კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ დათმო ნათია დუმბაძის გამო მისმა ქმარმა საკუთარი ცხოვრება და რატომ არიან ისინი ერთმანეთისგან შორს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ბოლო პერიოდში მომღერალი ნათია დუმბაძე, საკმაოდ კარგ ფორმაშია, გააქტიურდა, ხშირად დგას სცენაზე და თავის ბენდთან ერთად ახალ სიმღერებზეც მუშაობს. მისი მეუღლე, ბაჩო ბატატუნაშვილი, უკვე ორი წელია, ამერიკაში ცხოვრობს და დროს ცოლ-შვილის გვერდით ვერ ატარებს. თუმცა, როგორც თავად ნათია ამბობს, ამ ეტაპზე ასეა საჭირო და ამაში პატარა რომანტიკული მარცვალიც დევს. ფაქტია, მომღერალი თავს ართმევს საყვარელ საქმეს, შვილებსაც დიდ დროს უთმობს და საკუთარ გარეგნობასა და იმიჯზეც განსაკუთრებულად დაიწყო ზრუნვა.
ნათია დუმბაძე: ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი გოგო ვარ და ცხოვრებაშიც გამიმართლა. ეს წელიც კარგად დაიწყო, იმრავლა კონცერტებმა, თან, ჩემს ბენდთან ერთად, ახალ სიმღერებზე ვმუშაობ და ძალიან დატვირთულები ვართ.
– ამბობენ, წელს ბიზნესის დაწყებასაც აპირებ და შენს ექსკლუზიურ ბრენდს „დუმბო“ ერქმევა, ეს სიმართლეა?
– იდეა კარგია, მაგრამ ჭორია (იცინის). თუმცა, ვფიქრობ, კარგი ბიზნესმენი ვიქნებოდი. ბიზნესის სფეროში ადრე ვიყავი ჩართული, მაგრამ მერე, რაღაც მიზეზების გამო, გამოვეთიშე. ზოგადად, გაგანდობთ და, ბიზნესის დაწყება მინდა, ვაპირებ კიდეც საქართველოში, თუმცა, ჯერ ამაზე ვერ ვსაუბრობ.
– რაც მეორე შვილის დედა გახდი, საკმაოდ კარგ ფორმაში ჩადექი. არადა, ზოგადად, პირიქით ხდება ხოლმე – ამ დროს იმატებენ წონაში, ღამის უძილობაც ცუდად აისახება გარეგნობაზე. შენს შემთხვევაში, რა არის იმის საიდუმლო, რომ ასე კარგად გამოიყურები?
– სულ გადარბენებზე და დიეტაზე ვარ, ვარჯიშისთვისაც ვიცლი და ეს საკმაოდ კარგად აისახა ჩემს გარეგნობაზე. სხვათა შორის, რაც მეორე ბავშვი გავაჩინე, ვცდილობ, დიეტაზე ვიყო და წონა სულ ვაკონტროლო. ასე არასდროს ვყოფილვარ. ძირითადად, პუტკუნა ვიყავი, ვიდრე გამხდარი გოგო. მხოლოდ მუშაობაზე ვიყავი გადართული და გაპრანჭვასა და ჩაცმას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. ახლა კი, თავის მოვლაც მეტად დავიწყე. ჩაუცმელ-დაუხურავი  და გაულამაზებელი სახლიდან არ გავალ. ასეთი სტრატეგია ავირჩიე და მომწონს. თან, ასაკში რომ შევდივარ, ცოტა მეშინია (იცინის).
– რისი გეშინია?
– სიბერის მეშინია. სახის კანის გასაახალგაზრდავებლად არაფერი მაქვს გაკეთებული – არც მეზოთერაპიები და არც სხვა საშუალებები. სახის კრემის ხმარებაც ახლა დავიწყე და ვხუმრობ ხოლმე, ასაკის მომატებას რა შიში სცოდნია-მეთქი (იცინის). რაც წლები მემატება, წარსულის გადაფასებაც დავიწყე. არასოდეს არაფერს ვნანობ, ჩემს წარსულში გადადგმული ყველა ნაბიჯი მომწონს და ერთადერთი, ვნანობ, რომ ჩემი ელე ადრე არ გავაჩინე და ახლა მესამე შვილის დედაც არ ვარ.
– ჯერ ახალგაზრდა ხარ და შეგიძლია, ამაზე იფიქრო. ხომ ასეა?
– იმედი მაქვს, მოვასწრებ, ვნახოთ. მრავალშივილიანი დედა მინდა, ვიყო.
– შენი ქმარი შენგან შორს არის, ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ასეთ ფორმაში, ასე გალამაზებულს რომ გხედავს და შენს სოციალურ ქსელში დადებულ სექსუალურ ფოტოებს აკვირდება, რას ამბობს? არ ეჭვიანობს?
– მე მყავს ისეთი ქმარი, ჩემი ფორმაში ყოფნა რომ უხარია და არ ეჭვიანობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან შორსაა. ისეთ თამამ ფოტოებსაც არ ვდებ, რომ შენიშვნა მომცეს. როცა ლამაზად ვარ, ვმუშაობ, შემოსავალი მაქვს, წარმატებული ვარ და კონცერტებზე გამოვდივარ, ძალიან მოსწონს და მამხნევებს. ამას ყველაფერს მიფასებს, პირველ რიგში, თავისი შრომით – ამერიკაში წავიდა, რომ ჩვენ კარგად ვიყოთ და უჩვენობასაც ამის გამო იტანს. საყვარელი ქალისთვის მეტი რაღა უნდა გააკეთოს, ფაქტობრივად, ცხოვრება დათმო. ამას წინათ, სოციალურ ქსელში ფოტო დავდე და მესიჯი მომწერა: კიდევ დადე ფოტოები, ყველამ ნახოს რა ლამაზი ცოლი მყავსო (იცინის).
