კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 სექტა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ სატანის კერძები?!

​მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიას ტომოსი მიანიჭა, რითაც რუსული ეკლესიისთვის 40-მილიონიანი მრევლის ჩამოშორების პროცესი დაიწყო, იმას გარდა, რომ მართლმადიდებელ სამყაროში არეულობა დაიწყო (ყოველ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა, რბილად რომ ვთქვათ), ჩვენც დილემის წინაშე აღმოვჩნდით.
მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ეკლესია, განსხვავებით რუსული სახელმწიფოსგან, აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (სხვათა შორის, არა იმიტომ რომ მეტისმეტად ღვთისმოსავნი არიან, არამედ, იმის გამო, რომ საეკლესიო კანონებით, გარკვეული წესები არსებობს ამა თუ იმ ეკლესიის იურისდიქციის განსასაზღვრად), თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ეპარქიებში იმუშაოს მათი მითვისების მიზნით (მეორე მხრივ, მსოფლიო საპატრიარქოც ცდილობს აფხაზეთის ეპარქიის საკუთრად დავანებას).
შესაბამისად, ეჭვი იმის შესახებ, რომ რუსული ეკლესია აფხაზეთისა და ცხინვალის ეპარქიებს აღიარებდა თუ არა, კარგა ხანია, არსებობს. ხოლო საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საპასუხოდ ეს ეჭვი უფრო საფუძვლიანი შეიქნა (რაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიამ, ცხადია, თავისი ეკლესიის მხარდამხარ, 1801 წელს საერთოდაც გააუქმა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ეკლესიის ავტოკეფალია).
და ჩრდილოეთიდან მუქარამაც არ დაახანა: მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის (მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის) ბაგეებმა გვამცნო, რომ მას ვერ წარმოუდგენია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.
მართალია, მიტროპოლიტ ილარიონს აფხაზეთისა და ცხინვალის ეპარქიები არ უხსენებია, მაგრამ, სამაგიეროდ, ახსენა ჩვენი ეკლესიის ადგილი დიპტიქში (აქვე შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოპოლის იმჟამინდელი პატრიარქის დახმარებით, რუსეთის ეკლესიას სწორედ საქართველოს ეკლესიის კუთვნილი მეხუთე ადგილი მიანიჭეს, რომელსაც დღემდე იკავებს, ჩვენ კი მეცხრეზე ვართ ჩამოქვეითებული, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთის ეკელსიამ ავტოკეფალია გაგვიუქმა) და დაგვპირდა, რომ, თუ კარგად მოვიქცევით, შესაძლოა, არათუ მეექვსე, არც მეტი, არც ნაკლები, თვით მეხუთე ადგილზე დაგვაწინაურონ (მომყავს ციტატა): „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლურ დიპტიქებში მეექვსე ადგილს მოითხოვს და ჩვენ მას ამაში მხარს ვუჭერთ. ჩვენს დიპტიქში ის მეექვსე ადგილს იკავებს. ახლა კი, როდესაც ამ დიპტიქიდან წაიშლება კონსტანტინოპოლის პატრიარქი, საქართველო დაიკავებს მეხუთე ადგილს.“
ცხადზე უცხადესია, მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის აშკარა ომი დაიწყო, რასაც, ბუნებრივია, სუსტი რგოლები შეეწირებიან (იმას გარდა, რომ რუსეთის ეკლესიის აშკარა და ფარულ მიქარვებს არაფერი აქვს საერთო ქრისტესმიერ სიყვარულთან).
ასეა თუ ისე, ერთი იმედი ისაა, რომ იქნებდა „...ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა“.
скачать dle 11.3