კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 27 აგვისტოს. რომელ პროფესიებში მელის წარმატება?
პასუხი:
პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო და მობილური სისტემების ბიზნესი, საკომუნიკაციო სისტემები, ჟურნალისტიკა, ტელევიზია, პრესა, რადიო, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მედიცინიდან კი პედიატრია.
კითხვა: დავიბადე 1996 წლის 13 აგვისტოს, ღამის საათებში. რომელი საქმიანობაა ჩემთვის მისაღები და უცხოეთის რომელ ქვეყნებში მირჩევთ წასვლას?
პასუხი: თქვენთვის მისაღებია საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო და სამხედრო საქმე; მედიცინიდან – სტომატოლოგია, რევმატოლოგია, გინეკოლოგია, სასწრაფო დახმარება, ქირურგია, არატრადიციული მედიცინის ნებისმიერი სფერო; დიზაინი, მოდელირება, არქიტექტურა, ხელოვნება, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, მშენებლობა. რაც შეეხება ქვეყნებს, თქვენთვის კარგი და მისაღებია: ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, არგენტინა, ესპანეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი, მაროკო, ნორვეგია, მექსიკა.
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 25 მაისს. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ცხოვრებაში არ მიმართლებს. იქნებ მიპასუხოთ, რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე და რა გავაკეთო, რომ მეტად გამიმართლოს?
პასუხი:
თქვენი კოსმიური მისიაა დაეყრდნოთ ინტუიციას, იყოთ ფრთხილი და წინდახედული. გამოიჩინოთ გონებამახვილობა, კომუნიკაბელურობა. შეძელით შუამავლის ფუნქციის შესრულება ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის, რადგან ეს თქვენს წარმატებას გაზრდის. ასევე, თქვენი ერთ-ერთი მთავარი კარმული მისიაა სპონტანური იმპროვიზაცია, არასტანდარტული მოქმედებები, ორიგინალური თვითგამოხატვა. რაც მეტად წამოსწევთ ამ თვისებებს წინა პლანზე, მით მეტ წარმატებებს მიაღწევთ ცხოვრებაში. არ გამოავლინოთ სულსწრაფობა, გაორება და მერყეობა. არ ხარჯოთ ფული უმიზნოდ.
კითხვა: დავიბადე 1988 წლის 23 მარტს, დილის 8-9 საათისთვის. რომელი პროფესიებია ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი:
თქვენთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია – გასართობი ინდუსტრია, ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო სფეროს ბიზნესი, ჟურნალისტიკა, საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი, ხელოვნება, არქიტექტურა, კოსმეტიკური ბიზნესი, იურისპრუდენცია, ფსიქოლოგია და სოციოლოგია.
კითხვა: დავიბადე 1990 წლის 30 აგვისტოს. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები? ასევე, მინდა უცხოეთში წასვლა და სწავლის გაგრძელება. რომელ ქვეყანას მირჩევთ?
პასუხი:
პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგია, აუდიო-ვიდეო-მობილური, ასევე, საკომუნიკაციო სისტემები, ჟუსნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო სფერო, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, საკონსტრუქტორო საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პედიატრია. უცხოეთი კი, თქვენი კარმულ-კოსმიური მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან კარგია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, თურქეთი, პოლონეთი, რუსეთი, კანადა და სლოვაკეთი.скачать dle 11.3