კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როდის აყოვნებს უფალი სათხოვრის შესმენას

სდიე და თვალ-ყური ადევნე საკუთარ თავს და შენი მტერი განდევნილი იქნება შენი მიახლოებით. შერიგდი საკუთარ თავთან და შეგირიგდება ცა და დედამიწა. ეცადე, შეხვიდე შენს შინაგან სენაკში, და იხილავ ზეციურ სენაკს, რადგან ერთიც და მეორეც ერთი და იგივეა და ერთ მათგანში შესული ორივეს ხედავ. სასუფევლის კიბე შენშია, დაფარულია შენს სულში. თვითონ შენს თავში დაიმალე ცოდვისგან და იპოვი იქ აღსავალ კიბეს, რომლითაც აღმასვლას შესძლებ.
***
თუ ღმერთს რამეს სთხოვ და ის აყოვნებს შენს შესმენას, ნუ დადარდიანდები, რადგან შენ არა ხარ ღმერთზე ბრძენი. ეს იმიტომ ხდება, რომ ან არა ხარ შევედრებულის მიღების ღირსი, ან შენი გულის გზები არ შეესაბამება და, პირიქით, ეწინააღმდეგება შენს თხოვნას; ან იმიტომ, რომ არ მოსულხარ ჯერ კიდევ იმ საზომში, რომ მიიღო ის საბოძვარი, რასაც ითხოვ. არ უნდა ვითხოვოთ დროზე ადრე მაღალი ზომის მიღწევები, რადგან ღმერთის საბოძვარი, თუ მას სწრაფად და უშრომლად მივიღებთ, სარგებელს ვერ მოგვიტანს. იოლად მიღებული, იოლად და მალე იკარგება, ხოლო ყოველივე ის, რაც გულის ტკივილითა და დიდი ჯაფის შედეგად მოდის, დიდი სიფრთხილით ინახება.
***
განსაცდელების გარეთ ღვთის განგებულება არ იხილვება; მათ გარეშე შეუძლებელია, მოიპოვო ღვთის წინაშე კადნიერება, შეუძლებელია, განისწავლო სულიწმიდის სიბრძნით, შეუძლებელია, აგრეთვე, ღვთაებრივი სიყვარული დამყარდეს შენს სულში. განსაცდელებამდე ადამიანი ლოცულობს ღვთის მიმართ, როგორც ვიღაც უცხო. ხოლო როდესაც შედის განსაცდელებში ღვთის სიყვარულით და არ უშვებს თავის თავში ცვლილებას (ურყევი რჩება), მაშინ წარიდგინება ღვთის წინაშე ისე, თითქოს ღმერთი იყოს მისი მოვალე და ხდება მისი გულწრფელი მეგობარი, რადგან ღმერთის ნების შესასრულებლად აწარმოებდა ბრძოლას ღმერთის მტერთან და დაამარცხა ის.
***
ლოცვა, რომელშიც სხეულს არ უშრომია და გულს არ უმწუხრია, მხოლოდ მუცლის უდღეურ ნაყოფად შეირაცხება, რადგან ასეთ ლოცვას სული არ გააჩნია.
***
სხვა არის ქმედითი, ძლიერი სიტყვა და სხვა – ლამაზი სიტყვა. საგნების ცოდნის გარეშეც შეუძლია ადამიანურ სიბრძნეს თავისი სიტყვების შემკობა, ჭეშმარიტებაზე ლაპარაკი, ისე, რომ არც კი იცოდეს ის, ასევე სათნოებაზე საუბარი, თუნდაც ადამიანს ის საქმით არ გამოეცადოს... რა სარგებელი აქვს მხატვარს, რომელიც კედელზე წყალს ხატავს. მაგრამ ამ წყლით წყურვილს ვერ იკლავს, და რა სარგებელი აქვს ადამიანს, მშვენიერ სიზმრებს რომ ხედავს? იგივეა საქმით გაუმართლებელი სიტყვაც. მაგრამ ვინც იმ სათნოებაზე ლაპარაკობს, რომელიც თვითონ გამოსცადა, ის უკვე თავის მსმენელს ამას ისე გადასცემს, როგორც ადამიანი აძლევს ვინმეს თავის გამომუშავებულ ფულს.
ღირსი ისააკ ასურიскачать dle 11.3