კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როდის წარმოიქმნება კენჭები და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

საშარდე სისტემის კენჭები მაშინ წარმოიქმნება, როცა შარდში კალციუმის, ოქსალატის ან ფოსფატის კონცენტრაცია იმატებს. დიეტა მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუწყოს ან, პირიქით, თავიდან აგვაცილოს კენჭების ფორმირება. განსაზღვრული საკვები გარკვეულწილად განაპირობებს კენჭების წარმოქმნას ამ დაავადებისადმი განწყობილ პირებში, თუმცა მეცნიერები არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ საშარდე სისტემის კენჭების წარმოქმნის მიზეზი მხოლოდ კვებაა. გარდა კვებისა, დაავადების განვითარებას ხელს უწყობს გენეტიკა, გარემო პირობები, სხეულის წონა, სითხის მიღების რეჟიმი.
კენჭების ფორმირების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვიცოდეთ მათი წარმოქმნის მიზეზი. ეს დაგვეხმარება, შევარჩიოთ სათანადო დიეტა და თავიდან ავიცილოთ კენჭების შემდგომი ფორმირება. მაგალითად, ოქსალატის მიღების შეზღუდვა თავიდან აგვაცილებს კალციუმის ოქსალატის ფორმირებას, მაგრამ უეფექტოა ურატების პროფილაქტიკის თვალსაზრისით. ზოგიერთი დიეტური რეკომენდაცია კი ყოველგვარი კენჭის მიმართ ეფექტურია. ასეთია, მაგალითად, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რაც იწვევს შარდის განზავებას და აბრკოლებს გამოკრისტალების პროცესს.
განსაზღვრული დიეტური რეკომენდაციების დაცვით შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ კენჭების ფორმირება. ამისთვის საჭიროა სითხის უხვი მიღება და, კენჭის ქიმიური შენებიდან გამომდინარე, ნატრიუმის, ცხოველური ცილის, კალციუმის ან ოქსალატის შეზღუდვა. საკმაო რაოდენობის წყლის მიღება აუცილებელია ნებისმიერი შენების კენჭების პორფილაქტიკისთვის. ჩვეულებრივ, ეს არის 2-3 ლიტრი წყალი, ხოლო ცისტინური კენჭების შემთხვევაში – მეტიც. საუკეთესო სითხე წყალია, მაგრამ სასარგებლოა ფორთოხლის წვენიც, ვინაიდან შეიცავს ციტრატს, რაც აფერხებს კრისტალიზაციას  (ბუნებრივია, იგულისხმება, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს სხვა დაავადება, რომლის დროსაც სითხით ორგანიზმის დატვირთვა უკუნაჩვენებია). საერთო ჯამში, პაციენტმა წყალი და სხვა სითხეები იმ რაოდენობით უნდა მიიღოს, რომ, სულ ცოტა, 2 ლიტრი შარდი გამოყოს. ეს მოცულობა პირობითია და დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე, ადამიანის ფიზიკურ დატვირთვაზე.

როგორ მოქმედებს ცხოველური ცილა კენჭების ფორმირებაზე
ხორცი და ცხოველური ცილის სხვა წყაროები, მაგალითად, კვერცხი, თევზი, შეიცავს პურინებს. ეს ნივთიერებები იშლება ორგანიზმში და შარდთან ერთად შარდმჟავას სახით გამოიყოფა. ამიტომ, როცა პაციენტს აქვს ურატები – შარდმჟავას შემცველი კენჭები, ხორცის დღიური ულუფა 170 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. პურინებით განსაკუთრებით მდიდარია ღვიძლი. გარდა ამისა, ცხოველური ცილა ხელს უწყობს კალციუმიანი კენჭების ფორმირებასაც. ამის მიზეზი შარდში კალციუმის გამოყოფის ზრდა და კენჭების წარმოქმნის შემაფერხებელი ნივთიერების – ციტრატის, გამოყოფის შემცირებაა.
როგორ ვლინდება თირკმლის კენჭები
საშარდე სისტემაში კენჭების არსებობა ზოგჯერ არანაირი სიმპტომით არ გამოიხატება და მხოლოდ სხვა მიზეზით ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის დროს შემთხვევით გამოავლენენ ხოლმე. ზოგჯერ ვითარდება თირკმლის ჭვალი ანუ კოლიკა, რომლისთვისაც დამახასიათებელია უეცარი ძლიერი ტკივილი. თავდაპირველად ტკივილი შესაძლოა, ეპიგასტრიუმის არეში იყოს ლოკალიზებული და თან ახლდეს მუცლის შებერვის შემაწუხებელი შეგრძნება, შემდეგ კი გადაინაცვლოს წელისკენ, მუცლის ქვედა ნაწილისკენ, საზარდულისკენ, შარდის ბუშტის საპროექციო მიდამოსაკენ. ტკივილს თან ახლავს გახშირებული შარდვა მცირე ულუფებით. ხშირად შარდი ფერსაც იცვლის – მღვრიეა, ზოგჯერ – წითელი. ტკივილი შესაძლოა, რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს და კენჭის გამოყოფის შემდეგ მოიხსნას. აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორებიცაა:
* წელისა და მუცლის ქვედა ნაწილის ძლიერი ტკივილი, რომელსაც არ აყუჩებს თქვენ მიერ ჩატარებული ღონისძიებები;
* სისხლიანი შარდი;
* ცხელება და შემცივნება;
* ღებინება;
* უსიამოვნო სუნის ან მღვრიე შარდი;
* მტკივნეული შარდვა.скачать dle 11.3