კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 განათლება და გამრავლება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ანუ გამოცდა თუ გამოუცდელობა?!


განათლების რეფორმამ, რომელიც აგერ უკვე, ლამისაა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გრძელდება, ისევ განიცადა კრახი. იმ მარტივი მიზეზით, რომ წლიდან წლამდე ვერ უმჯობესდება ქართველ მოსწავლეთა შედეგები წაკითხულის გააზრებასა თუ მათემატიკურსა და საბუნებისმეტყველო უნარებში, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები კვლავაც ვერ იკავებენ ჯეროვან ადგილს მსოფლიო განათლების რეიტინგში.
ერთი ის არის, რომ მეტ-ნაკლებად სწავლობდნენ იმ საგნებს, რომელთა ჩაბარებაც უწევდათ: თავდაპირველად, 2005-დან – უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად, ბოლო რამდენიმე წელია კი – სკოლის დასამთავრებლად და კლასიდან კლასში გადასასვლელად. ოღონდ საქმე მთლად ასე უკიდეგანოდ ტრაგიკულადაც არ არის, ვინაიდან ქართველი ბავშვები მუდმივად იმარჯვებენ სხვადასხვა საგანმანთლებლო საერთაშორისო ოლიმპიადებში, მაგრამ მათი აბსოლუტური უმეტესობა შემდგომ ტოვებს ქვეყანას, რადგან ხალას ქართულ ტვინებს ცივილიზებული თანამეგობრობა მოიხმარს.
ასეა თუ ისე, ახლახან შევიტყვეთ, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდებიც უქმდება და კლასიდან კლასში გადასაყვანიც, რასაც საზოგადოებაში არაერთგაროვანი რეაქცია მოჰყვა, ზუსტად ისევე, როგორც მათ შემოღებას (იმხანად მოტივით, როგორ შეიძლება, ბავშვების სტრესის ქვეშ მოქცევა და რა შუაშია სწავლის ხარისხთან გამოცდებიო, ახლა კი იმ მიზეზით, რომ გამოცდების გარეშე განათლების მიღება გამორიცხულიაო).
ამ კონტექსტში გასულ კვირას ერი და ბერი მეტად გაამხიარულა პარლამენტარ ემზარ კვიციანის მოსაზრებამ, რომელმაც სკოლის  გამოცდების გაუქმება გამრავლებას დაუკავშირა (უკუპროპორციულად, ანუ იქნება გამოცდები, არ გავმრავლდებით, არ იქნება გამოცდები – გავმრავლდებით) და შეეხო იმ პრობლემასაც, რომ გენოფონდის საქმე ცუდადაა. მომყავს ციტატა: „ისევ მივადექით ძალიან დიდ პრობლემას, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია და ამის შესახებ დღეს არავინ არ ილაპარაკა. ანუ სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები”.
ბუნებრივია, გამოცდების ყოფნა-არყოფნა გამრავლებას ხელს არ უშლის, პირიქით, გამართული სისტემა, წესით, ხელსაც კი უნდა უწყობდეს, იმიტომ რომ კარგ სპეციალისტებს, წესით, დასაქმების კარგი პერსპექტივა უნდა ჰქონდეთ. ანუ ღირსეული შემოსავლის, რაც დაოჯახებისთვის, ესე იგი, გამრავლებისთვის აუცილებელი პირობაა. იმის თქმა მინდა, რომ ამ ქილიკ-ქილიკით მხიარულებაში (არადა ემზარ კვიციანის გამონათქვამების ნაწილში საღი აზრიც კიაფობდა) ისეც შეიძლება, მოხდეს, რომ განათლების ქართული სისტემა საერთოდაც აღარ იყოს საჭირო, იმიტომ რომ სკოლებში აღარავინ გვყავდეს წასაყვანი.
скачать dle 11.3