კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ შექმნა ლევან გელაშვილმა სამეჯლისო და ქართული ცეკვების უნიკალური სინთეზი და როგორ გახდა ის ნიუ-იორკში ცნობილი სტუდიის წარმატებული მწვრთნელი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ლევან გელაშვილი პროფესიონალი მოცეკვავე და მწვრთნელია, არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი. მისი გასაოცარი პროფესიონალიზმით შესრულებული ცეკვები არავის ტოვებს გულგრილს არცერთ  ქვეყანაში. ლევანი საქართველოს 5-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვიცე-ჩემპიონია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, ასევე, კოლხეთის თასის მფლობელი და მრავალგზის ფინალისტი, გამარჯვებული საერთაშორისო ჩემპიონატებში. ის, ასევე, მონაწილეობდა მეგა-პროექტ „ნიჭიერის“ პირველ სეზონში, რომლის ნახევარფინალისტიც გახდა. ლევანი ეროვნული კატეგორიის მსაჯია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდიის, Dance Universe-ს ხელმძღვანელი იყო, რომელმაც თავისი მოღვაწეობით ჩვენს ქვეყანას მრავალი წარმატება და ღირსეული გამარჯვებები მოუტანა. ლევანი  საქართველოში ერთადერთი ქართველი მოცეკვავეა, რომელიც  ევროპის თასის ფინალისტის წოდებას ატარებს და იმავდროულად იყო საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი. მის მიერ აღზრდილი სპორტსმენები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ჩემპიონატებზე. ლევანი ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს და იქაც დიდ წარმატებას აღწევს. რაც მთავარია, მან შეიმუშავა სამეჯლისო ცეკვებისა და ქართული ნაციონალური ცეკვების სინთეზი, რაც თავისი შინაარსით უნიკალურია და  ვერავის ტოვებს გულგრილს. ცოტა ხნის წინ ის იმყოფებოდა საქართველოში, მიწვეული იყო ერთ-ერთ სამეჯლისო ცეკვების სტუდიაში სემინარის ჩასატარებლად. „თბილისელები“ ლევანს თბილისში დაუკავშირდა და თავის ამერიკულ ცხოვრებასა და წარმატებებზე ესაუბრა.
– ყველას გვახსოვს თქვენი გამოსვლა სახალხო პროექტ „ნიჭიერში“, შემდეგ უკვე თქვენი მოსწავლეების მიერ ამავე პროექტის სცენაზე დანთებული ცეცხლი. გასაოცარი იყო თქვენი შემუშავებული სამეჯლისო და ქართული ცეკვების სინთეზი, რამაც უდიდესი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა როგორც პროექტის ჟიურისგან, ასევე, სრულიად საქართველოსგან.
–  დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი სამეჯლისო ცეკვის და ქართული – ნაციონალური ცეკვების შერწყმაზე. რადგან ვთვლიდი, რომ ამ სინთეზით ცეკვები უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდებოდა. 2015 წელს ჩემმა მოსწავლეებმა, დაჩი გელაშვილმა და ლიზი ჭეჟიამ, მონაწილეობა მიიღეს პროექტ „ნიჭიერში“, ისინი იყვნენ ყველაზე პატარა კონკურსანტები. სწორედ მაშინ პირველად გამოვიყენე ცეკვა რაჭულისა და ჯაივის სინთეზი. ორივე ცეკვა ენერგიული და მხიარული ხასიათის არის, მათი მუსიკალური ზომა 4/4-ზეა და ნაბიჯები ყოველ თვლაზე სრულდება. ამ ცეკვას ახასიათებს ტანისა და ხელების მსუბუქი და თავისუფალი მოძრაობები. ეს იყო ძალიან კარგი სიახლე, საოცარი მიგნება, რომლის შესრულების შემდეგაც მაყურებლების გადაწყვეტილებით, ჩემმა მოსწავლეებმა ფინალური საგზური მოიპოვეს, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველოში დიდი მოწონება, გამოხმაურება და აღიარება ხვდათ წილად.
– თუ გააგრძელებთ იმავე მიმართულებას უკვე ამერიკაში?
