კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

№6 როგორ მოტეხა რეზი არველაძეს ფეხი მოწინააღმდეგე გუნდის ტრენერმა და როგორ მიიღეს ამერიკელებმა მისი საშინელებათა ჟანრის წიგნი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

რევაზ გიორგი არველაძე ერთ-ერთია იმ ქართველი ახალგაზრდებისგან, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ საკუთარი მიღწევებით განსაკუთრებით გვახარებენ. ის ახლა ამერიკაში დენისონის უნივერსიტეტში სწავლობს და ახლახან საკუთარი წიგნი გამოსცა.
რეზი არველაძე: უკვე მეოთხე წელია დენისონის უნივერსიტეტში ვსწავლობ, ოჰაიოს შტატში. თავიდან სამედიცინოზე ვსწავლობდი, კარდიოქირურგიის მიმართულებით, მაგრამ მერე სინემატოგრაფიასა და ინგლისურ ლიტერატურაზე გადავედი. ხელოვნებისკენ მიდრეკილება ყოველთვის მქონდა. პირველივე სემესტრში ავირჩიე შესაბამისი კლასები და მივხვდი, რომ უფრო მეტად ეს მიზიდავდა, ეს სფერო უფრო მაინტერესებდა. ორი წელი ვფიქრობდი და შემდეგ ეს გადაწყვეტილება მივიღე.
– ახლა ძალიან კარგი ახალი ამბავი გაქვს, წიგნი გამოეცი.
– მეორე კურსზე რომ ვიყავი, ერთ-ერთი პროფესორი მოვიდა და მითხრა, რომ არსებობს სპეციალური საიტი Kindle direct publishing, სადაც შეგიძლია, გადააგზავნო შენი დაწერილი წიგნი, შეამოწებენ და თუ მათ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, შეგიძლია, დაბეჭდო. ყველაზე კარგი ისაა, რომ „კოპიოებს“ შენ არ უკვეთავ, თუ ვინმე დაინტერესდება, უკვეთავს და მისთვის იბეჭდება. მისი შეკვეთა „ამაზონზე“ შეგიძლიათ. ორი წელი ვმუშაობდი ამ წიგნზე. ეს არის ქართული საშინელებათა ჟანრის მითები – „მითები ქართლიდან“.
– როგორი იყო შეფასებები?
– ჯერჯერობით, ცუდი შეფასება არ ჰქონია. მოთხოვნა არის, გაყიდვაც კარგად მიდის. ერთ მწერალს ვესაუბრე, ვისაც ამ ჟანრში დიდი გამოცდილება აქვს და მითხრა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ დაბეჭდე. მე რომ შენხელა ვიყავი, წიგნი დაწერილი მქონდა, მაგრამ დაბეჭდვის ძალიან შემეშინდა. დიდი რისკია და ყოჩაღ, რომ ეს შესძელიო. მართალია, ჩემი ოჯახი იუმორთან უფრო ახლოსაა, მაგრამ მე უფრო საშიშ ისტორიებს „მივაწექი“, ხუმრობების დაწერა მამაჩემივით ნამდვილად არ გამომდის.  ბავშვობიდან საშინელებათა ჟანრი მიზიდავდა და ყოველთვის მიყვარდა მითოლოგია. საქართველოში ბევრი მითოლოგიური გმირი გვყავს და მათი გამოყენება გადავწყვიტე. ამერიკელისთვის წარმოუდგენელია ქართული მითოლოგია და მისი არგამოყენება არ შეიძლება. ახლა მეორე წიგნზე ვმუშაობ, რომელიც თემატურად ისევ საქართველოს უკავშირდება. ვცდილობ, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა განვიხილო ფანტაზიის სფეროში, ეს ისევ საშინელებათა ისტორია იქნება.
– მეოთხე წელია, ამერიკაში ხარ, დასაწყისი და ადაპტაციასთან დაკავშირებული სირთულეები როგორ გახსენდება?
– ცოტა რთულია, როცა განსხვავებულ ქვეყანაში ჩადიხარ, სულ სხვანაირი კულტურა და მენტალიტეტი აქვთ, დაახლოებით ორი წელი დამჭირდა, რომ ამ ყველაფერს მოვრგებულიყავი. იუმორის გრძნობაც სხვანაირი აქვთ, მეგობრობასაც სხვანაირად აღიქვამენ და თავიდან ძალიან მიჭირდა. ქართველები რომ სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში მიდიან, იქ რამდენიმე ქართველი მაინც ხვდებათ ხოლმე, მე კი სამი წელი, რეალურად, სულ მარტო ვიყავი. ახლა ჩამომივიდა ორი გიორგი, უკვე სამნი ვართ და ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობთ. თუმცა, მარტო ყოფნაც საინტერესო იყო. ამერიკელებისთვის, ვინც ჩემთან ერთად სწავლობდა, მე ვიყავი საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი, ვის მიხედვითაც შეიძლებოდა, წარმოდგენა შექმნოდათ ქართველებზე. ამიტომ ძალიან ვცდილობდი, ყველაფერი კარგი წარმომეჩინა, რაც ქართველებს გვაქვს.
– ამერიკამდე და ამ პროფესიამდე იყო ფეხბურთი.
