კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ დაიკრა თამო ვაშალომიძემ სხეულის ინტიმურ ადგილებზე ხინკლები და რატომ თქვა მან უარი 40-ათასდოლარიან შემოთავაზებაზე

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძემ ახალი ფოტოები გადაიღო: ჯერ სხეულის ინტიმურ ადგილებზე ხინკლები აიფარა, ხოლო შემდეგ გუდაურში თოვლში შიშველმა, ტანგის ამარა იპოზიორა. მისმა ფოტოებმა არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. თამო წლებია, კრიტიკას, უარყოფით კომენატრებს ყურადღებას აღარ აქცევს, თუმცა ის, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა, მისთვის მაინც გასაკვირი აღმოჩნდა.
თამო ვაშალომიძე: გუდაურში მობილიზებული წავედი, წამლებით შეიარაღებული, რომ გავციებულიყავი, მაშინვე ანტივირუსული ან გაციების საწინააღმდეგო რამე მიმეღო. მეშინოდა, რადგან ძალიან ციოდა, ყინავდა, მაგრამ გადავრჩი. ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და მსგავს სიტუაციებში ეს მეხმარება ხოლმე. ჩემს ფოტოგრაფს შევთავაზე, ფოტოები გადაგვეღო და რა თქმა უნდა, დამთანხმდა. 4-5 ფოტოს გამო ჩავედით, რადგან არ მიყვარს ერთ ლოკაციაზე, ერთი და იგივე ლუქით ფოტოს გადაღება, მაგრამ საბოლოოდ უფრო მეტი გადავიღეთ. კონკიას თემაზეც ვფიქრობდი: წითელი, პრინცესული კაბა და ცხენი, მაგრამ ისეთი ცხენი ვერ ვნახეთ, როგორიც კონკიას შეეფერებოდა, გაგვიჭირდა პოვნა.
– ჯირითობ ცხენზე?
– არა, ჯირითი არ ვიცი. ძალიან მეშინოდა.  არ მინდოდა, მთის წვერზე, თოვლში ცხენზე ამხედრებული გადავფრენილიყავი და ჩემი ფოტოსესია კრახით დასრულებულიყო. ამიტომაც ისეთი დაძაბული ვიყავი, თან, მეცოდებოდა ამ სიცივეში ჩემთვის რომ ამოიყვანეს სოფლიდან. ყველანი ფოტოგრაფიდან დაწყებული, ოპერატორით დამთავრებული გვერდში მედგნენ, დედოფალივით მექცეოდნენ. ოღონდ გავიყინე. წითელი კაბის ქვეშ თერმო „ესალტიკები“ მეცვა. იმდენად უსუფთაო ცხენი იყო, რომ დავჯექი და მერე ჩამოვედი, მივხვდი, ყველაფერი უნდა გამეხადა. ასე რომ, მთის წვერზე, ყინვაში თერმოშარვლით აღმოვჩნდი – გავიყინე რომელია?! საკუთარ თავს ვამშვიდებდი: თამო, წარმოიდგინე, რომ ახლა მალდივებზე ხარ, გელანდება, სიზმარში ხარ და ძალიან გცხელა. ფოტოები 15 წუთში გადავიღეთ. თუმცა ერთი საათი კი მომიწია ყოფნა. ტანგით ფოტოც ძალიან კარგი გამოვიდა, არ მემჩნევა, რომ გაყინული ვიყავი.
– როდესმე საკუთარი თავი „კონკიასთან“ გაგიიგივებია?
– კონკიამ თავისი პრინცი იპოვა, გადაიხადეს ქორწილი და ბედნიერად ცხოვრობდნენ. დედინაცვალიც ჰყავდა. მე არ მყოლია დედინაცვალი და მთლად ასეთი დაჩაგრულიც არ ვყოფილვარ. თუ ოდესმე დადგება ის დრო, რომ მეც ვიპოვი ჩემს პრინცს, მეყოლება ისეთი მეორე ნახევარი, როგორიც მე მეკუთვნის, აუცილებლად მოგცემთ ინტერვიუს ამის შესახებ.
