კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: სახეზე მაქვს დარჩენილი ფერისმჭამელების ლაქები. არის ისეთი ხალხური საშუალება, რის მომზადებასაც სახლის პირობებში ადვილად შევძლებ და მიშველის?  და, ამ შემთხვევაში, რა არის ყველაზე ეფექტური?
პასუხი:
თქვენს შემთხვევაში, კარგია ქიმიური პილინგის გაკეთება. ქიმიური პილინგი არსებობს სამი სახის: ზედაპირული, საშუალო და ღრმა; ამ შემთხვევაში საჭიროა, საშუალო და ღრმა პილინგს მიმართოთ. პილინგის დროს ქიმიური მჟავების საშუალებით ხდება კანის ზედაპირული დამწვრობა, შემდეგ კი თანდათან განახლდება ეპიდერმისი, რის ხარჯზეც აკნეს შემდგომი წარმოქმნილი ნაწიბურები უფერულდება. მაგრამ ეს არ არის ერთჯერადი პროცედურა. ამისთვის ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო. ასევე, არსებობს ძალიან ბევრი ხალხური მეთოდიც – მჟავებს სხვადასხვა ბალახეული, ხილი და მცენარეებიც შეიცავენ, თუმცა გამოყენებისას აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი მომზადებისა და მოხმარების წესი, რადგან რომელიმე მათგანი შესაძლოა, ისეთ ნივთიერებებს შეიცავდეს, რომ დამწვრობა ან ღრმა ჭრილობები გამოიწვიოს. ყველაზე მარტივია სახეზე ლიმონის წასმა. თუმცა, ზაფხულში არ შეიძლება, რადგან ლიმონი შეიცავს მჟავას და მზეზე ლიმონმჟავა უფრო მეტად ჩაჯდება კანში, რაც პრობლემის გაღრმავებას გამოიწვევს. ამიტომ, ახლა ის სეზონია, როცა შეგიძლიათ, ეს მარტივი პროცედურა სცადოთ და შედეგს დააკვირდეთ.
კითხვა: გამიგია, რომ კოსმეტიკური ყინული ძალიან სასარგებლოა მოშვებული კანისთვის. მაინტერესებს, რა თვისებები აქვს კონკრეტულად მას და ასევე, როგორი კოსმეტიკური ყინული გამოვიყენოთ სახის მშრალი და ცხიმიანი კანისთვის?
პასუხი:
კოსმეტიკურ ყინულს, პირველ რიგში, დამატენიანებელი ეფექტი აქვს და ასევე, ძალიან უხდება მათ, ვისაც სახეზე გაფართოებული სისხლძარღვები აქვს. კარგი ეფექტი აქვს, აგრეთვე, მგრძნობიარე კანის შემთხვევაშიც. ასე რომ, კოსმეტიკური ყინულით მკურნალობა, ძალიან კარგია.  ამ დროს ყველაზე მარტივი  არის მაწონი. გაყინეთ მაწონი პატარა კუბიკებად, ჩადეთ დოლბანდში და სახეზე წრიული მოძრაობით წაისვათ, სანამ ბოლომდე არ დადნება. ამას დამატენიანებელი ეფექტიც აქვს, ფორებს კარგად კრავს და კაპილარებს ავიწროვებს.

скачать dle 11.3