– აჩი არველაძის შვილი რომ ხარ, ფეხბურთთან კავშირი აუცილებლად გექნება. ამას ვერსად გავექცეოდი და არც მინდა, გავექცე. მაგრამ ფეხბურთის დიდი ნიჭი არასდროს მქონდა. ამ სიტუაციაში ყველა – ოჯახის წევრი, ახლო მეგობარი, თუ ქუჩაში შემხვედრი, გეუბნება: არ გრცხვენია, არველაძე ხარ და ფეხბურთს არ თამაშობო?! ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაა, მაგრამ რაღაც დოზით სიმართლეც ურევია. ადრე მწყინდა ხოლმე, ახლა – აღარ, ეს მამაჩემის დამსახურებაა. აჩის თავიდანვე ნათქვამი ჰქონდა, შენ რაც გაინტერესებს, ის უნდა აკეთო და ეს შეიძლება, ფეხბურთი სულაც არ იყოსო. მაგრამ ჩემს თავთან რომ მართალი ვყოფილიყავი, საკუთარი შესაძლებლობები ფეხბურთშიც უნდა მეცადა. მაგრამ რაღაცის ნიჭი და აზარტი რომ გაქვს, ის საქმე უფრო გიყვარს, მამაჩემს ეს კარგად ესმის. ისე უყვარდა ფეხბურთი, უამრავს ვარჯიშობდა, შრომობდა და მეუბნებოდა, შენ თუ ასე რამე სხვა გიყვარს, აუცილებლად იმას უნდა გაჰყვეო. ზუსტად იმიტომ ვარ ახლა ორიენტირებული მწერლობაზე და სინემატოგრაფიაზე. მიხარია, რომ ჩემს მშობლებს ეს კარგად ესმით.
– და არ მოითხოვენ ოჯახის ტრადიციის გაგრძელებას?
– ეს რომ შემიძლია, რეალურად მათი დამსახურებაა. ამერიკაშიც ხშირად მხვდებიან ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა პროფესიებს მშობლების სურვილით სწავლობენ. ვიცი, რომ ამ სფეროში დიდი რისკია. მწერლობაში და კინოში ან ყველაზე მაგარი უნდა იყო, ან ვერაფერი გამოხვალ. ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე, ჩემს მშობლებს ვუთხარი, რომ ყველაფერი გაცნობიერებული მქონდა და წარმატებისთვის ბევრს ვიშრომებდი. მითხრეს, თუ მართლა გაინტერესებს, აუცილებლად უნდა გაჰყვეო. თუმცა მანამდე რაგბისაც ვთამაშობდი. იქ სხვანაირი ტექნიკაა საჭირო და საკმაოდ ძლიერი ვიყავი. შეიძლება, საუკეთესო მოთამაშე არ იყო, მაგრამ როცა რაღაცის ინტერესი გაქვს და გამოგდის კიდეც, ძალიან შეგიყვარდება. ამერიკაშიც გავაგრძელე თამაში, კარგად ვთამაშობდი, რაღაც პერიოდი კაპიტანიც ვიყავი. მერე მეორე გუნდის ტრენერმა ფეხი მომტეხა. არ ვიცი ეს კულტურული სხვაობის ბრალია თუ რის, მაგრამ საავადმყოფოში ერთხელაც არ მოვუკითხივარ. მის გამო წინა წელს იგივე ფეხი ვიღრძე. რას ვიზამთ, რაგბი ისეთი სპორტია, სადაც ასეთი ტრამვა შეიძლება მიიღო. მერე თავი დავანებე, რადგან ახლა სწავლაზე და სამსახურის პოვნაზე ვარ ორიენტირებული. თუმცა რაგბის თამაში ყოველთვის შემიძლია.
– რას ნიშნავს შენთვის ასეთი ოჯახის შვილობა?
– ჩემი ოჯახით ძალიან ვამაყობ და მიყვარს, მაგრამ არასდროს მიყვარდა გვარის არასწორად გამოყენება. ჩემი ოჯახის წარმატება მათია და არა ჩემი. ამიტომაც ვცდილობ, წიგნი გამოვუშვა, ფილმი გადავიღო, რომ ჩვენს ოჯახს სხვა კუთხითაც მოვუტანო წარმატება. მინდა, ჩემი მომავალი საკუთარი შესაძლებლობებით შევქმნა და არა ოჯახის სახელით.
– აჩი როგორი მამაა?
– წარმოუდგენლად კარგი და კეთილი ადამიანია. ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა აქვს და ყველა სიტუაციას ამით უმკლავდება – სითბოთი, სიკეთითა და იუმორით. ვცდილობ, მეც ეგეთი ადამიანი ვიყო. მე და აჩი საკმაოდ განსხვავებული კაცები ვართ, მაგრამ მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ყოველთვის ვცდილობ, ვასახელო ჩემი წარმატებით.  არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ მის წარატებას და დაკავებულ პოზიციას ვიყენებდე.
– პირად ცხოვრებაზეც მითხარი, შეყვარებული თუ ხარ და რადგან ინტერნაციონალურ გარემოში ცხოვრობ, თუ აქვს გოგოს ეროვნებას შენთვის მნიშვნელობა?
– ამ კონკრეტულ მომენტში შეყვარებული არ მინდა, მგონია, რომ კარგი შეყვარებული არ ვიქნები. იმდენი საქმე მაქვს, რომ ყურადღებას საჭირო დოზით ვერ მივაქცევ.  მყოლია ამერიკელი შეყვარებული და ვფიქრობ, ქართველთან გაცილებით უფრო ადვილია კონტაქტი. ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად რომანტიკული ან ცუდი ხალხია, უბრალოდ, კულტურულად ქართველი უფრო ქართველს მოერგება ვიდრე ამერიკელს.
скачать dle 11.3