კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რატომ დაემუქრნენ ლევან ხაბეიშვილს ხეზე დაკიდებით და ვის მოსწონს მის სახლში კახა კალაძის სტილი

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ქართულ პოლიტიკაში „ვეტერანი“ ნამდვილად არ არის, თუმცა აქტიური ხასიათის, გურული ტემპერამენტისა და ხმაურიანი განცხადებების  გავლენით, მოვლენების  ეპიცენტრში ყველაზე ხშირად ხვდება. თბილისში არაფერი ხდება, სადაც ის არ არის. კადრს მიღმა კი მისი ცხოვრება სულაც არ არის ისეთი ექსტრემალური, როგორიც პოლიტიკაში – დეპუტატის ერთადერთი გატაცება სპორტია, თუმცა პოლიტიკურ დებატებში მამაც ლევან ხაბეიშვილს, თურმე, „უწყინარი“ ცხოველებისაც კი ეშინია, რაზედაც ის კადრს მიღმა დარჩენილ სხვა ისტორიებთან ერთად ჩვეული გულწრფელობითა და იუმორით  საუბრობს.            
– ამ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად  ხვდებით  ხმაურიანი მოვლენების ეპიცენტრში, ხან „გამოქანებით“ გემუქრებიან, ხან ნაძვის ხეზე დაკიდებით...  გურული ტემპერამენტიანი ხასიათის დამსახურებაა, ხშირად რომ  ხართ მძიმე განცხადებების  „სამიზნე“?
– ჩემი აქტიური ხასიათი ნამდვილად არის ჩემი გურული ტემპერამენტის დამსახურება, თუმცა „გამოქანებასთან“ დაკავშირებით, არ მგონია, ეს ჩემი პრობლემა იყოს, ეს უფრო მერის პრობლემაა, რომელიც ხან ნაძვის ხეზე დაკიდებით გვემუქრება ოპონენტებს, ხან მთავრობის სხდომებს „გვირაზავს“.  როგორც ჩანს, კახა კალაძემ მერია და მთავრობის სხდომა მილანის გასახდელს მიამსგავსა,  ისე ჩაკეტა და დახურა ყველაფერი. მე ვიცი, როგორ გამოვიყენო ჩემი უფლებამოსილება და მანდატი, ამიტომაც ვხვდები ხოლმე იქ, სადაც სხვები ვერ ხვდებიან, მაგალითად, მთავრობის სხდომაზე. მან „გამოექანოსო“ მარტო მე კი არა, ყველას უთხრა, ვინც შეიძლება, განსხვავებულად ფიქრობდეს – ესაა პრობლემა, თორემ  ხაბეიშვილი საიდან გამოექანება, მთაწმინდიდან თუ სხვა ლოკაციიდან, ამას თავად გადაწყვეტს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პოლემიკაში პოლიტიკას გასცდება და პირად თემებზე გადავა. ეს ყველამ კარგად იცის.
– პოლიტიკას არ ვცდებიო და მერის ფერადი ქუდისა და ჭრელი ქურთუკის ამბავს სოციალურ ქსელში მაინც  აქტიურად  განიხილავდით.  
