კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ აპირებს ანანია გაჩეჩილაძე ქართველების განათლებას სექსში

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

ანანია გაჩეჩილაძემ საზოგადოებას თავი პრეზერვატივებზე თამარ მეფის, ქართლის დედისა და დავით აღმაშენებლის გამოსახულებებით დაამახსოვრა. მაშინ ამ ამბავმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამჯერად ანანიამ ახალი, ხმაურიანი წამოწყება დააანონსა – საქართველოში მაღაზიის გახსნა სურს, სადაც სექსუალურ პროდუქტს გაყიდის. უფრო მეტიც, მას უნდა, რომ თბილისი ამ მიმართულებით ამსტერდამს დაამსგავსოს. როგორია მისი გეგმები, თავად გიამბობთ.
ანანია გაჩეჩილაძე:  დავიწყებ იმით, რომ გადაცემას ვიწყებ „TV პირველზე“. წამყვანები ვიქნებით მე, ირინა ტორონჯაძე და თათია დოლიძე. ჯერჯერობით არ დაგვიანონსებია, მაგრამ მარტიდან გავალთ. თემატიკა სოციალური საკითხები იქნება. მაღალი რეიტინგი უნდა გვქონდეს, რაშიც ტელევიზია ყველანაირად გვეხმარება. სიმართლე გითხრათ, ტელეწამყვანობას ისედაც ვაპირებდი, უბრალოდ, ამისთვის რაღაც ეტაპების გავლა იყო საჭირო. „აიისას“ გამო, ძალიან ხშირად მიწევდა ტელევიზიებში რესპონდენტად მისვლა. შეიძლება ითქვას, გადაცემა არ გამომიტოვებია. თამამად ვიტყვი, რომ არც ერთ ეთერში ფული არ გადამიხდია. ყველა იმიტომ მეძახდა, რომ რეიტინგი დამეწერა. მივხვდი, მქონდა რეიტინგის კეთების უნარი და ეს შესაძლებლობა რაღა სხვისთვის უნდა გამომეყენებინა. გადავწყვიტე, გამეკეთებინა გადაცემა, სადაც ვიქნებოდი, როგორც ავტორი, ასევე, წამყვანიც.
– გადაცემა სექსს და მსგავს თემატიკას შეეხება?
– არა. შეიძლება, რაღაც კუთხით შეეხოს, მაგრამ ძირითადად სოციალური თემები გაშუქდება. გადაცემა ეხება ადამიანის უფლებებს. წინა პლანზე ბევრად სერიოზული საკითხები იქნება. თუმცა, არის მეორე გარემობა. კონკურენცია უნდა გავუწიოთ, როგორც პოლიტიკურ, ასევე, ყვითელ გადაცემებსაც, რომლებიც პარალელურ რეჟიმში გავა. შესაბამისად, ორივე თემა იქნება.
– „სექსშოპის“ გახსნას როდის გეგმავ?
– მართალი არ არის, რომ ანანია ხსნის „სექსშოპს“, მე მექნება მაღაზია, რომელშიც ბევრი სხვადასხვა ნივთი მოიყრის თავს. ეს მაღაზია იქნება „აიისას“ შვილობილი კომპანია. „აიისა“ ექსპორტზე უკვე ექვს ქვეყანაში გადის, მათ შორის ევროპაშიც. მის დაქვემდებარებაში კიდევ ორი პროექტია: პირველი – საგანმანათლებლო პროგრამა, ხოლო შემდეგ – მაღაზია. განათლებული მომხმარებელი, რომელსაც რაღაც ინფორმაცია ექნება,  ბევრად დადებითად შეხვდება მსგავსი ტიპის სავაჭრო ობიექტის გახსნას. მაღაზია წლის ბოლომდე გაიხსნება.
– როგორ და რა საკითხში აპირებ ქართველების განათლებას?
– იქმნება საგანმანათლებლო პლატფორმა „აიი’ს’ა“, რომელიც მოიცავს საინფორმაციო ჟურნალს და კვალიფიციური კონსულტაციის სერვისს. ყურადღება დაეთმობა ცნობიერების ამაღლებას სექსუალურ ორიენტაციაზე, გენდერულობაზე, სექსუალურ ძალადობაზე, ვენერიულ დაავადებებზე, ასევე, სხვა საკითხებს. ყველა პროექტი, რომელსაც „აიისა“ ახორციელებს, მომხმარებელზე საერთაშორისო მასშტაბითაა გათვლილი, კონდომების წარმოებიდან დაწყებული გაგრძელებული საგანმანათლებლო პროგრამით და შოუ-რუმით, ამიტომ მიზანია, ღირსეული ნიშა ამსტერდამთან მიმართებაშიც დავიკავოთ.
– წლების წინ, „სექსშოპის“ მაღაზია დაარბიეს. არ გეშინია? ონლაინ-მაღაზია უფრო უსაფრთხო შეიძლება ყოფილიყო...
