კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 აქვს თუ არა ურთიერთობას მომავალი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

ურთიერთობაზე, რომელიც წყვილს შორის ერთ წელზე მეტხანს გრძელდება, ბევრის თქმა შეიძლება. თუმცა, ერთმანეთს ჯერ კიდევ ისე არ იცნობთ, რომ ლოგიკური დასკვნები გააკეთოთ, როგორ გაგარძელდება თქვენი ურთიერთობა. მით უფრო, როცა გრძნობა მძლავრობს და საღ აზრს ახშობს. არსებობს ნიშნები, რომლებიც  ახალგაზრდა წყვილის მომავლისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. თუ მათ გაითვალისწინებთ, სავალალო შედეგებს თავიდან აიცილებთ.
* ერთმანეთისთვის დრო არ გაქვთ
ოღონდ აუცილებლობით თავი არ გაიმართლოთ. თუ თავიდანვე  მიზეზებს და გამართლებას ეძებთ, რომ ერთმანეთს არ შეხვდეთ, იმაზე მეტყველებს, რომ ეს ურთიერთობა არც ისე  გჭირდებათ. ალბათ ის „თქვენი“ ადამიანი არ არის.
როცა ჭეშმარიტად თქვენს ადამიანს იპოვით. ანუ, როცა  საკუთარ თავზე მეტად შეგიყვარდებათ, ვერავინ და ვერაფერი  შეგაჩერებთ. დაფიქრდით, როგორ შეიძლება, ურთიერთობა   ჰქონდეს მომავალს, როცა ერთმანეთისთვის არ გცალიათ.
* გეშინიათ წერტილის დასმის
აუცილებელია იცოდეთ, რა გაერთიანებთ – სიყვარული, ჰობი, მარტოობა? რაღაც სერიოზულია თუ ბავშვური გართობა? ნორმალურ ურთიერთობაში პარტნიორებს საკუთარი სტატუსის განხილვა, ლოდინი, მიჯაჭვულობა და საერთო მომავალზე ფიქრი  არ აშინებთ. თუ ერთი მათგანი მაინც ამ თემას თავს არიდებს, პასუხისმგებლობის ნებისმიერ ფორმას გაურბის, სიყვარულს ნაცნობებისგან მალავს, საქმე კარგად არაა. უნდა გაარკვიოთ, ექნება ამ ურთიერთობას გაგრძელების პერსპექტივა თუ არა.
* არ აჩენთ ნამდვილ სახეს
საქმე ისაა, რომ  სერიოზული ურთიერთობა გულწრფელობას მოითხოვს, აქ პირფერობასა და  თამაშს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. თუ უკვე დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობთ, მაგრამ ყოველ ნათქვამ სიტყვას აკვირდებით, საათობით ფიქრობთ, რა პასუხი გასცეთ საყვარელ ადამიანს, რჩევას მეგობრებსაც ეკითხებით,  რაღაც რიგზე არაა. დაფიქრდით, რატომ გეშინიათ, იყოთ ნამდვილი. რატომ მალავთ გულწრფელ  ემოციებს.  გახსოვდეთ, რაც უფრო მალე გააცნობთ ადამიანს თქვენს პიროვნებას,  მით  მეტი შანსი გექნებათ, რომ არჩევანში შეცდომა არ დაუშვათ. აჯობებს, მიგიღონ ისეთი, როგორიც ხართ, ან საერთოდ არ მიგიღონ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი –  მოსიყვარულე ადამიანებს ერთმანეთის არ უნდა ერიდებოდეთ.
* მხარდაჭერას ვერ გრძნობთ
თუ პარტნიორი პრობლემებთან მარტო გტოვებთ და ხვდებით, რომ  მისი იმედი არ უნდა გქონდეთ – ეს კარგი არ არის. როცა ვინმე გვიყვარს, მის გასაბედნიერებლად ყველაფრისთვის მზად ვართ. რას არ გავაკეთებთ, რომ მას ცხოვრება გავუმარტივოთ.
* თითქმის არაფერი იცით, რა იქნება მომავალში
უნდა იცოდეთ, რამდენად ახლოს ხართ ერთმანეთთან. როცა წყვილს ცხოვრების მიმართ სხვადასხვანაირი მიდგომა აქვს, ამან  შეიძლება, ურთიერთობას წერტილი დაუსვას. ერთი მხრივ,  ერთმანეთი იპოვეთ, მაგრამ ვერაფერზე საუბრობთ, იმიტომ რომ  სამყაროს მიმართ სხვადასხვა ხედვა გაქვთ. ეს  უკვე მნიშვნელოვანი მიზეზია, დაფიქრდეთ,  პარტნიორი სწორად აირჩიეთ თუ არა.

