კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 არომატული და სასარგებლო ტარხუნა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ტარხუნის ფოთლები, ფესვები და ღერო შეიცავს ალკალოიდებს, კაროტინს, ფლავონოიდებსა და კუმარინებს. ტარხუნაში გვხვდება რუტინი, ეთერზეთები, A, D, E, K, ასევე, B ჯგუფის ვიტამინები და ასკორბინის მჟავა; გაჯერებული, გაუჯერებელი და პოლიგაჯერებული ცხიმ-მჟავები.
მცენარე მდიდარია მაკროელემენტებით (მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, ფოსფორი) და მიკროელემენტებით (რკინა, სპილენძი, თუთია, სელენიუმი, მარგანეცი).
ტარხუნის ეთერზეთები არა მხოლოდ გასაოცარი არომატითა და გემოთი გამოირჩევა, არამედ სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმის ბევრი სისტემისთვისაც. დამტკიცებულია ტარხუნის სასარგებლო თვისებები. მას იყენებენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებას. ტარხუნა ეხმარება ორგანიზმს სტრესულ სიტუაციებთან, მოუსვენარ ძილთან, თავის ტკივილთან გამკლავებაში. აქვს ეფექტური შარდმდენი და ორგანიზმის ჭიებისგან გამწმენდი თვისება.  მისი ნაყენი რეკომენდებულია ართრიტისა და რევმატიზმის დროს.
თირკმელებისა და საშარდე სისტემის დაავადებებისას ტარხუნა აწესრიგებს ამ ორგანოების მუშაობას და აქრობს ვირუსისა და ანთების საწინააღმდეგო პროცესებს.
ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ტარხუნა გამოიყენება რესპირატორული სისტემის მკურნალობისას: ანგინების, ბრონქიტების, ფილტვების ანთებებისა და ტუბერკულოზის დროსაც კი.
ეფექტურია ტარხუნის გარეგანი მოხმარებაც: მას იყენებენ ეგზემების, მუნის, დამწვრობების დროს, ასევე, ზოგადად სისხლის მიმოქცევის სისტემისა და სისხლძარღვების გასამაგრებლად.
ტარხუნა ანტიოქსიდანტების (სელენიუმი, ასკორბინის მჟავა, A და E ვიტამინები) მთელი მადანია. სპობს ორგანიზმზე თავისუფალი რადიკალების გავლენას, ეწინააღმდეგება კანის დროზე ადრე დებერებას, აფერხებს ორგანიზმში ონკოლოგიური წარმონაქმნების გაჩენას.
ტარხუნა შეუცვლელია დიეტური კვების მხრივაც – 100 გრამში, დაახლოებით, 25 კილოკალორიაა. გასახდომი დიეტის დროს, როგორც წესი, მარილის მიღება იზღუდება და ტარხუნა, სხვა მწვანილებთან ერთად, მის შემცვლელად გამოიყენება. ასე შეგიძლიათ მოაგვაროთ „უგემური“ საკვების პრობლემა. ამ დროს მცენარე არა მხოლოდ აუმჯობესებს საკვების გემოს, არამედ ზედმეტი სითხე გამოჰყავს ორგანიზმიდან, პარაზიტებისგან წმენდს ნაწლავებს.
პოლიგაჯერებული მჟავების მაღალი შემცველობის წყალობით, ტარხუნა აწესრიგებს ცხიმოვან და ქოლესტერინულ ცვლას, ამაღლებს იმუნიტეტს, შესაბამისად, ორგანიზმის გამძლეობას ინფექციური და გრიპოზული დაავადებების მიმართ. იმავე მიზეზით, ტარხუნის გამოყენება მნიშვნელოვანია ჰიპერტონიის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც თირკმელებში ქვები აქვს.
ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, მცენარე გამოიყენება როგორც პოლივიტამინური საშუალება.
გინგივიტისა და სტომატიტის სამკურნალოდ დაფხვნილ ტარხუნას ურევენ ლანოლინში ან ნაღების კარაქში და მალამოს სახით ისვამენ ღრძილებზე. ამ მალამოთი შეგიძლიათ დაიზილოთ მტკივანი ადგილები რადიკულიტის შემთხვევაში. ეგზემისა და დერმატიტის მკურნალობისას კი ამ ნაზავს ცოტაოდენ თაფლსაც უმატებენ.
თუ კბილი გტკივათ, ტარხუნის ნედლი ფოთლები დაღეჭეთ – ტკივილი დროებით გაგიყუჩდებათ.
ტარხუნა შესაძლოა, მავნე იყოს მხოლოდ უზომო რაოდენობით მიღების შემთხვევაში. ამიტომ აუცილებლად უნდა დავიცვათ ზომიერება.
გარდა ამისა, ტარხუნა კატეგორიულად უკუნაჩვენებია ორსულობის დროს – მიიჩნევა, რომ მას ნაყოფის მოშლის პროვოცირება შეუძლია.скачать dle 11.3