კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ უნდა შეაჩეროს ქრისტიანმა საკუთარ თავში არსებული ვნება და რატომ იმყოფებიან თანამედროვე ახალგაზრდები უიმედო მდგომარეობაში

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

დღეს ადამიანების დიდი ნაწილი ყველაზე ძვირფასს – საკუთარ დროს ინტერნეტში, კომპიუტერთან ატარებს. ან ტელევიზორის წინ სერიალების, თოქ-შოუების ყურებით არის გართული. ამ ყველაფერს კი იმდენი დრო მიაქვს, რომ ბოლოს, როცა მომოვიხედავთ, ირგვლივ აღარაფერი გვრჩება. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთვის ჯერ არის იესო ქრისტეს მაცხონებელი სწავლება და შემდეგ – სხვა დანარჩენი. ამ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

– დღეს ადამიანების დიდი ნაწილი კომპიუტერზე, ინტერნეტზეა მიჯაჭვული. სერიალის გმირების მიხედვით ცხოვრობენ, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რა მოხდა წინა დღეს ამა თუ იმ სერიაში და რა შეიძლება, წაიკითხონ დილით სოციალურ ქსელში. ეს ყველაფერი კი შემდეგში სიზარმაცის ერთ-ერთი მიზეზიც კი ხდება.
– დღეს არავის გვაქვს სიზარმაცის დრო. როგორც კათოლიკოს-პატრიარქი გვარიგებს: ნუ მიეჩვევით სიღარიბეს, სიზარმაცეს, ქეიფს, დროსტარებას, თორემ დრო ისე გაგატარებთ, რომ შეიძლება, უფლის წინაშე წარდგომა მთქნარებ-მთქნარებაში მოგიწიოთ. თავის დროზე ქეიფიც კარგია, მოსავლის აღებაც, მეგობრებში სიარულიც, მაგრამ ჯერ საქმე უნდა აკეთოთ და მერე  – სხვა დანარჩენი. დღეს ისეთი ზარმაცები ვართ, არაფრის კეთება აღარ გვინდა. ჩვენ ხომ ყველაფერი გვაინტერესებს, ყველაფერი, ოჯონდ სხვაგან და არა ჩვენთან. როცა ადამიანი ასეთ ცნობისმოყვარეობაშია, მას უკვე ავიწყდება ის, რაც მისი გასაკეთებელია. ამიტომაც, ბოლოს ყველას ყველაფერი ეზარება, საბოლოოდ კი, ხელს ჩაიქნევს და ამბობს: აზრი არ აქვს რამის კეთებას. რა გავაკეთო? ჯობია, ეს ყველაფერი სხვამ გააკეთოს და ამ დროს ის უკვე საშინელ სიზარმაცეში ამოჰყოფს თავს. ეს რომ ავიცილოთ, თავი უნდა დავანებოთ იმას, რაც ჩვენ არ გვეხება, რაც ჩვენთვის არ არის აუცილებელი. მაგრამ, გათენდება თუ არა, მაშინვე კომპიუტერს მივუჯდებით, ჩავრთავთ ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს და გვაინტერესებს, იმას რამდენი საყვარელი ჰყავს, ეს რა მდგომარეობაშია, ამან რა გააკეთა და იმას, რაც ჩვენი გასაკეთებელია, აღარ ვაკეთებთ. ვცხოვრობთ სერიალის გმირების, პოლიტიკოსების, მეზობლების ცხოვრებით. საბოლოოდ, ჩვენი საქმის გასაკეთებლად დრო აღარ გვრჩება. არ გადადოთ დღევანდელი საქმე ხვალისთვის და ზეგისთვის, რადგან შეიძლება, მერე ძალიან გვიან იყოს.
– დღეს ახალგაზრდები დაღლილებად, უიმედოებად გამოიყურებიან. ჩვენი თაობა სოციალური ქსელების თაობაა.
– კი. თითქმის ყველაფერი აქვთ, არანაირი სტიმული არ გააჩნიათ, მხოლოდ იმას იღებენ, რაც მათ მშობლებს აქვთ. ჩვენი შვილები აქ კი არა, ვირტუალურ სამყაროში იზრდებიან. არარეალურ მდგომარეობაში არიან და ეს მდგომარეობა მათ დაღუპავს. ბევრი ადამიანი გარეგნულად კარგად გამოიყურება, მაგრამ ავადმყოფი სული აქვს. ამის მანიშნებელი კი მისი უიმედობაა. ნახეთ, როგორ მომრავლდნენ ახალგაზრდები, რომლებიც თავს იკლავენ; რამდენი ადამიანია უიმედო მდგომარეობაში.  თუ შენ არაფრის იმედი არ გაქვს, არაფრის გჯერა, ეს ნიშნავს, რომ შენი სული ძალიან დასნეულებულია. უიმედობის წამალი იმედია, რომელიც ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან მოდის. ადამიანები ხშირად  ამბობენ: „მე მწამს”... მაგრამ, რა სწამს? ქართველებს ასეთი გამოთქმაც გვაქვს: „რაღაც არსებობს”. ეს ყველაზე დიდი მკრეხელობაა. პეტრემ რა უთხრა ქრისტეს: „მრწამს, რომ შენ ხარ ძე ღვთისა”, – აი, რა უნდა სწამდეს ქრისტიანს და არა რაღაცის არსებობის. როგორც კი გათენდება, ადამიანები ადგებიან, მიდიან ეკლესიაში ან სამსახურში და მაშინვე იმაზე იწყებენ საუბარს, იმას რა აცვია, ის როგორ გამოიყურება, ის როგორ იქცევა და იქცეოდა და არ უნდათ იმის აღიარება, რომ ამ ადამიანებს შორის თავად არიან ყველაზე ცოდვილები. რა თქმა უნდა, ავაზაკი არ იყო პირველი ცოდვილთა შორის, მაგრამ ის ამას განიცდიდა. ყველამ უნდა განიცადოს თავისი ცოდვილი მდგომარეობა. უნდა ირწმუნო და დაიჯერო, რომ შენც პოტენციურად ყველა ცოდვას ატარებ. შანსი რომ მოგეცეს, შეიძლება, იმრუშო კიდეც, მოიპარო, ადამიანი მოკლა.
– შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ღმერთთან არიან, ლოცულობენ,  შეიძლება, ის წამებში უარყონ, ისევე როგორც ეს მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლისას მოხდა.
– ზიარების ლოცვაში ასეთი რამ წერია: „სერობასა მას საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღმრთისაო, ზიარებად შემიწყნარე, რამეთუ არა მტერთან შენთა ვუთხრა საიდუმლო შენი, არცა ამბორს გიყოფ ვითარცა იუდა“. ამ დროს ბევრს ეშინია და ფიქრობს: უღირსი ვარ, მართლა ამბორით გასცა იუდამ ქრისტე? ქრისტეს ყველა იცნობდა, მაინც შეიპყობდნენ. აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ქრისტესთან არიან, ეკლესიასთან, მოძღვრებთან, პატრიარქთან ჩახუტებულები; ლოცულობენ, ეზიარებიან, მაგრამ ეკლესიის გამყიდველები არიან. სწორედ ამას ვევედრებით: ზიარების შემდეგ რომ გავდივარ ეკლესიიდან, იუდასავით არ გავყიდო ჩემი მაცხოვარი, რომელიც უკვე ჩემშია. თუ შენ იცი ავაზაკის აღიარება, აღარ გაგიჭირდება აღსარების თქმა. აღსარებაში ადამიანები ხშირად, საკუთარი თავის გარდა, მხოლოდ სხვებზე საუბრობენ. რა მდგომარეობაშიც ვართ –  საპყრობილეში, გაჭირვებაში, შიმშილში, ეს ჩვენი ბრალია – რაც დავთესეთ, ის მოვიმკეთ. უნდა ვთხოვოთ უფალს: მომიხსენე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა... ისევე, როგორც ჯვარზე გაკრულმა ავაზკმა სთხოვა მაცხოვარს: „უბრალოდ, მახსენე, რადგან მეტის ღირსი არ ვარ“. ავაზაკი ღმერთმა შეიყვანა ყველაზე წინ სამოთხეში, ამიტომ არის ქრისტიანობა ყველაზე უნივერსალური და მოერგება ყველა რჯულის ადამიანს. ამიტომაც ადამიანზე ცუდი არაფერი თქვათ. ავაზაკი სიკვდილამდე ხუთი წუთით  ადრე ცხონდა, მაშინ, როცა იუდა მთელი ცხოვრება იყო ქრისტესთან, მისი ჯამიდან ჭამდა და ჯოჯოხეთში აახილა თვალი. ეს ყველაფერი უნდა იცოდეთ. ამბა დოროთე ადამიანის მიერ ვნების სამ ძირითად გამოვლინებას აღწერს: ვნების აღსრულება, ვნების შეჩერება და ვნების აღმოფხვრა. „ვნების აღსრულება იგივეა, როცა ის მოქმედებაში მოგყავს და მისით გაქვს გონება შეპყრობილი. როცა შეურაცხყოფაზე ათასს პასუხობ და მერე ნერვიულობ, რატომ მეტი არ ვუთხარიო“. ვნების შეჩერება – „როცა შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემის შემდეგ მალევე დარდობ: რატომ არ დავითმინეო. გწყინს, რომ გაგლანძღეს, მაგრამ საკუთარ თავს აბრალებ“. ვნების აღმოფხვრა: „ვნების აღმოფხვრა ნიშნავს ყოველდღე გამოსცადო თავი და თქვა: წინა კვირას ეს ვნება მაწუხებდა და ახლა როგორ მდგომარეობაში ვარ“.  დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცოდვა მრისხანებაა. ადამიანები ოჯახში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სოციალურ ქსელებში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ლანძღავენ, მრისხანებენ. იოანე სინელის მიერ აღწერილი რვა მომაკვდინებელ ვნებას შორის რიგით მესამე არის მრისხანება. ის მაშინ აღიძვრება, როდესაც ჩვენი სურვილები არ სრულდება. თუკი საფუძვლიანად  გავაანალიზებთ, მივხვდებით: ყოველგვარი მრისხანების მთავარი მიზეზი არის ის, რომ საკუთარ თავს არ ვადანაშაულებთ. მრისხანება, უპირველეს ყოვლისა, სიმშვიდეს გაგვაშორებს, არადა, ადამიანები ამქვეყნად ყველაზე მეტად სიმშვიდეს ვეძებთ. თუკი სულიწმიდა არის სიმშვიდე გულისა, ხოლო მრისხანება – აღშფოთება გულისა, არაფერი ისე არ დააბრკოლებს ჩვენს არსებაში სულიწმიდის დამკვიდრებას, როგორც მრისხანება. მრისხანების დროს მამები გვირჩევენ, გავიხსენოთ მათი ღირსებები, ვისაც ვურისხდებით; გავიხსენოთ ჩვენ მიმართ მათი კეთილგანწყობა, მათ მიერ ჩადენილი კეთილი საქმეები. რაც მთავარია, უნდა გავიხსენოთ საკუთარი ცოდვები და მაშინ ჩვენი მრისხანებაც დაცხრება.

скачать dle 11.3