კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ექიმის რჩევები

კითხვა: ყურში გამომივიდა მუწუკივით. დასიებული მაქვს და ჩირქიანიცაა. მტკივა და ტკივილი, თითქოს, თავზე და თვალზეც გადამდის და რა ვქნა, დაველოდო და თავისით გამივლის?
პასუხი:
თუ სიწითლე მატულობს, გადადის თვალზე და თავზე, ძალიან სწრაფი რეაგირებაა საჭირო, თავის არეში ინფექციის გავრცელება სწრაფად ხდება და შეიძლება, საშიში გართულებები გამოიწვიოს. ამიტომ გირჩევთ, სასწრაფოდ მიმართოთ ქირურგს. ალბათ, საჭირო გახდება ანტიბიოტიკების დანიშვნა.
კითხვა: ვარ 42 წლის ქალბატონი, მქონდა ყურის ანთება, გავიკეთე ტიმპანომეტრია, აჩვენა შუა ყურის ექსუდატიური ოტიტი. ყველანაირი მკურნალობა ჩავიტარე, მაგრამ არანაირი შეღავათი არ მაქვს, ყური ისევ დახშული მაქვს. უკვე ერთი თვეა, მესმის შუილის ხმა, ყურში რაღაც ტკაცუნობს, მაგრამ არ მეხსნება. რა ვქნა, რა შეიძლება ეშველოს ჩემს სატკივარს?
პასუხი:
ამ ჩივილებით კიდევ ერთხელ უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს. სამწუხაროდ, არის დაავადებები, რომელთა შედეგადაც პაციენტს რჩება ყურებში ხმაურის შემაწუხებელი შეგრძნება.
კითხვა: რა არის თირკმლის კისტა და რას ნიშნავს, თუკი ის პროგრესირებს და ზომაში იზრდება. არის თუ არა საშიში?
პასუხი:
თირკმლის კისტა წარმოადგენს თირკმლის ზედაპირზე ან მის შიგნით გაჩენილ სითხით სავსე ტომსიკას. როდესაც კისტა ზომაში იზრდება აუცილებელია მისი მოცილება. ამ მხრივ საშიშია თირკმლის შიგნით მზარდი კისტები, თირკმლის ზედაპირზე მდებარე კი ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენს. ოპერაციის საკითხს ნეფროლოგი წყვეტს პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობისა და კისტის ზომის გათვალისწინებით.
კითხვა: ვარ 17 წლის, მაქვს ბრტყელტერფიანობა. მაინტერესებს, თუ შეიძლება, ამ პრობლემის მოგვარება ჩემს ასაკში, რა გზები არსებობს ამისთვის და ვის უნდა მივმართო?
პასუხი:
უნდა მიმართოთ ორთოპედს. ძნელი სათქმელია, რამდენად მოგვარდება ბრტყელტერფიანობის პრობლემა, მაგრამ მასაჟების, ვარჯიშისა და ექიმის მიერ შერჩეული სუპინატორების დახმარებით, მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.
კითხვა: ბავშვი არის 3 წლის. ამ ბოლო დროს, დილით რომ იღვიძებს, წუწუნებს, ყველგან მეფხანებაო. ეს გრძელდება მხოლოდ ნახევარ საათს და მერე მთელი დღე არაფერს ამბობს. გარეგნულად კანზე არსად დაყრილი ან რამე მსგავსი არ აქვს.
პასუხი:
ბავშვი ხომ არ ოფლიანობს, ან თეთრეული და სამოსი ხომ არ არის ხელოვნური ქსოვილის. ბავშვის ტანსაცმლის გასარეცხად აუცილებლად გამოიყენებდეთ ანტიალერგიული სარეცხი საშუალება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3