კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რას უშავებს მეუღლეს ლელა მებურიშვილი და რა ემოციებზე ვერ ამბობენ ისინი უარს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ლელა მებურიშვილი მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს და ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ის „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი თანაწამყვანია.
ლელა მებურიშვილი: ჩემი პროფესია სტაბილურობით არ გამოირჩევა, მაგრამ საბედნიეროდ, გამიმართლა და პროექტიდან პროექტამდე ხანგრძლივი პაუზები არ გამომდის. ამჯერადაც ასეა – „საქართველოს ვარსკვლავის“ ახალი სეზონი დაიწყო და ძალიან მიხარია, რადგან მიყვარს ეს პროექტი და მსიამოვნებს ნიჭიერი ადამიანების გაცნობა, რომლებსაც მთელი ორი თვის განმავლობაში ძალიან ვგულშემატკივრობ.
– ახერხებ, რომ ყურადღება არც ბავშვებს მოაკლო და არც საქმეს?
– სანამ ბავშვებს გავაჩენდი, ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა. შეიძლება, მთელი დღე გადაღებაზე ვყოფილიყავი. შუალედებში – ჩაწერა, რეპეტიცია, საღამოს სპექტაკლი. ამის შემდეგ კი, შეიძლება, მთელი ღამე გადაღებაზე გამეტარებინა. თუმცა, ასეთი გრაფიკი, რა თქმა უნდა, მუდმივი არ იყო. შვილი რომ გამიჩნდა, თავისთავად მომიხდა რაღაცებზე უარის თქმა. მგონია, რომ ბავშვებთან დროის გატარებაზე უკეთესს, ვერაფერს გავაკეთებ. ახლაც მომწონს, რომ კვირაში რამდენიმე დღე მაქვს დაკავებული, ისე რომ ჩემს საქმესაც ვაკეთებ და არც ბავშვებს ვაკლებ ყურადღებას.
– ასეთი მოკლე თმა არასდროს გქონია?
– პირველად მაქვს. გრძელი თმა ძალიან მიყვარს და მომწონს, მაგრამ ერთფეროვნება გბეზრდება ადამიანს. სულ მინდოდა, განსხვავებული და უფრო მოდური, საინტერესო ვარცხნილობა მქონოდა. ნელ-ნელა შევიმოკლე, მაგრამ დიდი ცვლილება არ გამოვიდა და მერე უცებ გადავწყვიტე, მოკლედ შემეჭრა. საბედნიეროდ, გაამართლა. ყველას ძალიან მოეწონა და მეც გამიკვირდა, არ მეგონა თუ მომიხდებოდა. მგონი, განსხვავებული და საინტერესო გამოვიდა.
– მეუღლის აზრი მაინტერესებს
– არ ელოდა. არავისთვის მითქვამს, რომ მოკლედ მინდოდა შეჭრა. უცებ გადავწყვიტე და რომ მნახეს, ყველას საოცარი რეაქცია ჰქონდა: მეუღლესაც, მეგობრებსაც და ოჯახის წევრებსაც. თუმცა, ოჯახი და მეუღლე მარტივად ვერ შეეგუა, სხვა ადამიანი გვგონიხარო, მეუბნებოდნენ, მაგრამ ორ-სამ დღეში მათაც მოეწონათ.
– ყოველდღიურად რა დროს უთმობ თავის მოვლას და რას აქცევ განსაკუთრებულ ყურადღებას?
– ვფიქრობ, რომ ქალის სილამაზეში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კანია. არ ვიტყვი, რომ კარგი კანი მაქვს, მაგრამ მინდა, რომ მქონდეს, ამიტომ, რომ გავიღვიძებ და წყალს გადავივლებ ხოლმე, მინდა, პირველ რიგში, კანი მოვიწესრიგო. ვცდილობ, ტანის და თმის მოვლის კარგი საშუალებები გამოვიყენო, ესაა ყოველდღიური საზრუნავი. მაკიაჟი არ მიყვარს და ყოველდღიურად არ ვხმარობ.
– შენს გარდერობში რა არის ყველაზე მეტი, მაღაზიაში პირველად რისკენ გაგირბის თვალი?
– არ მიყვარს ტანსაცმელში ბევრი ფულის დახარჯვა, შეიძლება, რაღაც მომეწონოს, მაგრამ მენანება. ვიცი, რომ სულ რამდენჯერმე მომიწევს ჩაცმა და ამიტომ, მასში გადახდილი ფული გადაყრილი მგონია. თუმცა, მიყვარს ლამაზად ჩაცმა. უმრავლეს შემთხვევაში ჩემი გემოვნებით შეკერილი სამოსი მაცვია. მაღაზიაში ყველაზე ხშირად ლამაზი ფეხსაცმლისკენ გამირბის თვალი, იმიტომ, რომ მას მარტივად ვერ შევიკერავ, თან მისი ჩაცმა ბევრჯერ შემიძლია (იცინის). თუმცა, ჩემთვის თუ მენანება, აი, ბავშვთა მაღაზიაში რომ შევდივარ, იქ საკმაოდ ხელგაშლილი ვარ (იცინის). მერე კი ვფიქრობ, რომ სისულელეა და ზედმეტი, მაგრამ მეც და ბაჩოც მაინც იმავეს ვაკეთებთ. გვინდა, რომ გავახაროთ პატარები და ამ ემოციებზე უარის თქმა არ შეგვიძლია.
