კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რატომ არ უნდა ატარონ ანჩხლმა და თავშეუკავებელმა ქალებმა ოქროს ბეჭედი საჩვენებელ თითზე

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

ბეჭედი – იღბლის თილისმა და დამცავი ფარი, ძლიერებისა და სიბრძნის სიმბოლო, სამყაროსთან დამაკავშირებელი არხი, რომელიც სწორედ მისი რგოლის ღიობიდან ატარებს მუდმივად ღვთიურ ძალას პატრონის ბეჭდიანი თითისკენ... – ძველთაგანვე ასე მიიჩნევდნენ ჩვენი წინაპრები. ეს დღესაა, ბეჭედს მხოლოდ სამკაულის დანიშნულება რომ აქვს და გემოვნების, მოდისა თუ წუთიერი სიამოვნებისთვის იკეთებენ. თითზე წამოცმისას ბეჭედი კონტაქტში შედის ადამიანის სხეულის ამ ნაწილთან, შესაბამისად, შეუძლია, გავლენა მოახდინოს პატრონის სულიერ მდგომარეობაზე და მისი ცხოვრების ამა თუ იმ მხარის კორექტირება მოახდინოს. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ბატონი გივი გ.
– გავრცელებული გადმოცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ თითზე რისი მანიშნებელია ბეჭედი, განსხვავებულია ქალისა და მამაკაცისთვის. დავიწყოთ ცერი თითით: როცა ქალი ბეჭედს ამ თითზე ატარებს საყოველთაო ყურადღებას იქცევს. საერთოდ, ცერი პატრონის ინტელექტს, ლოგიკას და ისეთ, „წმინდა წყლის მამაკაცურ“ თვისებებსაც განსაზღვრავს, როგორიცაა: ჟინი, გამარჯვებისკენ სწრაფვა, შეუდრეკელი სიმამაცე. ამიტომ, თუ ქალს ეს ყველაფერი აკლია, ოქროს ბეჭედი მარჯვენა ცერზე – განსაკუთრებით კი, აქტიური ყვითელი, წითელი ან ნარინჯისფერთვლებიანი, შესაბამის სტიმულს მისცემს. თუმცა, „რკინის ლედის“ მებრძოლ სულს ქალური ინტუიციაც სჭირდება შესარბილებლად, რისთვისაც ბეჭედი მარცხენა ცერზე უნდა გაიკეთოთ. მაგრამ, თუ ვერ ეგუებით, შეგიძლიათ, ის ვერცხლის ნაკეთობით ჩაანაცვლოთ. რაც შეეხება ინფორმაციას იგივე თითსა და ბეჭედთან დაკავშირებით მამაკაცებში, შემდეგია: ჯერ კიდევ ძველ ბერძნებსა და რომაელებს მიაჩნდათ ეს თითი მამაკაცური საწყისის – ფალოსის სიმბოლოდ; შუა საუკუნეებში კი, მეომარი „ელიტა“ და მათ შორის რაინდებიც, ცერზე ტყავის ან ძვლის ფართო ბეჭედ-მშვილდოსანს იკეთებდნენ. გამოდის, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენელს, ცერ თითზე ბეჭდის ტარებით, თავისი სექსუალობისა და ვაჟკაცობის ხაზგასმა სურს. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, მარცხენა ხელს გამოიყენებს ამისთვის თუ – მარჯვენას.
– საინტერესოა, რას გვიპირებს ბეჭედი საჩვენებელზე...
– საჩვენებელ თითზე ჭყეტელა სამკაული ქალის ამბიციურობაზე მეტყველებს, რადგან სწორედ ეს თითი მართავს ჩვენს ამბიციებს, ორგანიზატორულ ნიჭსა და ძალაუფლებისკენ სწრაფვას. ეზოთერიკოსთა მტკიცებით, ენერგეტიკულად ძლიერ ადამიანს გაღიზიანებისას სხვისი აურის არევა მხოლოდ ამ თითის მიშვერითაც კი შეუძლია. ამიტომ, ანჩხლმა და თავშეუკავებელმა ქალებმა საჩვენებელ თითზე ოქროს ბეჭედი საერთოდ არ უნდა ატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაბრაზებულზე უბედურება მათგან არათუ უცხოს, ახლობლებსაც კი არ ასცდება. თუმცა, ბობოქარი ვნებები შეგიძლიათ, საჩვენებელზე ღია ცისფერი ან გამჭვირვალე თვლებით შემკული ვერცხლის ბეჭდით დაიოკოთ. სხვისგან მომდინარე რისხვისგან კი თავი მარჯვენა ხელის საჩვენებელზე გაკეთებული ბეჭდით დაიცავით. მამაკაცებიდან, ბეჭედს მარცხენა ხელის საჩვენებელზე, ძალაუფლების მოყვარული და გაუწონასწორებელი პიროვნებები ატარებენ. ასეთთა რიგებში იყვნენ: მეფეები, ლიდერები, წინამძღოლები... ბეჭედს მარჯვენა ხელის საჩვენებელზე ატარებს ჟინიანი, ძლიერი, მტკიცე ხასიათის ან ამ ყოველივეს მსურველი მამაკაცი. უფრო რთულადაა საქმე მარცხენა ხელის შემთხვევაში – შანსია, ტირან ხელმძღვანელთან მოგიწიოთ მუშაობა. საერთო ჯამში, მარჯვენა ხელის ამ თითზე ბეჭდის ტარება, მფლობელს პატივმოყვარეობას უამებს, კარიერის კიბეზე ასვლასა და დასახული მიზნების ასრულებაში ეხმარება.
– სულ მგონია, ბეჭედს შუათითზე იმიტომ იკეთებენ, რომ დიდი მოუვიდათ...