– როგორი უნდა იყოს შენი პრინცი?
– პრინცები უკვე რაშებიდან მანქანებზე, თვითმფრინავებზე გადასხდნენ. მთავარია, იყოს კაცი, რომელმაც უნდა მართოს ქალი. ქალმა კაცის გვერდით ცოტა სუსტად უნდა იგრძნოს თავი. კაცმა ქალი დედოფალი უნდა გახადოს. რა თქმა უნდა, არ მომწონს, ქალი რომ ეჩხუბება, ეუბნება კაცს: იქ არ წახვიდე, ეს არ გააკეთოო. ასევე, კაცმა არ უნდა აუკრძალოს ქალს რაღაცები. ქალმა კაცის გვერდით თავი ქალურად, ბედნიერად უნდა იგრძნოს. უნდა მიღირდეს, სიგიჟემდე უნდა მიყვარდეს მამაკაცი, ყოველდღე ბედნიერს უნდა მხდიდეს, რომ რაღაც-რაღაცები შევცვალო, თუნდაც, ჩემს კარიერაში. მოდელი ვარ, ეპატაჟური და ცოტა არ იყოს, რთულია კაცისთვის გვერდით ასეთი ქალი ჰყავდეს. ეს კაცებს აშინებთ, აკომპლექსებთ, თან საქართველოა: დედებს, ბაბუებს უსმენენ. თუ მამაკაცი მეყვარება, თავს კონკიად მაგრძნობინებს, ჩვენი ურთიერთობის გამო შეიძლება, რაღაცებზე უარი ვთქვა, გავითვალისწინო. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ იმას, კაცი რამდენად არის ქალის ხამი. ეს ჩემთვის ძალიან რთულია, გაცნობისთანავე რომ გეტაკება კაცი, მასთან ურთიერთობა აღარც მინდება და მზიზღდება კიდეც. კაცი უნდა იყოს დინჯი, ყურადღებიანი, პირდაპირი. ყურადღების გარეშე არც მისი საჩუქრები მაინტერესებს და არც სხვა არაფერი. ყოველდღე უნდა გამაბედნიეროს, ისეთივე გიჟი უნდა იყოს, როგორიც მე ვარ.
–„გიჟში“ რას გულისხმობ?
– შემიძლია, საყვარელი მამაკაცი სადმე იყოს შეხვედრაზე და მე მოულოდნელად გადავფრინდე, დავადგე თავზე ან უცებ ერთად სადმე გავქრეთ. ურთიერთობაში ვნებაც საჭიროა და სიყვარულიც. თუმცა, ვნება არსებობს სიყვარულის გარეშე და ეს ქალებსაც ემართებათ. დაინახავენ კაცს და სექსის მეტი არაფერი უნდათ, ექნებათ სექსი და იქვე მთავრდება ურთიერთობაც.
– შენ გქონია მსგავსი ურთიერთობა?
– არა, არ მქონია. „მომეწონა და ვაიმე“ – საკუთარ თავს არ მივცემ ამის უფლებას. ჩემი თავმოყვარეობა მაქვს, თან, ისეთ სიტუაციებში არ დავდივარ, რომ
მსგავსი ურთიერთობა მქონდეს. ვიღაც რომ მომეწონოს, მასაც მოვეწონო, ბევრი რამის გავლა დასჭირდება იმისთვის, რომ მისი ეს გრძნობა დავიჯერო. თან, ძალიან ეჭვიანი ვარ, ოღონდ არა ქალზე, არამედ ურთიერთობაზე. არასდროს მიფიქრია, რომ მიღალატეს, რადგან ძალიან თავდაჯერებული ვარ და რაღაც მომენტში ასე ვფიქრობ: როგორ შეიძლება, მე კაცმა მიღალატოს. უბრალოდ, მე არ მქონია ისეთი ხანგრძლივი ურთიერთობა, რომ ასეთ რამეზე მეფიქრა. მეც ძალიან ერთგული ვარ. თუ ერთ ადამიანთან ვარ, მასზე ვარ ჩაციკლული, გადაგიჟებული, ასეთ დროს სხვას ვერც ვხედავ, დავფრინავ და დავფრინავ, რომ გაგლანძღავენ და მადლობას ეუბნები.