– აუცილებლად, რადგან სიახლე და განვითარება ნებისმიერ სფეროშია საჭირო, მით უმეტეს, როდესაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვება. მინდა, გითხრათ, ყველასათვის ცნობილი Derek hough,  რომელიც ამერიკული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 6-გზის გამარჯვებული და სამეჯლისო ცეკვების პროფესიონალი მოცეკვავეა, 2-ჯერ „ემის“ ჯილდოს მფლობელი ქორეოგრაფიული დადგმისთვის და  ასევე, პროექტ „ცეკვის სამყაროს“ მსაჯი, დაინტერესდა ქართული ცეკვით და სწავლა დაიწყო. რაც ძალიან მახარებს. მეც ჩემს ქორეოგრაფიაში დღემდე ვიყენებ ქართულ ილეთებს.
– ვიცი, რომ ამერიკაში აგრძელებთ თქვენი პროფესიით მოღვაწეობას და თქვენს ცოდნას, ნიჭს იქ მოცეკვავე სპორტსმენებს გადასცემთ. როგორ მოხვდით ამერიკაში?
– ამერიკა ჩემი მეუღლის საოცნებო ქვეყანაა და გადავწყვიტეთ, თაფლობის თვე ნიუ-იორკში გაგვეტარებინა. ერთ დღეს, როდესაც „გრანდ ცენტრალს“
ვესტუმრეთ, ფეხით გავუყევით მესამე ავენიუს და დავინახეთ სამეჯლისო სტუდიის აბრა, დაუფიქრებლად ავედით სტუდიის სანახავად და გასაცნობად. საუბრისას სტუდიის მფლობელმა მკითხა, ვინ ვიყავი, გამომკითხა მიღწევების შესახებ, ჩაიწერა ჩემი ტელეფონის ნომერი და დავემშვიდობეთ. მეორე დღეს დამირეკა და სპონსორობა შემომთავაზა. ასე ლამაზად დაიწყო ჩვენი მიგრაცია ამერიკაში. სტუდია მდებარეობს მანჰეტენზე, 34-ე ქუჩისა და მე-3 ავენიუს კუთხეში Fred Astaire New York midtown dance studio. მიუხედავად მცირე დროისა, უკვე მყავს ჩემი აღზრდილი ჩემპიონები, რითიც ძალიან ვამაყობ. გარდა ამისა, გავიმარჯვე ფრედ ასტერის ჩემპიონატებზე, რომელიც მწვრთნელებს შორის გაიმართა. დღეს ჩვენს კომპანიაში, ნიუ-იორკის მასშტაბით, მასწავლებლებს შორის რეიტინგით მე-8 ადგილზე ვარ. უკვე ჩავაბარე მწვრთნელებისთვის განკუთვნილი საგამოცდო პროგრამა უმაღლესი ხარისხის წოდებით, მივიღე ჯილდო Toporiginalsold, რომელიც დიდი პატივია ბიზნესის კუთხით, ასევე დამაჯილდოვეს, როგორც Topperformer.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– სამი თვეა, აქტიურად დავიწყე ვარჯიში და პირადი სპორტული კარიერის განვითარება ჩემს მეწყვილესთან ერთად. ჩვენი წყვილი უკვე მოხვდა Kingsball-ის ფინალში პროფესიონალებს შორის. დაგეგმილი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ აღმოსავლეთ შეერთებული შტატების ცეკვების ჩემპიონატზე, რომელიც 16-17 თებერვალს გაიმართება ბოსტონში, ასევე, „ნიუ-იორკ დანს ფესტივალზე“ – 23 თებერვალს, რომლის ორგანიზატორებიც არიან იუჯინ კაცევმანი და მარია მანუსოვა. ჩვენი სტუდია ყოველ წელს ატარებს ტრადიციულ შოუ ქეისს, ამჟამად სახელწოდებით, „მსოფლიოს ირგვლივ“, სადაც პროფესიონალურ ნომრებთან ერთად ჩვენი სტუდენტების ცეკვებიც იქნება ჩართული. ასე რომ, წინ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს. ამერიკა არის ქვეყანა, სადაც შეგიძლია, შენი ოცნებები რეალობად აქციო.
скачать dle 11.3