კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

№6 როგორ აბედნიერებს მეუღლეს გიგი დედალამაზიშვილი და რატომაა მარინა კარპი მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამის ცოლი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილსა და მის მეუღლეს, ულამაზეს მარინა კარპის  27 იანვარს გაგუას კლინიკაში მეორე შვილი, უსაყვარლესი ვაჟი შეეძინათ. 29 იანვარს ჩვენ მარინას სამშობიაროში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ. როგორც ბედნიერი დედა ამბობს, ის და მისი ახალშობილი თავს ჯანმრთელად გრძნობენ. ხოლო გახარებული მამა გვარის გამგრძელებელს გვერდიდან არ სცილდება. მათი პირველი შვილი, სამი წლის ლიზი, ძამიკოს დაბადებამ ძალიან გაახარა. ჟურნალი „თბილისელები“ ბედნიერ წყვილს ულოცავს ნოკოლოზის დაბადებას, პატარას კი სიხარულით სავსე მომავალს და იღბლიანობას უსურვებს.
მარინა კარპი: მე და გიგი მეორეჯერ გავხდით მშობლები და, ვთვლი, რომ ეს წელიწადი ყველაზე გამორჩეულ და ბედნიერ წლად დარჩება ჩვენს ცხოვრებაში. ერთი სული გვქონდა, როდის მოევლინებოდა ქვეყანას ბავშვი და ახლა, მას რომ ვუყურებთ, საოცარი განცდა გვაქვს. პატარა 27 იანვარს, 8 საათზე დაიბადა და ძალიან გაგვახარა.
– მშობიარობის დროს ვინ იყო შენ გვერდით?
– მშობირობას გიგი დაესწრო და შვილის დაბადებას ძალიან ვაჟკაცურად შეხვდა, არც გული წასვლია და არც – სახეზე ფერი (იცინის). ზოგადად, მიმაჩნია, რომ გიგი მსოფლიოში საუკეთესო მამა და ქმარია. მას ვერავის შევადარებ და ლიზისა და ნიკოლოზს გაუამრთლათ, ასეთი მამიკო რომ ჰყავთ. ახლაც, ღამე სამშობიაროში, ჩვენ გვერდით რჩება და ბავშვის მოვლაში მეხმარება. მალე სახლში გავალთ და იქ ოჯახის წევრებიც დამეხმარებიან.
– დედალამაზიშვილების გვარის გამგრძელებელს სახელი ვინ შეურჩია?
– სხვათა შორის, როცა პირველ შვილს, ლიზის ველოდებოდით, დარწმუნებული ვიყავი, ბიჭი იქნებოდა და გადაწყვეტილი მქონდა, ნიკა დამერქმია. სულ ვამბობდი: ახლა ბიჭს რომ გავაჩენ, ნიკას დავარქმევ-მეთქი და რომ მითხრეს, გოგოაო, დავიბენი, ვიფიქრე, ეს როგორ მოხდა-მეთქი (იცინის). ახლა, როცა მეორე შვილი ბიჭი გაგვიჩნდა, ეს ოცნება ავიხდინე და ნიკოლოზი დავარქვი.
– რამხელა დაიბადა ნიკოლოზი და ვის ჰგავს?
– ნიკოლოზი სამი კილო და სამასი გრამი და ორმოცდაათი სანტიმეტრი დაიბადა. როგორც კი შევხედე, გიგის მივამსგავსე. ასე რომ, ლიზიც მამას ჰგავს და ნიკოლოზიც მას დაემსგავსა. ძალიან მშვიდი და წყნარი ბავშვია, ვხუმრობ ხოლმე, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია, დაბადების პირველი წუთიდან-მეთქი (იცინის).
– თქვი, გიგი ძალიან ყურადღებიანი და კარგი მამააო. თუმცა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევს ცოლ-შვილისგან შორს ყოფნა.

– მე ვამაყობ მისით და ვიცი, მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. როცა დიდხანს გვიწევს ერთმანეთისგან შორს ყოფნა, რასაკვირველია, ჩემთვის რთულია, მაგრამ, რომ ვიცი, სცენაზე დგას, ხალხს თავისი მუსიკით აბედნიერებს  და ამით თავადაც ბედნიერია, ეს მეც მაბედნიერებს. ამაზე მეტი სიხარული რა უნდა იყოს, როცა შენი ქმარი არა მარტო თავის ოჯახის წევრებს, არამედ, სხვებსაც ბედნიერებას ჩუქნის. მე ამაყი ვარ და არც ეჭვიანობის გრძნობა მაქვს და არც – დარდის. პირიქით, ჩემი ქმრის მიმართ, ყველაზე გამორჩეული სიყვარული მაქვს.
