კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რატომ გაჰყო თავი ნინი ცნობილაძემ სტრესულ სიტუაციაში შეგნებულად და ვისთან დაასრულა მან არაოფიციალური ურთიერთობა

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

მომღერალმა ნინი ცნობილაძემ, რომელსაც მაყურებელი სხვადასხვა კონკურსიდან იცნობს, გადაწყვიტა ახლა ბედი „საქართველოს ვარსკვლავში“ სცადოს, მას ამჯერად ერთადერთი მიზანი აქვს – საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ გამოსვლა.
ნინი ცნობილაძე: მთავარი მიზეზი, რის გამოც „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე, „ევროვიზიაა“. აქ გამარჯვება არის „ევროვიზიაზე“ მოხვედრის ერთადერთი საშუალება და ამიტომ ბევრი არ მიფიქრია. სტანდარტული კონკურსი რომ ყოფილიყო, ალბათ, თავს შევიკავებდი. ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი კონკურსანტები, მაყურებელი ასე თუ ისე, ყველას იცნობს. ვისი გულშემატკივარიც უფრო იაქტიურებს, მას უფრო მეტი შანსი ექნება „ევროვიზიაზე“ წასასვლელად. ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპაჟები ვართ, ყველა ძალიან კარგი მომღერალია და ახლა ყველაფერი მაყურებელზეა დამოკიდებული. აქ ვინმეზე მეტობის დასამტკიცებლად არ მოვსულვართ, უბრალოდ, ვცდილობთ, სხვა კუთხითაც დაგანახოთ თავი. ვფიქრობ, რომ „ევროვიზიაზე“ ჩემი ქვეყნის ღირსეულად წარდგენა შემიძლია. მინდა, თუ ამის საშუალება მომეცემა, ამ კონკურსზე ჩემი სიმღერებით გავიდე.
– კიდევ ერთხელ კონკურსანტის ამპლუის მორგება, როგორ ემოციებთანაა დაკავშირებული?
– რამდენჯერაც არ უნდა მიიღო მონაწილეობა, კონკურსი მაინც კონკურსია. ეს ხომ არაა კონცერტი, სადაც მხოლოდ შენს მოსასმენად მოდიან. ყოველთვის დაძაბულობა ახლავს თან და დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. თუმცა, მზად ვარ, ეს სტრესი და დაძაბულობა ავიტანო, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მინდა, ეს პროექტი ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდეს. ისე გამოვიდა, რომ შეგნებულად შევყავი თავი სტრესულ სიტუაციაში (იცინის). მგონი, ამანაც ჩათრევა იცის – გინდა, რომ უფრო მეტი ადრენალინი იგრძნო. სიმღერა ჩემი პროფესიაა, ოცდაოთხი საათი ამით ვარ დაკავებული. ამით ვშოულობ ფულს, რომ შემდეგ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო, მაგრამ განტვირთვის საშუალებებიც არსებობს და ეს ჩემთვის, პირველ რიგში, მეგობრებთან გატარებული დროა.
– შანსი გქონდა, „ევროვიზიაზე“ უკრაინის სახელით გამოსულიყავი. რატომ თქვი უარი?
– როცა „უკრაინის ხმის“ ნახევარფინალი დავტოვე, შემომთავაზეს, რომ ჩემი სიმღერები „ევროვიზიის“ გახსნის კონცერტზე წარმედგინა და რა თქმა უნდა, ასე მოვიქეცი. ამას უკრაინაში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ შემომთავაზეს, რომ „ევროვიზიაზე“ უკრაინის სახელით გავსულიყავი, მაგრამ რატომღაც უარი ვთქვი. ეს, რა თქმა უნდა, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, მაგრამ უცნაურად ვგრძნობდი თავს. რატომ უკრაინა, როცა შემიძლია ჩემი ქვეყნის სახელით ვთქვა ჩემი სათქმელი?! თუ რამე შემიძლია, მირჩევნია, ჩემს ქვეყანას გავუკეთო, ვიდრე სხვას. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაზე ვგიჟდები, ძალიან ვაფასებ იქაურ ხალხს, რადგან საოცრად თბილად მიმიღეს.
– აქ რომ ვერ გაიმარჯვო, ამ ნაბიჯს არ ინანებ?
