კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

№6 რის გამო წამლავდა ქართველ ემიგრანტ ქალს თანამშრომელი ხუთი თვის განმავლობაში და როგორ ამხნევებენ მას ადამიანები მთელი კანადის მასშტაბით

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

ქართველი ემიგრანტი მაცა ბელიაშვილი კანადური მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა – 33 წლის ქალს, რომელიც ტორონტოში  კოსმეტიკის მსხვილ კომპანიაში მენეჯერად მუშაობს, ხუთი თვის განმავლობაში მისი თანამშრომელი წამლავდა...  
მაცა ბელიაშვილი: სექტემბრიდან მოყოლებული, ვატყობდი, რომ ჩემი ბოთლი წესრიგში არ იყო. ყოველდღე ვასუფთავებდი, მაგრამ მეორე დღეს, სამსახურში რომ მოვიდოდი, იგივე ხდებოდა. თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, რადგან ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ შეიძლებოდა, ასეთი რამ მომხდარიყო. იანვრის დასაწყისში თანამშრომელს გავუზიარე, რაც მაწუხებდა, ვუთხარი, რომ ჩემს ბოთლს, რომლიდანაც წყალს ვსვამდი, რაღაც სჭირდა. პლასტმასის ბოთლს არ ვიყენებ, რადგან გარემოს ვუფრთხილდები და ყოველდღე შუშისას ვავსებდი ახალი წყლით. ელდა ეცა, მაგრამ აზრადაც არ გამივლია, რომ შეიძლება, თანამშრომელს ჩემი მოწამვლა უნდოდა. ვფიქრობდი, რომ უბრალოდ, რაღაც უცნაურობა ხდებოდა. იმ ქალმა მითხრა, მოდი, საერთოდ გადააგდე ეგ ბოთლი, ძველია და შეიძლება ამიტომო. ახალი ბოთლი ვიყიდე. ორი დღე ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ მესამე დღეს წყალი ისევ აქაფდა. მაშინ უკვე მივხვდი, რომ ნამდვილად რაღაცაში იყო საქმე. მენეჯერთან მივედი და მოვუყევი. ქალი შოკში ჩავარდა, ეს ძალიან სერიოზული საკითხიაო. მეორე დღეს ეიჩართან გამიშვა, რომელმაც ამ ამბის მოსმენის შემდეგ, მითხრა, ანალოგიური ბოთლი აიღე და იმავე ადგილას დადეო. ასეც მოვიქეცი. იმ დღეს მარტო მე და ის ინდუსი ვმუშაობდით, ვინც, თურმე, მწამლავდა. ჩემი სამუშაო საათები რომ დამთავრდა, შეცვლილი ბოთლი დავტოვე, ყველაფერი ნორმალურად იყო. მეორე დღეს ბოთლს თავი მოვხსენი და ზუსტად იგივე სუნი ვიგრძენი, წყალი ჩავასხი და ისევ აქაფდა. კამერები შევამოწმეთ და იქ დაინახეს, როგორ ასხამდა ის გოგო ჩემს ბოთლში ქიმიურ გამწმენდ საშუალებას. ეს იმ დღეს და ღმერთმა იცის, სექტემბრიდან მოყოლებული ამ დრომდე კიდევ რას ასხამდა.
– როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– არ მოვმკვდარვარ, თუმცა თვეების განმავლობაში სისტემატურად მწამლავდა და ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ მდგომარეობაშია ჩემი ორგანიზმი. ბევრი ანალიზი და გამოკვლევა კიდევ გასაკეთებელი მაქვს, პროცესში ვარ. ძალიან ცუდად ვიყავი, ფეხზე ძლივს ვიდექი, თავბრუ მეხვეოდა, გული მერეოდა, ნერვები მოშლილი მქონდა. ალერგიული ვარ და ალერგიაც მომცა, გამონაყარი მქონდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა. არ ვიცოდი, რა იყო ამის მიზეზი და ახლა ვაანალიზებ, რომ ყველაფერი მოწამვლის შედეგი იყო. იმუნიტეტი საერთოდ მომეშალა. ტოქსინები ტვინზეც მოქმედებდა, ნერვებზეც და შინაგან ორგანოებზეც. მადლობა ღმერთს, დაიჭირეს. ერთი დღე იყო ციხეში და გამოვიდა, მაგრამ ორი მუხლით წაუყენეს ბრალი. მინიმუმ ორი, მაქსიმუმ თოთხმეტწლიანი პატიმრობა ემუქრება.
– თავად რას ამბობს?
– არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, ადვოკატი აიყვანა, რადგან ერთ დღეში გამოუშვეს. ახლა სასამართლო ექნება და მერე მე უნდა ვუჩივლო – ამას აუცილებლად გავაკეთებ, რადგან პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც გააკეთა.
– მაგრამ რა გახდა ბოროტების მიზეზი?
– ეს არის კოსმეტიკის მონსტრი კომპანია და მე ამ კომპანიაში ბიზნესის განვითარების მენეჯერი ვარ, მასზე მაღალი პოზიცია მაქვს და ალბათ, ჩემი ადგილის დაკავება უნდოდა. სავარაუდოდ, იფიქრა, თუ ცუდად გავხდებოდი, ადგილი გაუთავისუფლდებოდა. აქ არის გაზრდილი და არაჩვეულებრივად იცის, რომ კანადელისთვის კრიმინალის ჩადენა, მომავლის მოსპობას ნიშნავს. ასეთი წარსულით ელემენტარულ სამსახურსაც კი ვეღარ იშოვის. ამ ქვეყნისთვის ეს კატასტროფის ტოლფასია.
– შეტყობინებებს მას შემდეგ გწერდათ, რაც თქვენი ცუდად ყოფნის შესახებ გაიგო?
– კი, მივწერე, ძალიან ცუდად ვარ, გული მერევა, თავბრუ მეხვევა-მეთქი. თურმე, ეს ყველაფერი იმიტომ მჭირდა, რომ ის მწამლავდა, ის კი ამ დროს მწერს: ვაიმე, როგორ ვწუხვარ, ეს რა მესმის, მალე გამოჯანმრთელდი. იმედია, ხვალ გნახავო. სოციალური ქსელიდან გაქრა და არაფერს ამბობს. როგორც ჩანს, საზოგადოების ამხელა ზეწოლას ვერ გაუძლო. მე, როგორც დაზარალებულს, უამრავი გამამხნევებელი შეტყობინება მომდის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
скачать dle 11.3