– მერის სამოსზე ვიღლიცინე, თორემ სერიოზულად როგორ განვიხილავდი, ვისაც რა უნდა, ის ჩაიცვას და დაიხუროს. მე მაინტერესებს თანამდებობის პირები, სანამ თანამდებობის პირები არიან და ხელფასს ჩვენ ვუხდით,  თორემ მერე, როცა  პოსტებზე აღარ არიან, სულ არ მაღელვებს მათი არაფერი. უნდა ვაღიარო, რომ მე ვიყავი მერის გულშემატკივარი, როცა ის იყო ფეხბურთში და ძალიან კარგად თამაშობდა. კალაძის ქუდისა და ჭრელი ქურთუკის რა გითხრათ, სხვათა შორის, მისი ჩაცმულობა  მოსწონდათ ჩემს შვილებს. მე თვითონ არ  ვარ  განსაკუთრებული   ჩამცმელი. საერთოდ არ მიყვარს „საროჩკა“, კეტები და ჯინსები ყველაფერს მირჩევნია, რასაც ვერც პოლიტიკის გამო ველევი, თუმცა პოლიტიკა რაღაცებს გიცვლის – სტილსაც, ემოციებსაც სხვანაირად მართავ. ამ ხალხმა თვითონ „შემომიტყუა“ მოვლენების ეპიცენტრში, ჯერ ჩემს ამბავზე გავბრაზდი, მერე სხვებისაზე, ვინც ჩემს დღეში ჩააგდეს და მათი უფლებების დასაცავად  და ამ ხალხს რომ დავხმარებოდი არასამთავრობო ორგანიზაცია გავაკეთე. ასე აღმოვჩნდი პოლიტიკაში, თორემ მე ასეთი გეგმები არ მქონია. იმ პერიოდში, როგორც ფეხბურთის და მით უმეტეს, ბავშვთა ფეხბურთის დიდმა ქომაგმა, გავაკეთე სპორტული გაზეთი „მომავალი ჯვაროსნები“.  რედაქტორიც მე ვიყავი, ჟურნალისტიც, გამავრცელებელიც. რასაკვირველია, რედაქცია არ მქონდა, ყველაფერს ინტერნეტ-კაფედან ვაკეთებდი. ერთადერთი,  გაზეთის დაკაბადონება მიჭირდა, ჩემი ძმის მეგობრები, რომლებიც იმ დროს პოპულარულ სპორტულ გამოცემაში მუშაობდნენ, ღამით ჩუმად იმ გამოცემასთან ერთად  ჩემს გაზეთსაც აკაბადონებდნენ.  
– ეკონომისტი რომ ხართ, გეტყობათ, სულ პრემია-დანამატს ითვლით. თქვენი ქონებრივი დეკლარაცია როგორ გამოიყურება, თქვენ არაფერი გერგოთ მემკვიდრეობით?  
–  მე დღესაც ქირით ვცხოვრობ,  ვცხოვრობ გარეუბანში,  ვარკეთილში, ისევ იმ კორპუსში, სადაც სულ ვცხოვრობდი. არ ვწუწუნებ, დიდად არ მადარდებს, რომ ჩემი სახლი, ეგრეთ წოდებული, „ტრიცატპერვის“ გამათბობლით თბება, საბედნიეროდ, არც ოჯახში მაქვს „პრესინგი“,  თუ რატომ ვცხოვრობთ ქირით და რატომ არ გვაქვს ჩვენი სახლი. პირდაპირ გეტყვით, პატიოსანი შრომით, როდესაც შენი შემოსავალი მხოლოდ ხელფასია,  წარმოუდგენელია, იყიდო ბინა, აგარაკი, მაგარი ავტომობილი. როცა ისან-სამგორის გამგეობაში ვმუშაობდი, ჩემი ანაზღაურება 380 ლარი იყო.  სახლიდან სამსახურში ფეხით მივდიოდი ხოლმე, რომ გზის ფული დამეზოგა. ერთ ავტომობილს როგორმე ვიყიდდი, მაგრამ სახლს ნამდვილად  ვერ ვიყიდი.  მე რატომ არ მერგო მემკვიდრეობით ასეთი ქონება? ერთი სახლი  გვაქვს მე და ჩემს ძმას გურიაში. ეს არის ჩემი სოფელიც, აგარაკიც. ჩემი მშობლები, ბებია-ბაბუა ჩოხატაურიდან არიან.  მთელ ზაფხულს იქ ვატარებდი ხოლმე. ისე მიყვარს იქაურობა, თუ რაიმეს მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტები მაქვს, ეს  არის გურია და ჩემი მამაპაპისეული სახლი. შეიძლება, ხშირად ვერ ჩავიდე, მაგრამ ეს ის კავშირია, რომელიც არ წყდება.
– როგორია ლევან ხაბეიშვილის ცხოვრება კადრს მიღმა?
