჯახში თავი კომფორტულად იგრძნოს. ხშირად მას სულაც არ სჭირდება გადამეტებული ყურადღება. არამედ  უნდა სიმშვიდე და პირადი სივრცე, რომელსაც არავინ დაურღვევს. საყვარელი მეუღლეც კი.


მარიამი (38 წლის): დიდხანს ვიფიქრე, უნდა მომეწერა თუ არა თქვენთვის ამ თემაზე. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ჭკუას ვარიგებ. სანამ პრობლემა პირადად არ შემეხო მანამდე ვერ მივხვდი, როგორ სერიოზულადაა საქმე. ცოლები ძალიან ცუდად ვიქცევით და ვერ ვხვდებით ამას.
– კონკრეტულად, რას გულისხმობთ ცუდად მოქცევაში?
– ქმრებთან მენტორის, აღმზრდელის როლში ყოფნას.  ჩვენ ხომ ისე ვირგებთ ამ როლს, ვერც კი ვხვდებით. საკუთარ თავზე უნდა წარმოვიდგინოთ, რა ძნელია, როცა ჩვენს გემოზე ცხოვრებას გვიკრძალავენ. ხომ არ მოგვწონდა, როცა მშობლები ცდილობდნენ, თავის ჭკუაზე ვეტარებინეთ. მამაკაცს რატომ მოეწონება ცოლის მითითებებით ცხოვრება. მაგიდაზეც რომ შემოაწყოს ფეხები, არ უნდა დაუშალო. სახლი   ხომ ის ადგილია, სადაც ისე უნდა დაისვენო, როგორც გინდა და თუ ეს ადამიანი მაგიდაზე ფეხების შემოლაგებით ისვენებს?!
– თქვენ ფიქრობთ, რომ ცოლები ერთპიროვნული მბრძანებლები ვხდებით?
– დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობდი. იმის შემდეგ ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი სერიოზულად, რაც მე და ჩემს ქმარს შორის განხეთქილება მოხდა. ბევრ რამესაც მივხვდი. როგორ ძალიანაც უნდა უყვარდე, კაცი დიდხანს ვერ აიტანს შენს დაუსრულებელ საყვედურებს და გაგექცევა. შეიძლება, წასულსაც უყვარდე, მაგრამ უკან დაბრუნების სურვილი აღარ გაუჩნდეს, იმიტომ რომ გაახსენდება, როგორ ჯაჯაღანებდი ყველა წვრილმანზე. შეიძლება, უმიზეზოდ არა, მაგრამ  მაინც არ იყავი სასიამოვნო სანახავი. მე უკვე ვხვდები, წარბშეკრული რატომ ოხრავდა ჩემი ქმარი. ეს კი უფრო მეტად მაღიზიანებდა და წუწუნს ვუმატებდი. კიდევ კარგად მითმენდა.
– გამოდის, ყველაფერში თავს იდანაშაულებთ, მეუღლე კი იდეალური იყო...
– ყველაფერში არა, მაგრამ, რაც ჩემს ოჯახში მოხდა, დიდწილად  ჩემი ბრალია. თუმცა, რადგან ამას ვაღიარებ, არ ნიშნავს, რომ ჩემმა ქმარმა თავი ამაყად ასწიოს და თქვას, როგორი მართალი ვყოფილვარო. შეეძლო, უფრო ყურადღებიანი ყოფილიყო. როცა ჯაჯღანს ვიწყებდი,  მომფერებოდა, ეკოცნა ჩემთვის და ეთქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ვუყვარდი. მე მაშინვე გავჩერდებოდი და ვაპატიებდი. ჩვენ შორის გაჩენილი ბზარიც აღარ გადიდდებოდა. ქალის გულის მოსაგებად ბევრი რამე არ არის საჭირო. თავზე ხელის გადასმა საუკეთესო წამალია. კაცებს ესეც ეზარებათ ან, უბრალოდ, არ იციან, რომ ეს შველის. მინდა, დავიჯერო, რომ ჩემმა ქმარმაც არ იცოდა.  ძალიან  მინდა, ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყო. თითქოს ჩვენს შორის წყენა და გულისტკენა საერთოდ არ ყოფილა.
დამიჯერეთ, ძნელია, იპოვო კაცი, რომელსაც სურვილი გაუჩნდება მუდმივად მოჯაჯღანე ქალს მოეფეროს. ჩვენ შორის ინტიმური ურთიერთობაც გაფუჭდა. აღარც თვითონ გამოთქვამდა სურვილს და მეც აღარ მინდოდა. სულ რომ გაღიზიანებული და გაბრაზებული ხარ, სექსზე ვეღარ ფიქრობ. არადა, სტრესის მოსახსნელად კარგი საშუალებაა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმანეთს სულ გაღიზიანებული და უკმაყოფილო ტონით ველაპარაკებოდით. საშინელება იყო. წავიდოდი სამსახურში და საკუთარ თავს ვაძლევდი პირობას, რომ საღამოს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ  საღამოს მოვიდოდა ჩემი მეუღლე სახლში, გააკეთებდა რაღაც ისეთს, რაც გამაღიზიანებდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
– მამაკაცების ჩვევებში მართლაც  ბევრი გამაღიზიანებელი წვრილმანებია...
– გეთანხმებით, მაგრამ არ უნდა გაღიზიანდე. უნდა იფიქრო იმაზე, რომ ეს ადამიანი შენ ასეთი გიყვარს და შენც აუცილებლად გაქვს ისეთი თვისებები, რომელიც მას არ მოსწონს. ასეთ წვრილმანებს საერთოდ არ უნდა მიაქციო ყურადღება. როცა ფიქრობ, რომ ქმარს გამოასწორებ ან შენს ყაიდაზე გადააკეთებ, იქ იღუპები. ეს ძალიან დიდი შეცდომაა.
– ძნელი არ არის, ყურადღება არ მიაქციო, როცა იმას აფუჭებს, რაც შენი გასაკეთებელია?!
– ძნელია, როგორ არა. მაგრამ თუ გიყვარს, შესძლებ. მოფერებით მეტის მიღწევა შეიძლება. უბრალოდ, ახლა ალბათ, დაგვიანებულია და ამის მეშინია. სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ მეგობართან დაიჩივლა. შეიძლება, ჩემ გვერდით ცხოვრება აღარც მოინდომოს. წარმოიდგინეთ, ჩემმა ქმარმა მეგობარს შესჩივლა და რადგან მათ ჩვენს ოჯახზე გული შესტკივათ, მისი ცოლი ჩემთან მოვიდა  და მომიყვა. სამწუხაროა, რომ საკუთარ ქმართან საერთო ენის გამონახვა ამ ფორმით მიწევს, მაგრამ, თუ პრობლემა მომიგვარდება, თუ ისევ ერთად ვიქნებით, კიდევ არა უშავს. უნდა გაიგოს, რომ  მეც ადამიანი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, გულწრფელად ვეცდები, რომ აშარი და ანჩხლი ქალის იარლიყი მოვიშორო. არა ვარ ასეთი. მე ისევ ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი და მინდა, რომ მასთან ვიცხოვრო. ტვინს აღარ გავუბურღავ, ოღონდ თვითონაც უნდა დამეხმაროს. ვიცი, რომ უკვე კომპლექსი ჩამოვუყალიბე. დარწმუნებულია, რომ ქორწინება ანადგურებს ყველაფერს რომანტიკულს და კარგს, რაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში შეიძლება იყოს, მაგრამ დავუმტკიცებ, რომ ასე არ არის. უბრალოდ, მისი მხრიდან ცოტა მეტი ყურადღება და მოფერება მინდა.

скачать dle 11.3