– არა, ჩემი მაღაზია იქნება საგამოფენო სივრცე. ამ მაღაზიაში არ ვაპირებ მარტო სექსუალური ხასიათის პროდუქციის გაყიდვას. ონლაინ ყველაფერის ნახვა შეგიძლია, მაგრამ, როცა არასდროს გქონია კონკრეტულ ნივთთან შეხება, არ გინახავს, შეუძლებელია იყიდო. მაღაზიაში საკუთარი ხელით შეგიძლია შეეხო, დაათვალიერო. შედეგად შეძენის გადაწყვეტილებასაც გაცილებით მარტივად იღებ. ამიტომ არ მინდა ონლაინ-მაღაზიის გაკეთება. საშიში არის ის, რაც საფრთხეს შეიცავს, ხოლო მაღაზიის არსებობა საფრთხეს არ წარმოადგენს. მგონია, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. თუ რაიმე გართულება იქნება, სამართლიანობის ფარგლებში მოვაგვარებთ. მსგავსი ტიპის მაღაზია საქართველოში 1998 წელს გაიხსნა. ვიცნობ მის დამფუძნებელს, გენიალური პიროვნებაა. ახლა 85 წლისაა და ასაკთან შედარებით, ძალიან პროგრესულად მოაზროვნეა. მას მერე 20 წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. სპეციალურად პროვოკაციის მოწყობა ჩემი სტილი არაა, ვინც ეცდება უთანხმოება შემიქმნას, პასუხიც გაეცემა.
– სჭირდება ქვეყანას მსგავსი ტიპის მაღაზია? არის მოთხოვნა მსგავს პროდუქტზე?
– ქვეყანას სჭირდება განათლება ნებისმიერი მიმართულებით. სტატისტიკის მიხედვით, ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სექსუალური სახის პროდუქტით. ამას გარდა, უამრავი ტურისტი შემოდის ქვეყანაში. თუ ამსტერდამი ევროპაში მსგავსი პროდუქციის მექაა, რატომ არ შეიძლება თბილისი იყოს აღმოსავლეთ ევროპის მედინა? ჩვენმა საკლუბო სცენამ თუ გაიხარა ისე, როგორც ბერლინმა, „ბასიანისა“ და სხვა კლუბების მეშვეობით, რატომ არ შეიძლება სექსის ინდუსტრიაშიც ასე იყოს თბილისი?! ქართველმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, სჭირდებათ თუ არა სექსუალური ხასიათის პროდუქცია. მე გავხსნი.
– თავად ხარ ნამყოფი „სექსშოპის“ მაღაზიაში?
– ნამყოფი ვარ, მაგრამ ნაყიდი და შეძენილი არაფერი მაქვს. ვიდრე არ დამჭირდა, როგორც ბიზნესი, მანამდე არ ვიცნობდი ამ ბაზარს. დიდად გათვიცნობიერებული დღესაც არ ვარ, თუმცა გახსნამდე ავითვისებ და გავერკვევი. აი, პრეზერვატივების დარგში ყველაფერი ვიცი და პრეტენზიაც მაქვს, რომ მათ შესახებ ინფორმაციას სრულიად ვფლობ. ამ სფეროში კი ახლა შევდივარ და ვსწავლობ.
– მგონი, საქართველოში პირველი გოგონა ხარ, რომელიც მსგავსი ბიზნესით დაინტერესდა.
– თუ, იუნა არ გამიბრაზდება, კი. ჯერ ის იყო, ოღონდ ჩვენ ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით – დედად მეკუთვნის.  მერე მეორე, იუნას  იდეები ჩემისგან ასი პროცენტით განსხვავებულია. მე ბევრად უკეთეს რამეებს ვაკეთებ. მგონი, ადრე ჩემი გამოჩენა არ ესიამოვნა. მლანძღავდა კიდეც და პასუხი არ გავეცი. რომ არ ეწყინოს, ის იყო ჩემამდე, მაგრამ სულ სხვა „ტიპები“ ვართ. არასოდეს ვიქნები ისეთი ტიპაჟი, რადგან არ მომწონს. მას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული „სექსდივას“ იმიჯი, მე კი ბიზნესს ვაკეთებ. ჩემი ინტერესი არაა, ვიყო „სექსსიმბოლო“, თუმცა ეგეც შესაძლებელია.
– ოჯახის წევრები რას ფიქრობენ შენს წამოწყებაზე?
–  ოჯახის წევრები არაფერს ფიქრობენ. იციან საერთოდ? არ ვაყენებ მათ საქმის კურსში. არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ. ერთად ვცხოვრობთ და მათ ყოველდღე ვხედავ, მაგრამ ჩემს სამომავლო გეგმებზე არ ვესაუბრები. ხშირად არ ვკონტაქტობ მათთან. ახალ-ახალ ამბებს სხვებისგან იგებენ ხოლმე. მიაჩნიათ, რომ იმაში, რასაც ვაკეთებ, არაფერი საგანგაშო არაა. უნდათ, ჩემი საქმე უფრო კეთილშობილური კუთხით განვავითარო და არ იყოს სკანდალური.
– მათთან დაძაბული ურთიერთობა გაქვს?
– არა, უბრალოდ, ჩემს საქმესთან დაკავშირებით რჩევებს არ ვიღებ. ჩემს შემთხვევაში მარტო ცხოვრება სწორად არ მიმაჩნია. ვიღაცასთან ერთად ხომ მაინც უნდა იცხოვრო, მე კიდევ ოჯახთან მირჩევნია.
скачать dle 11.3