კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 მადიანი და ანცი მამაცები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ საკუთარ წვენში მოსახარშები

​სანამ ჩვენ საკუთარ წვენში ვიხარშებით, ჩვენი ოკუპანტ-სეპარატისტები თავიანთ გეგმებს ხარშავენ. მართალია, ყაზბეგის რაიონის მითვისების სურვილი ახალი არ არის, მაგრამ „იუჟნაია ოსეტიის“ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა (დიმიტრი მედოევმა, რომლის შექმნისასაც ღმერთი ნამდვილად ისვენებდა) კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ეს ჩვენი ყაზბეგის რაიონი „ისტორიული აღმოსავლეთ ოსეთია“ და  ის „ადრე თუ გვიან, ოს ხალხს დაუბრუნდება“.
ამის შესახებ ჩემ მიერ ღვთის შეცდომად მოხსენიებულმა დმ. მედოევმა, არც მეტი, არც ნაკლები, გერმანულ გამოცემასთან (Neues Deutschlend) ილაპარაკა და იქვე დასძინა, რომ ეს საკითხი (თრუსოს, კობისა და გუდოს ხეობების „აღმოსავლეთ ოსურობისა“) არაერთგზის დაუსვამთ ჟენევის შეხვედრებისას.
თუმცა ვიცით, რომ სეპარატისტთა ფანტაზიისა და სიგულადის საფუძველი ის რუსის ტანკია, რომლებსაც ეფარებიან, ისიც ნათელია, რომ ამბობენ იმას, რაც შესაძლოა (რაღა შესაძლოა?!) გუმანში აქვთ ჩრდილოეთში ეგრეთ წოდებული „ზაგატოვკების“ სახით.
როგორც უნდა იყოს – იმის მიუხედავადაც, რომ ღმერთის ნების გარეშე ვერც ვერაფერი იქნება, მგონი, ეს მაინც ის შემთხვევაა, როდესაც სეპარატისტებს არა მხოლოდ რუსის ტანკი აგულადებს, არამედ ისიც იციან, რომ – „კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?!“
скачать dle 11.3