– ისიც ხომ დაწერა სოციალურ ქსელში – „შენ ჩემი დედამიწა ხარ“ ანუ, მისთვის ბრუნავ?
– რა თქმა უნდა, მე მისი დედამიწა ვარ და მხოლოდ მისთვის ვბრუნავ. რომ წავიკითხე, შენ ჩემი დედამიწა და სამყარო ხარო, თავი ვერ შევიკავე, სტუმრები მყავდა და მათ წინაშე ვიტირე. სიმართლე გითხრათ, ასეთი სიტყვებით და სასიამოვნო ცრემლებით ხშირად არ მატირებს ქმარი, ძალიან თავშეკავებულია და თბილი სიტყვებით იშვიათად მანებივრებს. ჩემი პატარა ელეც მამას ჰგავს, მამასავით დინჯია, დუდუ კი, მე მგავს – ემოციურია.
– ნათია, როგორ კაცს არ გაეკიდები უკან? ამაზე გიფიქრია?
– რა თქმა უნდა, მიფიქრია – როგორ კაცს არ გავეკიდებოდი უკან! მაგალითად, ისეთს, ვისაც თავისი მეორე ნახევრის წარმატება არ უხარია, რომელიც სულ ეჭვიანობს და გულგრილია. რაც ასაკში შევედი, უფრო მეტად შემიყვარდა ჩემი ქმარი, იმიტომ რომ ჩემი სიხარული უხარია და იცის, რა მიხარია. რაც ასაკში შევდივარ, ქმრისადმი სიყვარული ორმაგდება, სამმაგდება, ასმაგდება და ისიც ასეა. ყველაფერს აკეთებს ჩვენი ბედნიერებისთვის.
– თქვენ შორის ყოფილა გაურკვეველი სიტუაციები? მახსოვს, ერთი პერიოდი გავრცელდა ხმა, თითქოს დაშორდით.
– გაუგებრობების გარეშე ურთიერთობა ვერ შედგება და რასაკვირველია, ჩვენ შორისაც ყოფილა, თუმცა ისეთი, რომ  ერთმანეთს დავშორებოდით, არასდროს. ამაზე უარესი ჭორებიც გამიგია, ათას სისულელეს ამბობენ (იცინის).
– გამიგია, როცა საყვარელ ადამიანს უჭირს, ამას მეორე ნახევარი გრძნობსო. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?
– ზოგადად, წინათგრძნობა განვითარებული მაქვს და როცა მას რაიმე სტკივა ან უჭირს, შორ მანძილზეც ვგრძნობ, ფიზიკურად დისკომფორტს განვიცდი. ჩვენ ერთმანეთის ყველაფერი ვიცით, გვტკივა და განვიცდით. რა თქმა უნდა, მიჭირს საყვარელი მამაკაცისგან შორს ყოფნა, მაგრამ ამ დაშორებაში, რაღაც რომანტიკულია (იცინის). ორი წელია, ასე ვართ და ყოველი დილა მასზე ფიქრით იწყება და ყოველი ღამე ასე მთავრდება. ქმრის გარეშე ყოფნა რთულია, მაგრამ როცა საქმე მოითხოვს, სხვა გზა არაა და  ჯერჯერობით, ჩვენც შევეგუეთ უერთმანეთობას.
– ერთი შეხედვით, მშვიდი და მხიარული გოგო ხარ. როგორი ხარ გაბრაზებული და რას გამოჰყავხარ წყობიდან?
– ცილისწამებას გამოვყავარ წყობიდან. ტყუილსაც ავიტან, მაგრამ ადამიანი რომ რაღაცას მაბრალებს, მე არ გამიკეთებია და ვერ ვამტკიცებ, ამ დროს, წყობიდან გამოვდივარ. მტვრევა-მსხვრევას არ დავიწყებ, უბრალოდ, შინაგანი ნერვიულობა მეწყება და ეს მდგომარეობა არ მომწონს. თუმცა, ჩემი წყობიდან გამოყვანა, არ არის ადვილი საქმე. წყენის გულში ჩატოვება არ ვიცი, პირდაპირი ადამიანი ვარ. მირჩევნია, ადამიანს დელიკატურად და მშვიდად პირში ვუთხრა, რასაც მასზე ვფიქრობ და ზურგს უკან არ ვიჭორაო. ჭორაობა ჩემი სტილი არ არის.
– შენი ბედნიერება რითი იზომება?
– ჩემი შვილების სიყვარულითა და სიმღერით. შვილები ის ძალაა, რომელიც მყარად მაყენებს დედამიწაზე. სიმღერა კი – ის ძალა, რომლითაც სამყაროსგან მოწყვეტა და ფრენა შემიძლია. ეს ის განზომილებაა, რომელშიც ყოფნა მსიამოვნებს. სულ ვამბობ, ოჯახში და მეგობრებში გამიმართლა და ისინი რომ არ მყავდნენ, რა იქნება ჩემი ცხოვრება-მეთქი. ქმრისგან შორს ყოფნაც მეგობრებმა გადამატანინეს.
скачать dle 11.3