კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ზოგადი უნარები უკუნითი უკუნისამდე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში დანერგვა, ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაა, ისევე, როგორც ზოგადი უნარების ტესტისა, რის მიხედვითაც ისაზღვრებოდა უკვე სტუდენტისთვის სახელმწიფო გრანტის მიღება-არმიღებაც და ოდენობაც. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ გამოცდის შემოღებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრმა, რომელიც აწ უკვე კულტურასაც ითავსებს და სპორტსაც, განაცხადა, რომ უნარების გამოცდა სავალდებულო გამოცდათა ნუსხიდან ამოვარდება, ჩვეულებისამებრ, უნარების გამოცდის თავგადაკლულ დამცველთა რიცხვიც გაიზარდა.
მეტიც, არა მხოლოდ გაიზარდა, არამედ მისი დაცვის ჟინიც გაასკეცდა. კერძოდ, ხალხის რჩეული სერგი კაპანაძე მოითხოვს, რომ (მომყავს ციტატა): „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდეს ცვლილებები და განისაზღვროს ზოგადი უნარების ტესტი და ასევე სახელმწიფო გრანტი, რომელიც ნაწილდება სტუდენტებზე და გახდეს სავალდებულო.”
ანუ ბ-ნი კაპანაძე ზოგადი უნარების გამოცდის დაკანონებას მოითხოვს (სავარაუდოდ, უკუნითი უკუნისამდე?!), იმ კეთიშობილური მიზნით, რომ კორუფცია არ დაბრუნდეს. პირადად ჩემთვის უცნობია, რით გააუმჯობესა ზოგადი უნარების გამოცდამ მშობლიური განათლების სისტემა და რით გააუარესებს მისი არყოფნა მას (ვგულისხმობ სამეცნიერო კვლევას), მაგრამ ვგრძნობ, რომ ბ-ნი კაპანაძე ცდილობს, უნარების გამოცდა „ნაციონალურ მოძრაობას“ (და მერე რა, რომ აწ „ევროპული საქართველოა“?!) შეუნარჩუნოს ღვაწლად. აქედან გამომდინარე კი, ვფიქრობ, კანონი რა საკადრისია, თვით საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში უნდა ჩაიწეროს  – რომ ზოგადი უნარების გამოცდის გარეშე ქვეყანა დაიღუპება! -

скачать dle 11.3