– არაფრით გამორჩეული. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, ეს კაცი ნაადრევად დაბერდაო. კატეგორიულად არ მიყვარს სმა, არც განსაკუთრებული  გატაცებები მაქვს, არც არაფერს ვაგროვებ, არც შავი კატისა და თარსი მეზობლების მსგავსი რაღაცების მჯერა. ურწმუნო ადამიანი ვარ.  ერთადერთი, რაც საქმის გარეთ მაინტერესებს, არის ფეხბურთი და კალათბურთი. უკვირთ ხოლმე, მუსიკა შენ არ გიტაცებს და ფილმებიო, არ მიტაცებს და რა ვქნა? იმას, რაც ყველაზე მეტად  მაინტერესებს და გულით ვაკეთებ, არის ჩემი საქმე. მე ვარ უშვებულებო კაცი. ყველას უკვირს, რატომ არ მიყვარს დასვენება. ნორმალური ადამიანები ხომ მიდიან სადმე ერთი კვირა ზაფხულში, ერთი კვირა – ზამთარში, მე ასე არ ვარ. ვიცი, დასასვენებლად რომ წავიდე, ვერ მოვისვენებ. ძალიან მეშინია ძაღლების, სულ ვერიდები, ძაღლმა არ მიკბინოს. ძაღლი კი არა, ისეთი ცხოვრებაა უკვე, შეიძლება, ადამიანმაც კი  გიკბინოს. იმის მიუხედავად, რომ ხმაურიანი კაცი ვჩანვარ, არ ვარ ექსტრემალი. ექსტრემალური სიტუაციები მხოლოდ პოლიტიკაში მომწონს. მინდა, სულ ტონუსში ვიყო, ვმოძრაობდე. გაჩერებულ და მკვდარ ადამიანებს ვერ ვიტან.
– როგორ ახერხებთ, რომ ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, როგორც კი საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიდის, ყოველთვის მშვიდად აღწევთ თავს.
–  ეს  არც ჩემი სპორტული მონაცემების დამსახურებაა და არც მოხერხებულობის,  შემთხვევით ასე მოხდა, რამდენჯერმე გამოვძვერი, მაგრამ, როდემდე შევძლებ ამას, არ ვიცი (იცინის). 2015 წელს ვიყავი დაკავებული, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობასა და შეურაცხყოფას მედავებოდნენ. საბოლოო ჯამში, ეს საქმე მოვიგე და უკან  შევუტრიალე   საპატრულო პოლიციას, რომელსაც რამდენიმე საათით ჩემი დაკავებისთვის 200 ლარის გადახდა დააკისრეს. ჩემი ადვოკატი მეუბნებოდა, თანდათან „ფასი“ გეწევაო – აპელაციამ იმ პოლიციელს 600 ლარი დააკისრა. როცა მელია და ნადირაძე  დააკავეს ერთი-ორმა პოლიციელმა მეც  მიჯიკა, როგორც ჩანს, ჩემი „გასკვანჩაც“ უნდოდათ,  მაგრამ ისე მოხდა,  მედიის საშუალებით გადავრჩი.         
– თქვენზე  უცნაური ისტორიები გსმენიათ?
– კი,  მსმენია. მათ შორის, ფანტასტიკის ჟანრის. მაგალითად, ჩემს პრემია-დანამატებზე თქვეს, მაგრამ ის ციფრი ვერ გაყვეს თვეებზე, რომ საშუალო არითმეტიკული გამოეყვანათ. ეს რომ დამიწერეს, ჩემმა ძმამ დამირეკა ამერიკიდან, ამდენი ფული თუ გქონდა, რატომ გამიშვი  ამერიკაშიო? აი მაშინ კი სახლშიც მითხრეს, რატომ გვიყენია ეს გამათბობელიო? (იცინის).    
– თქვენი მოუცლელობის გამო ოჯახში საჩივრის წიგნი გექნებათ.
– არც მასე ცუდადაა ჩემი საქმე. ორი ბიჭი  მყავს, ისინი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, ამიტომ მათთვის დროს ყოველთვის ვპოულობ.  მათ მშობელთა კრებებზე მე უფრო  დავდივარ,  ვიდრე ჩემი მეუღლე, რომელიც ასევე დაკავებულია თავისი საქმეებით. ის კერძო კომპანიაში მუშაობს, სატელეფონო ოპერატორია. ერთმანეთის სამსახურებრივ ამბებში არ ვერევით. დარწმუნებული ვარ, მის სამსახურში 80 პროცენტს არ ეცოდინება, რომ ჩემი მეუღლეა. ჩვენ წითელი ხაზები გვაქვს გავლებული. ჩემს ცოლს ჩემი არაფერი მოსწონს,  არც ერთი ჩემი გამოსვლა, შესაბამისად, კონფლიქტი რომ არ მოგვივიდეს, სახლში პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ. (იცინის)
скачать dle 11.3