კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 მემკვიდრეობის პრობლემები

აგათა კრისტი

​ბიძია მეთიუ ძალიან მოხუცი იყო. მას ორი ძმისშვილის, ჯერემისა და ენდრიუს, გარდა სხვა ნათესავი აღარ ჰყავდა. მათ აღმერთებდა და სულ უმეორებდა რომ, მთელი მისი ფული მათ დარჩებოდათ და ქონებას თანაბრად გაიყოფდნენ. მარტში ის მართლაც მოკვდა. კუჭი გაუსკდა. მემკვიდრეებმა კი ვერანაირი ფული ვერ იპოვნეს.
კერძო დეტექტივს ჯერემიმ და ენდრიუმ ერთად მიმართეს.
– იცით, საქმე რაშია? ძია მეთიუ საეჭვოდ იქცეოდა. ბოლოს საერთოდ აღარავის ენდობოდა. ერთთავად იმას გაიძახოდა, ფულის შენახვის საუკეთესო საშუალება მათი ოქროდ ქცევა და ბაღში ჩამარხვააო. როდესაც  მოკვდა, აღმოჩნდა, რომ არაფერი დატოვა, გადავწყვიტეთ, რომ მან ფული მართლაც ბაღში ჩამარხა. გადავთხარეთ, მაგრამ იქაც ვერაფერი ვიპოვეთ. ახლა მთელი მამული მოუვლელ ბოსტანს ჰგავს, თანაც სულ  ტყუილად.
– ჩვენ მხოლოდ იმის გარკვევა შევძელით, რომ ბიძია დროგამოშვებით თავისი ანგარიშიდან მსხვილ თანხას ხსნიდა, – განმარტა ჯერემიმ – ბუნებრივია, ჩვენც ვიფიქრეთ, რომ იგი ოქროს ყიდულობდა და მარხავდა. მაგრამ სად?
– სიკვდილის წინა დღეებში ბიძათქვენს არაფერი უთქვამს? წერილიც არ  დაუტოვებია?
– არა. ბოლო დღეებში უგონოდ იყო. მხოლოდ სიკვდილის წინ შემოგვხედა, ჩაიხითხითა და ჩაილაპრაკა: „ჩემო მტრედებო, ყველაფერი კარგად გექნებათ“. სულ ესაა...
– მდა, არც ვიცი, რა ვიფიქრო, – თქვა დეტექტივმა.
– ჩვენ კი გვითხრეს, რომ დაგვეხმარებოდით, – ჩაილაპარაკა ჯერემიმ წყენით.
– სიამოვნებით. გავაკეთებდი ამას, მაგრამ მე ხომ საერთოდ არ ვიცნობდი თქვენს ძია მეთიუს. ისიც კი არ ვიცი, როგორ გამოიყურება თქვენი სახლი. სახლი მაინც რომ მენახა, უფრო მარტივი იქნებოდა.
– ჩამოდით ჩვენთან და ვნახავთ, რა გამოვა.
საქმე მარტივად არ იყო. ყველა კუთხე-კუნჭული მოჩხრიკეს. როგორც გარეთ, ისე სახლში. ყველა კედელზე დააკაკუნეს – არაფერი!
ყველა ქაღალდი, რომელიც განსვენებულმა მეთიუ სტრაუნდმა დატოვა, მის საძინებელში, საწერ მაგიდაზე დიდ გროვად ეყარა. ჯერემიმ და ენდრიუმ, იმის იმედით, რომ რაღაც მინიშნებას მაინც ნახავდნენ, ყველა მათგანი რამდენჯერმე გადაათვალიერეს. მერე მაგიდას დეტექტივი  მიუჯდა. როდესაც ქაღალდების თვალიერებას მორჩა, ენდრიუმ მოუთმენლად ჰკითხა:
– რამე იპოვეთ?