როცა ქმარი
სახლში არ არის


როდესაც ქმარი ახლოს არ არის, ცოლებს უყვართ ისეთი რაღაცების კეთება,  რასაც ქმრის თანდასწრებით არ ჩაიდენდნენ. რა თქმა უნდა, როცა ქმარი გვერდით ჰყავს, ქალბატონი ცდილობს,  თავისი საუკეთესო „ვერსია“ აჩვენოს.
ბინებრივია, ყველა ცოლს აქვს მარტო ყოფნის სურვილი, როცა მაქსიმალურად შეძლებენ საკუთარი თავის გამოვლენას.
ფსიქოლოგების საინტერესო და სახალისო კვლევა, ანუ, რას აკეთებენ ცოლები სახლში მარტო ყოფნისას:
* მღერიან ძალიან მაღალი ხმით და საერთოდ არ ადარდებთ, ეს როგორ გამოსდით;
* არ ალაგებენ საწოლს, სხედან იქ პიჟამათი ან ჭამენ მზესუმზირას, თუნდაც, სენდვიჩს და უყურებენ მელოდრამებს. ქმრის მოსვლამდე ორი საათით ადრე კი „სამხილების“ განადგურებას იწყებენ;
* ხდებიან განსაკუთრებით ქალურები – იღებავენ თმას, იდებენ სახის ნიღბებს, ისვამენ და იცილებენ, ანუ არჩევენ  რომელი ფრჩხილის ლაქი უფრო უხდებათ;
* უყვართ სახლში იმ დაქალების მოწვევა, რომლებსაც იშვიათად ნახულობენ, რადგან მეუღლეს დიდად გულზე არ ეხატება;
* იღებენ ყველაზე ხანგრძლივ შხაპს, მღერიან ბოლო ხმით და „ცელქობენ“ აბაზანაში;
* ხანდახან, ჩუმად ეწევიან კიდევაც, რის გაკეთებასაც ქმრის თვალწინ ერიდებიან;
* როცა ქმარი სახლში არაა, ისინი შიშვლები დადიან ოთახებში. ასე ამზადებენ ყავას, უყურებენ სერიალებს და იატაკებსაც კი წმენდენ;
 * ქალებს უყვართ თავიანთი ყოფილი შეყვარებულების ფოტოების ნახვაც სოციალურ ქსელებში, საერთოდ, ინტერნეტ-ურთიერთობა იზიდავთ, ოღონდ  დაფარულად;
* უყურებენ გვიანი ღამის შოუებს, რადგან ქმრის გარეშე უჭირთ დაძინება;
* როცა ქმრების გარეშე დაძინება უწევთ, ისინი ტელევიზორის ყურებისას იძინებენ, საწოლში მიირთმევენ პოპკორნს ან ტკბილეულს;
* ქმარი მუდმივად წუწუნებს იმაზე, რომ სინათლე უნდა გამორთოს, მარტო ყოფნისას კი ქალები ყველგან სინათლეს ტოვებენ;
 * მთელი დღის განმავლობაში ტოვებენ გასარეცხ ჭურჭელს, დაუკეცავ ტანსაცმელს და დროს დივანზე ჯდომაში ატარებენ;
მიდიან დაუგეგმავ შოპინგზე საყვარელ მაღაზიებში და ყიდულობენ არასაჭირო ნივთებს;
* მათ მოსწონთ შიშველი ყოფნა, სექსუალური პოზების მიღება და ახალი თეთრეულის მოსინჯვა, ამავე დროს სხეულის ყოველ ნაკვთს იმოწმებენ;
*  სანაგვეში ყრიან ქმრების ნივთებს, რომლებიც საჭიროდ არ მიაჩნიათ;
* სახლში მისვლისთანავე იხდიან ლიფს.
P. S. აბა, იყავით გულახდილები და აღიარეთ, რამდენ პუნქტს დაეთანხმეთ.скачать dle 11.3