კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 „ფოსტალიონი“ სერგო ზაქარიაძე

შესანიშნავი რეჟისორი სიკო დოლიძე ყვებოდა: „რუსთაველის გამზირზე ცენტრალური ტელეგრაფის წინ ფილმის – „დღე უკანასკნელი, დღე პირველის“ გადაღება მიდიოდა. შესვენების დროს გადავწყვიტე, კავშირგაბმულობის მინისტრი, ჩვენი კარგი ნაცნობი და მეგობარი, მომენახულებინა, თან ფოსტალიონად გამოწყობილი სერგო ზაქარიაძე მახლდა. მდივანმა მინისტრის კაბინეტში შესვლის ნება დამრთო, სერგოს კი უარი უთხრა. მდივანს ავუხსენი, ეს ამხანაგი ჩემთან არის და ორივემ მინისტრი უნდა მოვინახულოთ-მეთქი. კაბინეტის კარი შევაღე, სერგოც შემომყვა და მინისტრს მივესალმე. მინისტრმა ღილაკს დააჭირა თითი: – რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ, – წყრომით მიმართა მდივანს, – რომ ფოსტის თანამშრომლებმა, ვისაც რაიმე საქმე აქვს, ჩემს მოადგილეს მიმართონ. მდივანი დაიბნა, სახე აელეწა, დაიწყო თავის მართლება. მინისტრი ახლა სერგოს მიუბრუნდა: ფოსტის რომელ განყოფილებაში მუშაობთ? – მეცხრეში, ბატონო, – სწრაფად უპასუხა სერგომ. – იქაურ თანამშრომლებს ყველას ვიცნობ, არ მახსოვხართ, რა გვარი ხართ? – სერგო ზაქარიაძე, ამხანაგო მინისტრო! – უპასუხა სერგომ“.скачать dle 11.3