– ისეთი არაფერი. ბიძათქვენმა აშკარად რაღაც ჩაიფიქრა ან ცუდად გეხუმრათ. მომისმინეთ, მეც მყავდა მოხუცებული ბიძია და  ისიც ეჭვიანობით იტანჯებოდა. ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ მოსამსახურეები ქურდავდნენ. ბოლოს აიჩემა, რომ საჭმელში რაღაცებს უყრიდნენ და მოხარშული კარტოფილის გარდა, აღარაფერს ჭამდა. ამბობდა, ვერავინ შეძლებს მოხარშულ კარტოფილში   რამე ჩაყაროსო. სხვათა შორის, უჭკუო კაცი სულაც არ ყოფილა. ყველას ეგონა, რომ მთელ ფულს სახლში ინახავდა. უზარმაზარი სეიფი გააკეთებინა და ამის შესახებ არავისთვის დაუმალავს.     ბოლოს ვიღაც შეძვრა სახლში და სეიფი გატეხა. თუმცა იქ არაფერი აღმოჩნდა. იმიტომ, რომ სინამდვილეში, მთელ თავის ფულს ბიძაჩემი ბიბლიოთეკაში, წიგნების უკან ინახავდა.
– მოიცადეთ! – აღელვებით წამოიძახა ჯერემიმ, – ბიბლიოთეკა არც გაგვხსენებია.
ენდრიუმ ამოიოხრა და  თავი გადააქნია.
– მე ყველა წიგნი ვნახე. იქ არაფრია.
ჯერემი სიბრაზისგან გამწვანდა, და შეეცადა დეტექტივი, რომელმაც იმედები ევრ გაამრთლა, თავიდან მოეშორებინა.
– ვშიშობ, ისედაც ბევრი დრო წაგართვით. სამწუხაროა, რომ არაფერი გამოვიდა. მანქანას მოვიყვან და სადგურამდე გაგაცილებთ.
დეტექტივი  გულწრფელად გაოცდა.
– თქვენ რა, ფულის მოძებნა გადაიფიქრეთ?
– არა, მაგრამ თქვენ როგორ აპირებთ ძებნა  გააგრძელოთ?
– სიმართლე გითხრათ, მე ჯერ მოქმედება არც დამიწყია, – ჩაიცინა დეტექტივმა, – კარგად ვიცნობდი ბიძაჩემ ჰენრის, დარწმუნებული ვარ, არც ბიძათქვენი მოიკლავდა თავს ბევრი ფიქრით. ალბათ, ფული სადმე საიდუმლო უჯრაში შეინახა.
– ოქროს ზოდებს საიდუმლო უჯრაში ვერ შეინახავ, – შენიშნა ჯერემიმ.
– ვერ შეინახავ, – დაეთანხმა დეტეტქტივი, – მაგრამ ჯერ ისინი უნდა გქონდეს. რატომ ფიქრობთ, რომ  ფული მაინცდამაინც ოქროდ აქცია? რამეს ხომ არ მიმალავთ?
ძმები გაწითლდნენ და აბლუკუნდნენ.
– თავად სულ ამაზე ლაპარაკობდა...  ჩვენ უკვე ყველა სავარაუდო სამალავი მოვჩხრიკეთ, – ბრაზიანად წარმოთქვა ჯერემიმ, – სპეციალურად ხელოსანიც გამოვიძახეთ.
– მართლა? რა წინდახედულობაა! შემთხვევით ხომ  არ უთქვამს, რომ აი, ის სეკრეტერი რაღაც საეჭვოდ გამოიყურება?
ჯერემიმ მხრები აიჩეჩა. სეკრეტერთან მივიდა და სახურავი მოხსნა.   შიგნით რამდენიმე თარო და ამდენივე დახურული უჯრა იყო. დეტექტივმა ჩაიცინა.  შუა უჯრა გახსნა და შეუმჩნეველ ზამბარას ხელი შეახო, უჯრის ძირი წინ გამოვარდა და პატარა სამალავი გამოჩნდა. მაგრამ ის ცარიელი იყო.
– საოცარია! –  გამოცოცხლდა და ხელები მოიფშვნიტა.
ძმებმა მხრები აიჩეჩეს.
– არ მესმის, რა გახარებთ. უჯრა ხომ ცარიელია?! – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ენდრიუმ. დეტექტივს მისთვის ყურადღება არ მოუქცევია. საწერი მაგიდიდან ფურცლების საჭრელი დანა აიღო, საიდუმლო განყოფლების ცენტრში პატარა, ჭიის გამოჭმულის მსგავს, ძლივს შესამჩნევ ნახვრეტში შეარჭო და დააწვა.  რაღაცამ ყრუდ გაიჩხაკუნა და პატარა ყუთი გამოჩნდა, რომელშიც ფერგადასული წერილების შეკვრა და დახვეული ქაღალდი იყო, რომელსაც უცებ დააცხრნენ მემკვიდრეები, მაგრამ იმედგაცრუებისგან აღმუვლდნენ.
