კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ მოკლა „კაგებეს“ ქართველმა მაიორმა დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტის ორეული სანტიაგოში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

პუბლიკაციის ზოგიერთი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ზესაიდუმლო მისია
„კაგებეს“ თავმჯდომარემ, იური ანდროპოვმა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი დაიბარა და უთხრა:
– ახლახან ლეონიდ ბრეჟნევისგან დავბრუნდი. მან დავალება მომცა – ჩილეს დიქტატორის, აუგუსტო პინოჩეტის ლიკვიდაცია. ეს ოპერაცია ზესაიდუმლოა. შენ გავალებ და უახლოეს პერიოდში უნდა შესრულდეს...
1973 წლის 11 სექტემბერს გენერალმა აუგუსტო პინოჩეტმა ჩილეში სამხედრო გადატრიალება მოაწყო. სოციალისტი პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე დაამხო, რომელმაც თავი მოიკლა და ქვეყანაში სამხედრო ხუნტის მმართველობა დაიწყო. ამ მოვლენამ ლამის შოკში ჩააგდო საბჭოთა მმართველი ლეონიდ ბრეჟნევი, რომელიც ალიენდეს მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. თანაც, სოციალისტი ალიენდე პროსაბჭოურობისკენ იხრებოდა. პინოჩეტმა კი თავისი ქმედებით საბჭოეთის გრანდიოზული საგარეო-პოლიტიკური გეგმა ჩაუშალა და შურისძიების მიზნით მეამბოხე გენერლის ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა.
საბჭოთა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ ბრძანების შესრულება პოლკოვნიკ ნოდარ კასრაძეს დაავალა. კასრაძე სადაზვერვო-დივერსიული სკოლის ხელმძღვანელი იყო. გენერალმა ის კაბინეტში დაიბარა და უთხრა:
– ნოდარ პავლოვიჩ, გვჭირდება ესპანურენოვანი, ჩილურ დიალექტზე მოლაპარაკე პროფესიონალი, რომელიც ობიექტს გაანადგურებს.
კასრაძეს ბევრი ძებნა არ დასჭირვებია. გენერლის მიერ დასახელებული შემსრულებლის როლს ზუსტად ერგებოდა 29 წლის მაიორი ნუგზარ ჟურული. ის პირადად კასრაძის მომზადებული იყო. რამდენიმე მისია ჰქონდა შესრულებული ლათინურ ამერიკაში და უმაღლესი კლასის სპეციალისტად ითვლებოდა. კასრაძემ მაიორი თავისთან იხმო. ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და სპეციალურად მისთვის შედგენილი პროგრამით მომზადებაც დააწყებინა.
ყალბი მკვლელობა
სპეციალური, სამთვიანი მომზადება ჟურულმა 1974 წლის ოქტომბერში დაასრულა და დაიწყო ოპერაცია „ანტიბელადის“ მეორე ეტაპი. ჟურული 31 წლის პაბლო სამორანოს საბუთებით არგენტინიდან ჩილეში ჩავიდა და დედაქალაქ სანტიაგოში „ბოდიბილდინგისა და ათლეტთა მომზადების კლუბი“ გახსნა. სამორანოს კლუბმა ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და მასში დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტის პირადი გვარდიის წევრებმაც დაიწყეს სიარული. საბჭოთა მზვერავი ბევრ მათგანს დაუახლოვდა და იმდენი მოახერხა, რომ პრეზიდენტის საინაუგურაციო წვეულებაზე შესაღწევი მოსაწვევი ბარათი მიიღო. პინოჩეტი 1974 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული გახდა. ბანკეტი 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო. მაიორ ჟურულს ჩილელი დიქტატორი დარბაზში უხმო, სპეციალურად „კაგებეში“ დამზადებული პისტოლეტით  უნდა მოეკლა. შემდეგ ცრემლსადენი გაზი უნდა გაეშვა და გაქცეულიყო. დეტალურად დამუშავებული გეგმის მიუხედავად, ეს აქცია ძალიან სახიფათო იყო და გადარჩენის შანსი ათ პროცენტსაც არ უდრიდა. ჟურულს სანტიაგოში დამხმარე ჯგუფი ჰყავდა ადგილობრივი კომუნისტი-იატაკქვეშელების სახით. მათ არ იცოდნენ ჟურულის მისიის მიზანი და  მხოლოდ ის ევალებოდათ, რომ შენობიდან გამოსული სამორანო კონსპირაციულ ბინაში მიეყვანათ, საიდანაც უკვე საბჭოთა მზვერავები წაიყვანდნენ. დანიშნულ დღეს სამორანომ წარმატებით შეაღწია საბანკეტო დარბაზში, თან უხმო პისტოლეტიც შეიტანა და ამაში მას პოლკოვნიკი ოსვალდო ოჩერიას გვერდზე ყოფნა დაეხმარა. ოჩერია პინოჩეტის გვარდიის ერთ-ერთი მეთაური იყო და ჩხრეკას არ ექვემდებარებოდა. მან არც „თავისი მეგობარი“ გააჩხრეკინა ჯარისკაცებს. 1974 წლის 20 დეკემბერს, საღამოს 19 საათსა და 20 წუთზე, სამხედრო ფორმაში გამოწყობილ პინოჩეტს ჟურულმა პირდაპირ შუბლში მოარტყა ტყვია და ცრემლსადენი გაზის გაშვებას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად ის მიმტანების უნიფორმაში გამოწყობილმა პოლიციელებმა გაკოჭეს და შენობის სათადარიგო შესასვლელიდან გაიყვანეს. მოკლული კი პინოჩეტის ორეული აღმოჩნდა და მისი ცხედარი პროზექტურაში წაიღეს. დარბაზში შეკრებილ ადამიანებს კი უბრძანეს, რომ პირში წყალი ჩაეგუბებინათ.