– ნამდვილად არა. რომ ვერ გავიმარჯვო, რა თქმა უნდა, გული დამწყდება, რადგან „ევროვიზიაზე“ წასვლა მართლა ძალიან მინდა, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაში თუ ასი პროცენტით არ ვარ დარწმუნებული, ისე ნაბიჯს არ გადავდგამ. ამიტომ არანაირად არ ვინანებ, რომ უკრაინის სახელით არ გავედი.
– პირველად 2013 წელს გამოჩნდი და მას შემდეგ არაერთი კონკურსი გამოიარე, როგორი იყო გზა დღემდე?
– პირველი კონკურსი „ვოისი“ იყო, შემდეგ – „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ორი ვარსკვლავი“, შემდეგ უკრაინის „ვოისი“ და ახლა „საქართველოს ვარსკვლავი“. როცა შეგიძლია, გამოცდილება დააგროვო, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, მათ შორის, საკუთარ თავზე მუშაობაც, სხვებთან ურთიერთობაც, მუსიკალურად გავიზარდე და ბევრი რამის გაკეთება ახლა უფრო თამამად შემიძლია. ნელ-ნელა ისეთად ჩამოვყალიბდი, როგორიც მინდა, რომ ვიყო და ამისთვის გამოცდილებაა საჭირო, მარტო ქავერებით ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ.
– პიროვნულად როგორ შეცვალა ნინი ამ წლებმა?
– დღეს უკვე აღარ ვარ პატარა გოგო. ისეთი თვალებით აღარ ვუყურებ სამყაროს, როგორითაც წინათ. ბევრი რამისადმი შემეცვალა დამოკიდებულება, ცუდისგანაც ვისწავლე და კარგისგანაც. შეიძლება, იმდენად მიმნდობი აღარ ვარ. ცუდად ჟღერს, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანი ცოტა ბრძენდები. გაჩუმება ვისწავლე, რადგან თქმას ხშირად აზრი არ აქვს. ახლა ბევრი რამის გადატანა მიადვილდება და ძველებურად ტრავმულად აღარ ვიღებ. უფრო ძლიერი გავხდი.
– ამ პერიოდში პირადი ცხოვრების ამბებიც შეგეცვალა, მეუღლეს დაშორდი...
– ოფიციალური მეუღლე არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ნუ, კი... რაღაც პერიოდი ერთად ვიყავით და უკვე კარგა ხანია, ასე აღარაა.
– მახსოვს თქვენი რომანტიკული ინტერვიუები.
– კი, მაგრამ ოფიციალური მეუღლე არ ყოფილა. ერთად ვიყავით, ოჯახი გვერქვა, მაგრამ დამთავრდა, ყველაფერი ძალიან წყნარად და მშვიდად მოხდა. საკმაოდ დიდხანს ვიყავით ერთად, დაახლოებით, ოთხი-ხუთი წელი, მაგრამ ეს ურთიერთობა წარსულს ჩაბარდა.
– რთული იყო დასასრული?
– არა, როცა ურთიერთობა აღარ გინდა, ძალიან მარტივია. არანაირი სტრესი არ ყოფილა. მე ძალიან მარტივად ვუყურებ ასეთ რამეებს. გინდა – არის, აღარ გინდა და აღარაა. ამ ამბავს არანაირი დეპრესია არ მოჰყოლია, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან. როცა მიხვდები, რომ ადამიანი საშენო არაა, მასთან ურთიერთობა ძალიან მარტივად უნდა დაამთავრო.
– ახლა რა ხდება?
– სიმშვიდე და ბედნიერება სუფევს, მეტს ვერაფერს გეტყვით (იცინის). წელიწადზე მეტია, ის ურთიერთობა დამთავრდა და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ესეც საკმარისია.
– როგორია შენი განწყობა ახალი ურთიერთობისადმი?
– არანაირი პრობლემა არაა, თავისუფლად შემიძლია, მეორე დღიდან დავიწყო ურთიერთობა, მაგრამ უნდა გამოჩნდეს ადამიანი, ვინც დამაინტერესებს. ამჟამად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მეტს ვერაფერს დავაკონკრეტებ. ადამიანების მიმართ ნდობა ნამდვილად არ დამკარგვია, მარტივად დამთავრდა ცუდი და უნდა დაიწყოს ახალი.
скачать dle 11.3