კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რა გართულებები შეიძლება, მოჰყვეს აცრებს, ვინ უფრო დაცულია, აცრილი თუ აუცრელი და აცრების რა შედეგის ეშინიათ ყველაზე მეტად საქართველოში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2018 წლის მთავარ გამოწვევად აცრების საწინააღმდეგო კამპანია დაასახელა და ამის ექო ჩვენს ქვეყანაშიც გაისმის. შესაბამისად, ჩნდება კითხვები: ვინმეს უნდა კაცობრიობის დაავადება? ვაქცინები გარკვეული მიზნებით გამოიცდება თუ იმუნიტეტი ისე გაგვიძლიერდა, რომ აღარ გვემუქრება ის ფართომასშტაბიანი ეპიდემიები, რომლებიც კაცობრიობამ საუკუნეების განმავლობაში გამოიარა და რაც სწორედ ვაქცინებით დაიძლია? – ამ თემებზე ჯანდაცვის ექსპერტთან, სერგო ჩიხლაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
 – ჩვენთან არსებული პრაქტიკით, გაცნობებენ, რომ აცრაა ჩასატარებელი, მაგრამ არავინ გაძალებს, სხვა ქვეყნებში როგორაა?
– ქვეყნების მიხედვით, აცრების კალენდარი სხვადასხვაა, მაგრამ პრინციპი ერთია. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენთან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აუცრელ ბავშვებს არ მიიღებენ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებელში...
– ეს დაძალება და რეპრესიები, ჩემი აზრით, ანტიკონსტიტუციურია.
– გასაგებია, რომ აცრა სავალდებულოა, მაგრამ ადამიანების დარწმუნება, რომ აიცრან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოვალეობაა და ამაზე უნდა მუშაობდნენ. ხშირად ვლაპარაკობ ჯანდაცვის პირველადი რგოლის მნიშვნელობასა და მისი განვითარების აუცილებლობაზე და მისი მოვალეობა სწორედ ესაა, გამოავლინოს ის ოჯახები, რომლებიც არ იცრიან და გამოიკვლიოს მიზეზები. ერთია ობიექტური მიზეზი, თუ სუბიექტური მიზეზია, მიაწოდოს ინფორმაცია, დაარწმუნოს და ასე შემდეგ.  ასე რომ, იმის თქმა, თუ ბავშვი აცრილი არ იქნება, არ მივიღებთ სკოლაში, შევუჩერებთ სტუდენტის სტატუსს, ისეთივე დისკრიმინაციაა, როგორც ის, რომ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი სადმე არ დავუშვათ. არ შეიძლება ყველაფრის დავალდებულება და ყველაფრის გამო სანქციების დაწესება. თუ ჯანდაცვის სისტემა გამართულად იმუშავებს, აცრის პროცესი კარგად წარიმართება. რადგან, რაც უნდა მკაცრი სანქციები დაწესდეს და სისტემა გამართულად მუშაობდეს, ასპროცენტიანი მოცვა არც ერთ ქვეყანაში არ არის და ვერც იქნება. მთავარია, აცრილთა რაოდენობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ არ ჩამოვიდეს და არ გავრცელდეს ჭორები, მითები და აცრებისადმი უნდობლობა.
– დასავლეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა უფრო გამართულია, მაგრამ იქაცაა ტენდენცია, რომ გეგმიური აცრები არ ჩაიტარონ. იქ რაა მიზეზი?
– ყველა ქვეყანაშია აცრებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. აცრების წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი მასობრივი კამპანია შეერთებულ შტატებში დაიწყო 2000-ანი წლების ბოლოს. ანტიპიარი დაიწყო წითელა-წითურა-ყბაყურის აცრებით: 2007-2008 წლებში სამეცნიერო ჟურნალებში გაჩნდა სტატიები და კვლევები, რომ ეს აცრები იწვევს აუტიზმს. იმ პერიოდიდან მართლაც გაიზარდა აუტიზმის შემთხვევები, ჩვენთანაცაა ეს ტენდენცია, რაც პირადად მე ჰიპერდიაგნოსტიკად მიმაჩნია, იმიტომ რომ უცხოეთში და ჩვენთანაც ძალიან ბევრ ადამიანს უსვამენ აუტისტური სპექტრის დიაგნოზს. გავრცელდა აზრი, რომ სწორედ ეს აცრა იწვევს აუტიზმს, სხვათა შორის, ამაში ბევრი ცნობილი ადამიანი ჩაერთო, რამაც პოპულარული გახადა ეს თემა და კამპანიამ მასობრივი ხასიათი მიიღო...
– ვაქცინები ხომ ჩვენი წარმოების არ არის?
– არა, მაგრამ ბევრი შემთხვევაა, როდესაც მიგყავს ბავშვი ასაცრელად, არის უფასო ინდური ვაქცინა, ფასიანი ფრანგული ვაქცინა კი ძვირი ღირს.
– ახლა ერთი და იგივე ვაქცინაა. გამოსწორდა ვითარება. ბავშვებს სახელმწიფო იმავე ვაქცინებით ცრის, რომლებითაც კერძო კომპანიები.