მოღალატე პოლკოვნიკი
საინაუგურაციო ბანკეტზე განვითარებული მოვლენები „ცეერუსა“ და ჩილეს უშიშროების სამსახურის მიერ დაგეგმილი ოპერაციის შედეგი იყო. მოხდა ასეთი რამ: საბჭოთა დაზვერვაში მომუშავე მოღალატემ ოპერაცია „ანტიბელადის“ შესახებ „ცეერუს“ შეატყობინა. ამერიკელებმა კი ამის შესახებ ჩილელ კოლეგებს აცნობეს და ჟურული 1974 წლის დეკემბრის დასაწყისიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. საბჭოთა აგენტის დაპატიმრება ნებისმიერ დროს შეეძლოთ, მაგრამ გადაწყვიტეს, სპექტაკლი დაედგათ, ჟურულს პინოჩეტის ორეული მოაკვლევინეს და დააპატიმრეს. შემდეგ კი მთელ მსოფლიოს განუცხადეს – საბჭოთა აგენტს პინოჩეტი უნდა მოეკლა, მაგრამ შეცდომა მოუვიდაო. ეს ყალბი მკვლელობა კი „ცეერუს“ პროპაგანდისთვის სჭირდებოდათ. ჩილეში ტერაქტის გამო დახვრეტა იყო. თუმცა მათ უნდოდათ,  რომ ჟურული ეიძულებინათ და ანტისაბჭოური პროპაგანდისთვის გამოეყენებინათ. სამაგიეროდ, არა მარტო სიცოცხლის შენარჩუნებას შეჰპირდნენ, არამედ უზრუნველყოფილ ცხოვრებასაც. მიუხედავად ამისა, ჟურულმა არა მარტო თავისი ნამდვილი ვინაობა და წოდება არ დაასახელა, არამედ ჯიუტად იმეორებდა – პაბლო სამორანო ვარ და პინოჩეტს იმიტომ ვკლავდი, რომ მან ალიენდე მოკლაო. საბჭოთა ქართველი მაიორი სასტიკად აწამეს, მაგრამ თანაშმრომლობაზე ვერ დაითანხმეს. ბოლოს აუგუსტო პინოჩეტმა თქვა: გაასამართლეთ და დახვრიტეთო.
„კაგებე“ ყურადღებით ადევნებდა თვალ-ყურს მოვლენებს და შეუპოვარი ჟურულის გათავისუფლების ხერხებზე მუშაობდა. პარალელურად კი, გამცემის ინტენსიური ძებნა მიმდინარეობდა და მათ მიაგნეს პოლკოვნიკ იური ხნიკინს, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ასე დაუსხლტა „კაგებეს“ კლანჭებს.
ორმაგი ოპერაცია
პინოჩეტის სასამართლომ 1975 წლის 1 მაისს პაბლო სამორანოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და სანტიაგოს ცენტრალური საპყრობილის სიკვდილმისჯილთა საკანში, გაძლიერებული დაცვის ქვეშ მოათავსეს. განაჩენი ერთი კვირის ვადაში უნდა მოეყვანათ სისრულეში და ეს ამბავი წინასწარ დააანონსეს კიდეც. „კაგებეში“ კი ინტენსიური მზადება მიმდინარეობდა ორმაგი ოპერაციის ჩასატარებლად, რომელიც მიზნად ისახავდა ჟურულის ციხიდან გამოხსნას და პოლკოვნიკ ხნიკინის მოტაცებას, რომელიც შეერთებულ შტატებში, ქალაქ მაიამიში „ცეერუს“ კონსპირაციულ აგარაკზე იმალებოდა. ორივე ოპერაციის განხორციელება პოლკოვნიკ ნოდარ კასრაძეს დაევალა, რომელიც ამ ოპერაციაში პირადად მონაწილეობდა. საქმე ის იყო, რომ ჟურული ნოდარის ქალიშვილის მეუღლე იყო და პოლკოვნიკმა მას სიტყვა მისცა, რომ  ნუგზარს უვნებლად დააბრუნებდა. 1975 წლის 7 მაისს საბჭოთა უშიშროების ორმა სპეცჯგუფმა სანტიაგოსა და მაიამიში იუველური სიზუსტით ჩაატარა მოტაცების ოპერაციები და უდანაკარგოდ დაბრუნდა სამშობლოში. ჟურულის გამოხსნას 11 ჩილელი ჯარისკაცი შეეწირა. მოღალატე პოლკოვნიკი კი ამერიკელებს  ისე „მოჰპარეს“, რომ არავის არაფერი გაუგია. ხნიკინი დაცული აგარაკიდან საკანალიზაციო ლუკით გაიყვანეს და სპეციალური იახტით კუბაში ჩაიყვანეს. კუბაში ჩაიყვანეს ჟურულიც და ორივე გატაცებული ერთი თვითმფრინავით გადააფრინეს მოსკოვში. თავად პოლკოვნიკი კასრაძე სიძის გამომხსნელ ჯგუფს ედგა სათავეში და ქალიშვილს პირნათლად შეუსრულა პირობა.
იური ხნიკინი დახვრიტეს. ჟურულს პოდპოლკოვნიკობა და წითელი ვარსკვლავის ორდენი უბოძეს. კასრაძე კი გენერალი გახდა და საბრძოლო წითელი დროშით დააჯილდოვეს.
скачать dle 11.3