– დავიჯერო, როცა დიდი ხნით გტოვებს, ეჭვიანობის გრძნობა არ გიჩნდება?
– იქ, სადაც ნდობაა და სიყვარული, ეჭვიანობა ვერ იქნება. გამიმართლა, რომ გიგის შევხვდი და რომ მეკითხებიან, გაგიმართლა თუ არა, ქართველ ბიჭს რომ გაყევი ცოლადო, ვპასუხობ: ჩემთვის ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა, გიგი ინდუსი ან აფრიკელი რომ ყოფილიყო, მის გვერდით მაინც ბედნიერი ვიქნებოდი. უკვე შვიდი წელია, საქართველოში ვარ და ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. ასე რომ, ორმაგად გამიმართლა – გიგის შევხვდი და საქართველოში
ვცხოვრობ. უკრაინაც ჩემი სამშობლოა და საქართველოც, ორივე ძალიან მიყვარს.
– როგორც გავიგე, კიდევ ბევრი შვილის გაჩენას აპირებთ...
– აბა, რა, აუცილებლად! რამდენ შვილსაც გვაჩუქებს ღმერთი, იმდენს გავაჩენთ. მრავალშვილიანი დედა მინდა, ვიყო. სხვათა შორის, რომ ვმშობიარობდი, გიგის მთელი საძმაკაცო და ოჯახის ახლობლები, სამშობიაროს ეზოში იდგნენ და გვგულშემატკივრობდნენ. მართალია, მათი გამამხნევებელი შეძახილები არ მესმოდა, მაგრამ ამისთვის დიდი მადლობა მათ. მერე ვნახე ეზოში გადაღებული ფოტო და ძალიან მესიამოვნა. ორმოცი დღის მერე ნიკოლოზის ნათლობას ვგეგმავთ და ამის შემდეგ დავდებ პატარას ფოტოებს სოციალურ ქსელში, მანამდე თავს შევიკავებ. ახლაც კი ვდებთ, მაგრამ ისე, რომ სახე არ უჩანდეს (იცინის). გიგიც აქეთაა ჯერ, აპრილამდე დარჩება, მოგვისიყვარულებს კარგად და მერე ისევ ტელეფონზე ჩამოეკიდება (იცინის). გოგოები მამებს ხომ ძალიან უყვართ და წარმოიდგინეთ, გვარის გამგრძელებლის გაჩენამ, რა მოახდინა გიგიში (იცინის). სხვათა შორის, როცა პირველად ვხდებოდით მშობლები, ლიზის წინასწარ იმდენი რამ ვუყიდეთ, ბევრი ახლაც ხელუხლებელი გვიდევს. თან, ყველაფერი ვარდისფერი იყო. ნიკოლოზს ამ ფერის არ გამოადგება და ამიტომ, თავიდან მოგვიწია ყიდვა. ვფიქრობ, ლიზი რომ დაიბადა, გამოუცდელები ვიყავით და ამის ბრალი იყო. ახლა მხოლოდ საჭირო ნივთები და ტანსაცმელი შევიძინეთ, მეორე შვილზე უფრო ჭკვიანი მშობლები აღმოვჩნდით. თუმცა, საბავშვო ეტლი და საწოლი ნიკოლოზს დაიკოსგან მემკვიდრეობით ერგო (იცინის).
– დაიკო როგორ შეხვდა პატარა ძამიკოს დაბადებას?
– უნდა გენახათ, რომ მოიყვანეს, როგორი სიყვარულით უყურებდა თავის ძამიკოს. ძალიან ემოციური იყო მათი პირველი შეხვედრა, თვალებგაბრწყინებული ამბობდა: ჩემი ძამიკოა ეს, ნიკოლოზი. დედიკო, მე მოგეხმარები ამის მოვლაშიო (იცინის). ვცდილობთ, ნიკოლოზის სიყვარულმა ლიზი არ დააზარალოს და ყურადღება არ მოაკლდეს. ის ორჯერ მეტად მიიღებს ჩვენგან ყურადღებასა და სიყვარულს.
скачать dle 11.3