– ჩემი შვილის დროს იყო განსხვავება. ამას გარდა, იგებ, რომ აცრის გამო ვიღაცას რაღაც დაემართა, ზოგადად, სამედიცინო მუშაკებისადმია უნდობლობა და ეს ყველაფერი გარკვეულ როლს ასრულებს იმაში, რომ ადამიანები არ ენდობიან აცრებს. მეორე მომენტია ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაუმართავი მუშაობა, არასწორი კამპანია. კამპანიად ვერ ჩაითვლება რომელიმე მაღალჩინოსნის მოწოდება აცრებისკენ. მუშაობა საჭიროა მოსახლეობის დონეზე: ექიმი უნდა მუშაობდეს ადამიანებთან, ოჯახებთან, სამედიცინო საკითხების სწავლება ადრეული ასაკიდან უნდა იწყებოდეს. თავი დავანებოთ წითელას, როდესაც გრიპის გამო იყო აჟიოტაჟი, დადგა საკითხი, თუ რამდენად მომზადებული შეხვდა ქვეყანა გრიპს, აქვს თუ არა შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს ყველა მოთხოვნა, არის თუ არა საკმარისი ვაქცინები, მედიკამენტები. ეს, ერთი მხრივ, უნდობლობას ქმნის, მეორე მხრივ კი შეიძლება, მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ მაინც აღარ მივიდეს ადამიანი და მასზე დარწმუნებაც აღარ მოქმედებს.
– გრიპის აცრა სხვა თემაა და სხვაა გეგმიური აცრები. პირადად მე პერიოდულად ვიცრები გრიპზე, იმიტომ რომ ვფიქრობ, ჩემმა ორგანიზმმაც უნდა იმუშაოს და დავაკვირდი ასეთ ტენდენციაც, სხვებსაც ვკითხე: თუ ჩააგდებ წელს და არ აიცრები, სწორედ იმ აუცრელ წელიწადში გემართება ყველა ტიპის გრიპი, რაც სეზონზე არის და კიდევ, როგორც ვიცი, ერთი და იმავე ტიპის ვაქცინის  პერიოდულად გამოყენება, ისევე, როგორც ერთი და იმავე წამლის ხანგრძლივად მიღება საკმაოდ აზიანებს ღვიძლს, თირკმელს. რეკომენდებულია გრიპზე ყოველწლიური აცრა?
– მეცნიერულად დასაბუთებულია და სანდო ორგანიზაციების მიერ რეკომენდებულია ყოველწლიური ვაქცინაცია, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი იმუნიტეტი, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება, როგორც, მაგალითად, წითელის შემთხვევაში. მეორე მიზეზია, რომ გრიპის ვირუსის შტამები იცვლება და არ დადასტურებულა ფაქტი, რომ აცრა ან ღვიძლს ვნებს, ან თირკმელს. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერ აცრას შეიძლება, მოჰყვეს გართულება.
– და ლეტალური შედეგიც კი.
– რა თქმა უნდა. ამდენად, აცრების შიშს ყოველთვის აქვს საფუძვლები: ერთი მხრივ, ეს ის საფუძვლებია, რომლებზეც ვისაუბრეთ ზემოთ და, მეორე მხრივ, არის ობიექტური საფუძვლები – გართულება, თუმცა ლეტალური შედეგი ძალიან იშვიათია. ყველაზე ხშირი არის ალერგიული რეაქცია, სიცხე, გამონაყარი და სხვა, ესეც ნორმალურია, რამდენიმე დღეში ალაგდება და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოსდევს. სხვათა შორის, ლეტალობის იმდენად არ ეშინიათ, იმიტომ რომ ეს მართლაც ძალიან შვიათად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ათასი მითია, ამის შიში არ არის. ყველაზე დიდი შიში უკავშირდება შემდეგს: არის შემთხვევები და ერთ-ორ ჩემს ახლობელსაც დაემართა, როდესაც ვაქცინაცია იწვევს ცერებრალურ დამბლას, ანუ შეიძლება, ფსიქო-ნევროლოგიური დარტყმა მიაყენოს ორგანიზმს. ასეთი შემთხვევებიც ძალიან იშვიათია და შეიძლება, 100 000-ში ერთი ან ორი იყოს, მაგრამ, როდესაც ადამიანი ხედავს, რომ ერთი-ორი ასეთი შემთხვევა გამოვლინდა, ეშინია. ამას ემატება ის, რომ შესაბამისი ინფორმაციაც არ არის, განათლების დონეც დაბალია, ჯანდაცვის სისტემაც გაუმართავია, და საბოლოოდ ეს შიშები რეალიზდება იმით, რომ ადამიანები უნდობლობას იჩენენ აცრებისადმი. ეს იმიტომ ვთქვი, რომ უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერ აცრას შეიძლება, მოსდევდეს გართულებები, მაგრამ ამის შიშით აცრებზე უარის თქმა გაუმართლებელია. რადგან დაზღვეული ვერავინ იქნება. შვება ვერ იქნება გართულებების იშვიათობა მისთვის, ვისაც ეს დაემართება, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, სტატისტიკაზე. ამიტომ უნდა იმუშაოს ჯანდაცვის სისტემამ, რომ შიშებს, მითებს, რომ რაღაც ლაბორატორია ავრცელებს ვირუსებს, კრიტიკულად დავუპირისპირდეთ.
– მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, როდესაც ადამიანი გააზრებულად არ იცრება ან გააზრებულად იცრება. ამის უფლება აქვს და, ჩემი აზრით, პრობლემა ისაა, რომ გაუაზრებლად იცრებიან ან არ იცრებიან.
– ამას ვამბობ, შეიძლება, ადამიანი საკმაოდ განათლებული იყოს, იცოდეს, რა არის ვაქცინის სარგებელი, ნაკლოვანება და ამის მიხედვით იღებდეს გადაწყვეტილებას. ისევე, როგორც, როდესაც ადამიანი ექიმთან მიდის, ეუბნებიან, რომ არის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, ყველას აქვს თავისი რისკები და ეფექტიანობა და ადამიანი გაცნობიერებულ არჩევანს აკეთებს.
– გამაცანით ასეთი ექიმები, ჩვენთან, ძირითადად, ექიმებს მიაჩნიათ, რომ საკუთარი ჯანმრთელობა თვალდახუჭულმა უნდა ანდო. თუმცა მე მოვითხოვ ხოლმე და ეს იშვიათად მოსწონს ვინმეს.
– მაგრამ ასე უნდა იყოს და შენ იღებ გადაწყვეტილებას. კანონშიც გვაქვს ვალდებულება, რომ ნებისმიერი მანიპულაციის შემთხვევაში, ხელს აწერ თანხმობას. აცრების შემთხვევაშიც, იმის თქმა, რომ ბავშვი თუ აცრილი არ არის, სკოლაში არ მივიღებთ,  უკიდურესობაა. დადასტურებულია, რომ ასეთ რეპრესიებს შედეგი არ მოაქვს. იმას გარდა, რომ დისკრიმინაციაა, იმიტომ რომ ჯანდაცვის  უფლება არის ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი ნაწილი. ოღონდ არჩევანი უნდა იყოს გაცნობიერებული და არა იმის შედეგი, რომ სოციალურ ქსელში ვიღაცამ რაღაც დაწერა.
– ნახევარმა აიცრა, ნახევარმა – არა, ვინ უფრო რისკის ქვეშაა, აცრილი თუ აუცრელი? იმიტომ რომ აცრის მომხრეები ლამის აბულინგებენ აცრის მოწინააღმდეგეებს, რომ მათ გამო ეპიდემია გავრცელდება.
– აცრილი მაქსიმალურად დაცულია, უბრალოდ, დაცული უნდა იყოს აცრების კალენდარი. 100-პროცენტიანი არაფერია, მაგრამ 90 პროცენტზე მეტადაა დაცული აცრილი – ან არ დაემართება, ან დაემართება მსუბუქი ფორმით. მნიშვნელობა აქვს, მოსახლეობის რა რაოდენობა აიცრება.
– აცრილთა რა რაოდენობაა კრიტიკული ზღვარი, რის ქვემოთაც ეპიდემიის საფრთხეა?
– წითელა-წითურა-ყბაყურის პირველი აცრის მხრივ ქვეყანაში კარგადა საქმე, 95 პროცენტზე მეტი მოცვა და ვუახლოვდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას. თუმცა იკლებს შემდგომი ეტაპის აცრების მოცვა, რომელიც ბავშვს უწევს 5 წლის ასაკში, მოცვა 90 პროცენტზე დაბალია და ეს გასაზრდელია. შემდგომი წლების აცრების მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია – ტეტანუსის, დიფტერიის, რომლებიც 14 წლის ასაკში უნდა გაკეთდეს, 70-75 პროცენტის ფარგლებშია.
– ამდენი ძაღლი და კატაა გარშემო, ტეტანუსზე როგორ არ უნდა აიცრა? ყვავილი ხომ გაქრა, წითელა-წითურა-ყბაყურა რატომ არ ქრება?
– იმიტომ რომ ამის სრულად ამოძირკვა ვერ მოხერხდა, ზუსტად ესაა ამ აცრების საბოლოო მიზანი, რომ მივიდეთ სრულ გაქრობამდე, მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ დაბალი მოცვა იქნება. ერთ ქვეყანაში რომ კარგად იყოს საქმე, ეს არ ნიშნავს, რომ არ გავრცელდება მეორე ქვეყნიდან. კრიტიკული ზღვარი დადგენილი არ არის, მაგრამ სარეკომენდაციო ზღვარი მოსახლეობის 90-95 პროცენტის აცრაა. მეორე მხრივ, ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც არ აუცრიათ, არც შვილებს ცრიან და...
– არც არაფერი ემართებათ.
– დიახ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ასე გაუმართლებს.
скачать dle 11.3