– ამ დროს ბეჭედი შუათითზე ქალის ინდივიდუალიზმს გამოხატავს – მარჯვენა ხელზე და თანაც ოქროსი, პატრონის ცხოვრებაში ჰარმონიასა და პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს. თუმცა, ეს ადვილი არ იქნება, ამიტომ უნებისყოფო და სუსტი გოგონები, უმჯობესია, თუ ასეთი ექსპერიმენტისგან თავს შეიკავებენ. რაც შეეხება იგივე სიტუაციას მამაკაცებში – ბეჭედი შუათითზე საკუთარ თავზე შეყვარებულთათვისაა დამახასიათებელი, მაგრამ თუ ბეჭედი სადაა, თქვენ წინაშე გაწონასწორებული, საკუთარ თავში დარწმუნებული მამრი დგას, თუმცა – არა ეგოისტი. აი, ბრილიანტებით გაძეძგილი, მძიმე ბაჯაღლოს „პერსტენით“ რომ იწონებს თავს, ის კი ნამდვილი „ჩაციკლული“ ნარცისია. საერთო ჯამში, მამაკაცის მარჯვენა შუათითზე გაკეთებული ბეჭედი სიმდიდრეს იზიდავს.
– არათითი რომ ქორწინების სიმბოლოა...
– არამხოლოდ... ბეჭედი არათითზე – ქალში აძლიერებს გრძნობას, რომელიც შემოქმედებით ჟინს აღვიძებს. უფრო ზუსტად, ამ თითზე ადამიანის რამდენიმე ენერგეტიკული ცენტრი იყრის თავს: ერთი ოჯახის მფარველია და უზრუნველყოფს, გულში  სიყვარული არ განელდეს; მეორე პასუხისმგებელია თვითრეალიზაციასა და შემოქმედებით საწყისებზე, სხვა – ადამიანის სასიცოცხლო მაჩვენებლებს აფხიზლებს. ნათქვამია, რადგან სწორედ ამ თითზე გადის გულისკენ მიმავალი ყველა ძარღვი და ნერვი, იმიტომაცაა ქორწინების სიმბოლო და ორი მოსიყვარულე ადამიანის გამაერთიანებელიო. თუმცა, მაშინაც შეგიძლიათ მიმართოთ, თუ გრძნობთ, რომ თქვენი სიყვარული სულს ღაფავს და გრძნობა გადასარჩენია, ბეჭედი მარჯვენა ხელის არათითზე გაიკეთეთ. სხვათა შორის, ქორწინებაში მინავლებული გრძნობის გასაღვივებლადაც ამავე ხერხს უნდა მიმართოთ. რაც შეეხება მამაკაცებს, ვინც ამ თითზე ატარებს ბეჭედს, ეს ქორწინების, სიყვარულისა და განცხრომისადმი ლტოლვის ნიშანია. აქ სიურპრიზები არ გელით, ისევე, როგორც მშვენიერი სქესის შემთხვევაში, ბეჭედი არათითზე გულთან დაკავშირებულ ვნებებს განაგებს. ხოლო, თუ მამაკაცი უცოლოა და არც შეყვარებული ჰყავს, ლითონის რგოლი ამ თითზე მის განცხომის მოყვარეობაზე მიუთითებს. ერთნაირია ტრადიცია ორივე სქესისთვის მარცხენა ხელის არათითთან დაკავშირებით: ბეჭედს ამ თითზე მხოლოდ განქორწინებული ან ქვრივი ატარებს.
– მივადექით ნეკს...
– რომელზეც ბეჭედს თამამი, კომუნიკაბელური და კეკლუცი გოგონები ატარებენ. ყველაზე პატარა თითი ხელზე პატრონის სოციალურ აქტივობასა და გარე სამყაროსთან ურთიერთობას აკონტროლებს. ამიტომ, განსაკუთრებით მორცხვ და მუდო გოგონებს, სოციალური ქსელითაც რომ უჭირთ ურთიერთობა ხალხთან, ვურჩევ, სწორედ ნეკზე ატარონ ოქროს ბეჭედი ბრჭყვიალა ცეცხლოვან-ყვითელი თვლით. ასეთი სამკაული ბიზნესშიც გაგიწევთ მფარველობას. მაგრამ, თუ უკვე მოიკრიფეთ გამბედაობა დასაკუთარ გრძნობებში გარკვევას ცდილობთ, უმჯობესია, მიღებული გადაწყვეტილება მარჯვენა ხელის ნეკზე გაკეთებული ვერცხლის ბეჭდით გაიმყაროთ, ხოლო ოქროს ბეჭედი – მარცხენაზე გაიკეთოთ. თუმცა, გაფრთხილებთ, არ ატაროთ ის დიდხანს! ასეთ შემთხვევაში გოგონას მარტოობა ელის. მამაკაცისთვის კი ბეჭედი იგივე თითზე მის შემოქმედებით ბუნებაზე მიუთითებს. ყველა ვერ რისკავს ამ თითზე ბეჭდის გაკეთებას, მას მხოლოდ შემოქმედი ბუნების, არაბანალურად მოაზროვნე ავანტიურისტი ირჩევს. ასეთ მამაკაცს უმართლებს ბიზნესშიც, შემოქმედებაშიც და ქალებშიც, ჰყავს უამრავი მეგობარი და თამამად იღებს არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს. თუმცა, ყმაწვილი ბეჭდით მარცხენა ხელის ნეკზე, ასეთივე წარმატებით შეიძლება, იქცეს ზედაპირულ, საკუთარ თავზე შეყვარებულ „მაჩოდ“.
скачать dle 11.3