კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: აქვს თუ არა უფლის ხსენებას თავისი წესი? ხშირად უფლის სახელს არაეკლესიურ გარემოში მოიხსენიებენ, რაც არასწორად მიმაჩნია.
პასუხი:
რაც უფრო ხშირად მოვიხსენიებთ ჩვენი უფლის სახელს, მით მეტი მადლი შეგვემატება, მაგრამ უფლის ხსენებას მართლაც აქვს თავისი წესი. მაგალითად, თუ უფლის სახელს ადამიანი საკუთარი მიზნების განსახორციელებლად ახსენებს და ასევე, საკუთარი აზრის გარშემო მყოფთა თავს მოსახვევად, ეს არასწორია და ცოდვად ითვლება. უფალი თავად გვმოძღვრავს: არა მოიღო სახელი ღვთისა შენისა ამაოსა ზედა – ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება უფლის სახელის მოხსენიება მოკრძალებისა და სიყვარულის გარეშე. საუბრის დროს უფალი მხოლოდ მის სადიდებლად უნდა ვახსენოთ.
კითხვა: ვინ არ შეიძლება ავირჩიოთ ნათლიად?
პასუხი:
მართლმადიდებლური წესით, მონათვლის უფლება არ აქვთ: ბავშვებს 12 წლის ასაკამდე, მოუნათლავებს, არამართლმადიდებლებს, ცოლ-ქმარს (ერთი და იმავე ბავშვის), ასევე, ჩვენში დამკვიდრებული ტრადიციით, ნათლიად არ ირჩევენ ახლო ნათესავებს.
კითხვა: როდესაც ორსული ქალი ინათლება, ხომ არ გადადის ნათლობა ნაყოფზეც?
პასუხი:
საეკლესიო კანონიკით, ორსული ქალის ნათლობის შემთხვევაში ინათლება დედა და არა შვილი.
კითხვა: აუცილებელია თუ არა ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში ქელეხის გადახდა? განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანის ან მცირეწლოვნის გარდაცვალების დროს არ მიმაჩნია საჭიროდ ჭამა-სმის გამართვა. რას მეტყვით ამის თაობაზე?
პასუხი:
ქელეხის (როგორც მას საერონი მოიხსენიებენ) გადახდა აუცილებელი არ არის. თუმცა, ეკლესია იწონებს გარდაცვლილთა მოსახსენიებელ აღაპს – გარდაცვლილთა მოსახსენიებელ მოკრძალებულ სუფრას, რაც კეთილწესიერებით უნდა გამოირჩეოდეს, ასევე, ამ დროს უმნიშვნელოვანესია მშიერთა და იმ ადამიანთა დაპურება, ვისაც ეს ძალიან ესაჭიროება.
კითხვა: რომელი უფრო მნიშვნელოვანია აღსანიშნავად – ადამიანის დაბადების დღე თუ გარდაცვალების თარიღი?
პასუხი:
შეგიძლიათ, ორივე აღნიშნოთ ზომიერებით. შეუკვეთოთ ეკლესიაში წირვა, გადაიხადოთ პანაშვიდი მიცვალებულის სახელზე, აანთოთ სანთლები, ილოცოთ. თუმცა, ზოგადად, გარდაცვალების დღე უფრო აღმატებულია, რადგან ამ დღეს ადამიანის სული მარადიულ სამყოფელში გადადის, ამიტომ არის, რომ წმიდანების ხსენების დღეებს, ძირითადად, მათი გარდაცვალების დღეს აწესებენ.
კითხვა: რატომ არის ქრისტიანისთვის პური განსაკუთრებული საკვები?
პასუხი:
პურისადმი მოკრძალებული დამოკიდებულება ჩვენი წინაპრებიდან მოდის და მისი საფუძველი ქრისტიანული სარწმუნეობაა („პური ჩვენი არსობისა“). პური, ისევე, როგორც ღვინო, ლოცვის შედეგად ლიტურგიაზე აღსრულებულ საიდუმლოს დროს გარდაიქცევა უფლის ხორცად (ღვინო – სისხლად). ამიტომ პური და ღვინო ევქარისტიის (ზიარების) უდიდესი სიწმიდეა.скачать dle 11.3