– ეს კულინარიული რეცეპტია – სუპის!
დეტექტივმა  წერილების შეკვრას ზონარი შემოაცალა, ერთი ამოიღო და დააცქერდა.
– სასიყვარულო წერილია.    
სიხარულს გაჭირვებით მალავდა. დეტექტივის  სიხარულის წყარო სამალავში აღმოჩენილი რეცეპტი გამოდგა. მან რეცეპტი ახლგაზრდებსაც წაუკითხა: „ტყუილი სუპი – მოვშუშოთ ხახვი, შევურიოთ დაჭრილი სტაფილო, დაჭრილი კარტოფილი, ბულგარული, პილპილი, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შეიძლება მაკარონის დამატებაც“.
– აბა, რას იტყვით ამაზე? – იკითხა დეტექტივმა
– არც კი გავსინჯავდი, – უპასუხა ჯერემიმ.
– მე  კი ვფიქრობ, ორიგნილურია. არაფერზე მიგანიშნებთ?
ენდრიუს სახე გაუნათდა
– ნუთუ დაშიფრული ტექსტია? მართლაც, რა საჭიროა კულინარიული რეცეპტის სამლავში შენახვა? ქაღალდი უნდა გავაცხელოთ და უჩინარი მელნით დაწერილიც გამოჩნდება!
– ყველაფერს ართულებთ, – ჩაილაპარკა დეტექტივმა, – რეცეპტი უფრო მინიშნებაა. მთავარი ამბავი წერილებშია, უფრო სწორად, კონვერტებში. შეხედეთ – კონვერტები ძველია, წერილები კი ისე გამოიყურება, თითქოს ახლა დაწერესო.
– მართალია, – თავი დააქნია ჯერემიმ.
– ნაძლევს დავდებ, ეს წერილები ძია მეთიუმ თავად დაწერა. ყველაფერი თამაშია. არანაირი ქალი არ არსებობდა. ეს, ალბათ, შიფრია...
– ბიჭებო, ბიჭებო. რატომ ართულებთ ყველაფერს. თქვენი ფული, რომლის გამოც ბიძია დროზე ადრე გაისტუმრეთ, ხელში გიჭირავთ. რეცეპტი ხომ ყველაფერს გეუბნებათ. სუპს განმარტება აქვს – ტყუილი და თუ სიტყვა სუპს მოაშორებთ დაგრჩებათ, რა? – ჩვეულებრივი ტყუილი. როგორც უკვე თქვით, არანაირი შეყვარებული ქალი არ არსებობდა. წერილები თავად ბიძათქვენმა დაწერა და ეჭვი მაქვს, კარგად გაერთო. როგორც შეამჩნიეთ, ისინი გაცილებით გვიანაა დაწერილი. ყურადღება მიაქციეთ კონვერტებზე დაწებებულ მარკებს. მაგალითად ის, ზევიდან რომელიცაა, 1851 წელსაა გამოშვებული. იცით, ეს რას ნიშნავს?
– არა, –  მხრები აიჩეჩა ჯერემიმ.
– არც არის გასაკვირი, – თქვა დეტექტივმა, – მარკებს ვგულისხმობ. წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენად ყიდიან მათ აუქციონებზე, მაგალითად, ერთი 1851 წლის გამოშვებული ორცენტიანი მარკა თითქმის 25 ათას დოლარად გაიყიდა. წარმოგიდგენიათ? როგორც ვხვდები, ბიძათქვენი მათ შუამავლების მეშვეობით ყიდულობდა. არ გენდობოდათ. ახლა მე მაინტერესებს, რომლის იდეა იყო  მისთვის ისეთი საკვების შეთავაზება, რომელმაც საბოლოოდ სიცოცხლე მოუსწრაფა. ოღონდ არ თქვათ, რომ  მზარეული იმიტომ გაუშვით, მისი ნახელავი არ მოგწონდათ. ტყუილი სუპის რეცეპტს, ჩვეულებრივი სუპისგან ვერცერთი ვერ არჩევთ.
ჯერემიმ  ამოიკვნესა და სკამზე დაეცა.
     თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3