– ბაჩო რას ამბობს, ლელა როგორი მეუღლეაო, მაგრამ რომ გაქებს, მარტო ისეთები არ მითხრა.  
– არ მაქებს და ძალიან ცუდია (იცინის). აღიარებს, რომ კარგი დედა ვარ და ამას ხშირად აღნიშნავს, მაგრამ არ მაქებს, როგორც მზარეულს. მეუბნება ხოლმე: ბავშვებს რომ უკეთებ წვნიანს, ხომ შეიძლება, მეც გამიკეთო. მე რატომ არ გახსენდები იმ მომენტშიო (იცინის). შეიძლება, მართლა ვაშავებ, ბავშვებს ძალიან ბევრი დრო სჭირდებათ და რაღაც მომენტში ბაჩოსთვის იმდენს ვეღარ გამოვყოფ. თუმცა, ბევრგან დავდივართ და ერთად დიდ დროს ვატარებთ. მასაც იგივენაირად უნდა ბავშვებთან მეტი დრო გაატაროს, მაგრამ მე ჭკუა მეკეტება – ბავშვებთან რომ ვარ, აღარაფერი მახსენდება.
– შენ რის გამო ბუზღუნებ მეუღლესთან დაკავშირებით?
– კარგია, როცა ბავშვთან მშობელი დიდ დროს ატარებს, თუმცა, სამწუხაროდ, ამის ფუფუნება ყოველთვის არ არის. მაგრამ თუნდაც ცოტა დროს ატარებდე, ესეც მაქსიმალურად ნაყოფიერი უნდა იყოს და პარალელურად, სხვა საქმით არ უნდა დაკავდე. ბევრს ვკითხულობ, რა არის მათ ასაკში საჭირო და რა არა. მინდა, ბაჩომაც იაქტიუროს ამ ამბავში, მაგრამ ამის დრო არ აქვს. შეიძლება, ზოგჯერ რამე უხეშად უთხრას, რაც მე არ მიყვარს. პატარები ძალიან განიცდიან მკაცრ ტონს და მით უმეტეს, მამისგან. რაღაც მომენტში შეიძლება საჭიროცაა, მაგრამ ამისთვის ჯერ ძალიან პატარები არიან და მგონია, რომ წყნარი და თბილი ტონითაც შეიძლება, ყველაფერი გააგებინო. პირადად ჩვენ შორის, შეიძლება, ბევრი წვრილმანი არ მომწონდეს, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია მთავარში ვთანხმდებოდეთ, დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
– როგორია ლელა, როცა რთული პერიოდი აქვს?
– ცოტა არ ყოფილა ეგეთი პერიოდი, ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ჩემთვის ძალიან რთული გადასატანია. თუმცა, ჩემდა გასაკვირადაც კი, საკუთარი თავისთვის დეპრესიაში ჩავარდნისა და ყურების ჩამოყრის საშუალება არასდროს მიმიცია. ჩემ გარშემო ბევრი ადამიანია, ვისაც, ერთი შეხედვით, ყველაფერი წესრიგში აქვს – ოჯახი, სამსახური, ჯანმრთელობა, მაგრამ დეპრესიული და ნევროზული მომენტები მაინც აწუხებს. არ ვიცი, მე ამ საკითხში ძლიერი ვარ თუ, უბრალოდ, ჩემს თავს არ ვაძლევ უფლებას, რომ მოვეშვა. ალბათ, შევძელი ის, რომ ყოვლდღიურობაში ვპოულობ რაღაცას, რაც მაძლიერებს, მავსებს და მაბედნიერებს, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო შეიძლება, ბევრი რამ მტკიოდეს და არ მომწონდეს, ისეთიც, რის გამოსწორებაც, სამწუხაროდ, არ შემიძლია. ეს ყველაზე მტკივნეულია, რადგან თავს უძლურად ვგრძნობ. სულ ვამბობთ ხოლმე, ძველებურად ლაღები აღარ ვართ. არ ვიცი, ასაკის ბრალია თუ გარემოსი, თითქოს ადრე ამდენი უარყოფითი არ გვესმოდა, პირველ რიგში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როცა პატარებს ეხებათ საქმე. ყოველდღიურად ვფიქრობ ჰაერის დაბინძურებაზე და ვხვდები, რომ სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა არ შემიძლია, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს. ოდნავ მაინც რომ გავარიდო ბავშვები ამ ყველაფერს, ოთხი წელია, თბილისში აღარ ვცხოვრობ. სხვა ბევრ სირთულესთან ერთად, ყოველდღე ამ მანძილზე სიარული ნამდვილად არაა მარტივი, მაგრამ ჩემი შვილები სიცოცხლით მავსებენ და უფლებას არ მაძლევენ, სხვანაირად ვიყო. ბევრჯერ ვყოფილვარ ცუდად, მაგრამ არა ისე, რომ სახლიდან გასვლა ვერ მომეხერხებინა. შეიძლება, ცხოვრების ხალისი არ მქონია, მაგრამ ვდგებოდი და ვაკეთებდი, რაც საჭირო იყო. არასდროს მითქვამს, არავის დანახვა არ მინდა-მეთქი, პირიქით, ყოველთვის ოჯახი და მეგობრები მაძლევდნენ საჭირო ძალას.
скачать dle 11.3