კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ასაკით პატარა ქმარზე ეჭვიანობამ დამღალა

ყველა ქალი იმსახურებს თავის წილ ბედნიერებას და მის მისაღებად კი, ვფიქრობდი, წყვილთა შორის ასაკის სხვაობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. თურმე, ვცდებოდი. საკმაოდ დიდ ასაკში, როცა აღარც კი ველოდებოდი სიყვარულს, ჩემზე უმცროსი ბიჭი გავიცანი. ასაკში ჩვენს შორის სხვაობა 12 წელია, თუმცა, ერთი წლის წინ ამას ვერც კი ვამჩნევდი. საკმაოდ მამაკაცური, მზრუნველი, თბილი და ყურადღებიანი იყო. მანებივრებდა ყვავილებით, თბილი სიტყვებით და მეც დავხუჭე თვალი ასაკზე. ვიფიქრე, ალბათ, ესაა ჩემი ბედი-მეთქი. მის ოჯახს არ ვუნდოდი და მესმის მათი, მაგრამ თავად არ მომეშვა, გასაქანი არ მომცა და დავქორწინდით. ერთი წლის განმავლობაში თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი. თან მყვებოდა, მანებივრებდა. თავაწეული დავდიოდი, ის რომ ჩემს გვერდით იყო და პრობლემების გადაჭრა მარტო აღარ მიწევდა. ეს ბედნიერება იქამდე გაგრძელდა, სანამ მის ტელეფონში სასიყვარულო მიმოწერა არ ვნახე. აღმოჩნდა, რომ ჩემს პარალელურად, სხვებსაც ანებივრებდა თბილი სიტყვებით და თან, არაერთს. ამის გამო კამათი მოგვივიდა, მაგრამ დამარწმუნა, ეს მხოლოდ გართობაა, ხომ იცი, შენ მიყვარხარ, უბრალოდ, როცა სამსახურში ხარ, მოვიწყენ ხოლმე და ამ მიმოწერით ვერთობიო. კი გავბრაზდი, მაგრამ ვიფიქრე, ჩემს ასაკში ძლივს გავთხოვდი, ვნახე ადამიანი, ვინც გვერდით მყავს და ამ სისულელის გამო, როგორ ვთქვა მასზე უარი-მეთქი. მოკლედ, ეს ამბავი ჩავყლაპე. გავიდა, სულ რაღაც ერთი კვირა და ისევ „გამოვიჭირე“. აღმოჩნდა, ვიღაც გოგოს ეფლირტავებოდა, სიყვარულს უხსნიდა და შეხვედრას სთხოვდა. ეს ვეღარ მოვითმინე და სახლიდან გავაგდე. ორ დღეში უკან დაბრუნდა და ჩვეული თბილი საუბრით ისევ მომხიბლა. ვეღარ ვხვდები, მოსიყვარულე ქმრის როლს თამაშობს თუ მართლა ვუყვარვარ. თავად რომ ჰკითხოთ, ჩემ გარდა ქალს არ შეხედავს, ეს უბრალო გართობააო... მაგრამ მე ეჭვიანობამ და იმის შიშმა, რომ ერთ დღესაც სხვას გაეკიდება, დამღალა. ვფიქრობ ხოლმე, ჩემი ასაკის რომ იყოს, ასე თუ მომექცეოდა-მეთქი, მაგრამ ასაკი რა შუაშია? კაცი ან ხარ, ან – არა. რომ არ მიყვარდეს, ამდენ რამეს ნამდვილად არ ვაპატიებდი. მისგანაც ვგრძნობ ამას, მაგრამ რატომ აკეთებს ასე, არ ვიცი. ჩემს დაქალს რომ მოვუყევი, მითხრა, ხომ გაფრთხილებდი, ასაკით პატარა მამაკაცთან ურთიერთობის დაჭერა რისკია, ერთ დღესაც, ისევ მარტო აღმოჩნდებიო. დავიბენი, აღარ ვიცი, როგორ მოვაბრუნო ჩემსკენ. მთელი ცხოვრება ასე ეჭვებსა და მისი ნაბიჯების კონტროლში ხომ ვერ ვიცხოვრებ? შვილიც არ გვყავს და ამაზეც არ დარდობს. ამბობს, მერე რა, ბევრი ხუთშვილიანი წყვილი ვიცი, მაგრამ ერთმანეთი არ უყვართო. ამიტომ ვნატრობ, შვილი მაინც გვეყოლოს, იქნებ ასე აღარ მოიქცეს და ურთიერთობაც უფრო გამყარდეს. მაგრამ, რომ ვაკვირდები, კაცს თუ ქალი არ უნდა და არ უყვარს, მის გვერდით, მხოლოდ შვილების ხათრით არ გაჩერდება. ამის ბევრი მაგალითია. ყოველი მისი დაგვიანება, ჩემთვის ღალატთან ასოცირება, ყოველი ზარი ქალისგან მგონია და მუდამ ასე დაძაბული ვარ, რომ არაფერი გამომეპაროს. თუმცა, თუ კაცმა მოინდომა, ისე გააკეთებს, ცოლი კი არა, დედამიწის ზურგზე ვერავინ გაიგებს.  ჩემს დარდსაც ვერავის ვანდობ – ვიცი, მეტყვიან, ხომ გაგაფრთხილეთო, მაგრამ მე საყვარელი მამაკაცი მინდოდა გვერდით, მომბეზრდა მარტო ყოფნა ამ სასტიკ ცხოვრებაში. მეც მინდა დაცვა, დაყრდნობა და ელემენტარული სითბოს გაზიარება იმასთან, ვინც გულით მიყვარს. თუმცა, არ გამიმართლა, ნდობა დავკარგე, საშინლად ეჭვიანი გავხდი და მეშინია, ერთ დღესაც ისე არ მოხდეს, რომ ამ ცხოვრების ტვირთის ზიდვა ისევ მარტოს არ მომიწიოს.
ეკა, 39 წლის.скачать dle 11.3