– ცოტა ხნის წინ ფოტო დადე, სადაც მკერდი და ინტიმური ადგილები ხინკლებით გქონდა დაფარული. ამაზეც ძალიან ბევრმა გაგაკრიტიკა.
– ცოტა ხნის წინ გავიგე კვერცხისა და ხინკლის შეჯიბრის ამბავი. რამდენიმე მოდელმა გადაიღო ფოტო, სადაც მკერდზე და ინტიმურ ადგილებზე კვერცხები ჰქონდათ აფარებული. უცებ დამარტყა თავში: მოდი, დავეხმარები ხინკალს, რომ კვერცხს აჯობოს-მეთქი. მიწერდნენ: ქართული ტრადიციები შევურაცხყავიო, გავილანძღე. ამაზე არც მიფიქრია. მგონი, რაც მე ხინკლის ფოტო დავდე, მას მერე გახდა პოპულარული, თორემ ვის ახსოვდა. იმდენი ვიწვალეთ, გაყინული ხინკალი უნდა დაგვეწებებინა ლიფზე, ტრუსზე. თან რომ დნებოდა, წვენი ჩამოსდიოდა. ზოგს ეგონა, რომ ხინკლები ფოტოშოპით გადავამრავლე, არადა ყველა მაქვს დაწებებული. თან, მთლად შიშველ ტანზე არ დამიწებებია. ვიცოდი, რომ არ იტყოდნენ: უი, რა კარგი რამ გააკეთეო, მაგრამ ასეთი აგრესია თუ იქნებოდა, არ მეგონა. ყველაფერი გადავფარე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თაგავენ: ეს გოგო დაარეპორტეთ, დაბლოკეთო. ჩემი მეგობრები მიგზავნიდნენ გაგიჟებულები – გწყევლიან, ბავშვი წაართვით, დედობის უფლება ჩამოართვითო. უკვე ხინკალთან ვასოცირდები, კაცები ლუდს რომ სვამენ, რომ ხარშავენ. ყველაზე მეტად იმ კომენტარებზე გავბრაზდი, რომელშიც ბავშვი ახსენეს – ერთადერთი რასაც არავის ვაპატიებ, არც ჟურნალსიტებს და არც არავის, ეს ბავშვის თემაა. ზედმეტი ასო-ბგერა არ უნდა თქვან. შემიძლია ამაზე შეურაცხადი გავხდე, ყველანაირ გინებას მივმართო ანბანის ყველა ასოს გამოყენებით.
– მალდივებზე ფოტო-გადაღებაზე უარი თქვი?
– სახის კანის მოვლის საშუალების რეკლამა იყო, 7 ფოტოში 40 ათას დოლარს მთავაზობდნენ და ცოტა გამიკვირდა. შემეშინდა, ეჭვი შემაპარა, ვერ გავრისკე და უარი ვთქვი. ვიფიქრე, ვინმემ არ გამიტაცოს, რამე შარში არ გავეხვიო-მეთქი. ამიტომ პირდაპირ უარი ვუთხარი. ხიფათიანი არ ვარ, მაგრამ ერთხელ ტერაქტი სწორედ იქ მოხდა, სადაც მე ვიყავი. მერე კინაღამ ავარიაში მოვყევი, ახლა კი ახალი მანქანა ვიყიდე და ვიღაცამ დანა გაუსვა, სპეციალურად გამიფხაჭნეს.

скачать dle 11.3