კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 აპირებს თუ არა ოთო ნემსაძე საკუთარი ძმის დამარცხებას და რატომ „ხოცავენ“ ერთმანეთს ქმრების გამო მათი ცოლები

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ყველასთვის საყვარელი და ძალიან ნიჭიერი მომღერალი, ოთო ნემსაძე მუსიკალურ კონკურს „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობს, სადაც დანარჩენ 9 მონაწილეს შორის ერთ-ერთი მისი ძმა, ბესო ნემსაძეა. ოთომ და ბესომ მთელ ოჯახს გაუჩინეს თავსატეხი, რადგან არ იციან, რომელ ძმას დაუჭირონ მხარი. ოთო არაერთი კონკურსის ღირსეული გამარჯვებულია და ის „საქართველოს ვარსკვლავის“ მოგებასაც გეგმავს და რაც მთავარია, „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენასაც. ვისაც გსურთ ოთოს გამარჯვება და ოთოს ხილვა „ევროვიზიაზე“, დაურეკეთ ნომერზე:  0903300307.
ოთო ნემსაძე: ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზეზი ძალიან მარტივია: ოთო ნემსაძე, უბრალოდ, არ მივიდოდა „საქართველოს ვარსკვლავზე“, რომელიც მართლაც ძალიან მაგარი პროექტია, მიყვარს ის ადამიანები, ვინც ამ პროექტს აკეთებს, ყურებადი, წარმატებული პროექტია. უბრალოდ, ჩემი მიზანი „ევროვიზიაა“ და მინდა, რომ ეს ორი კონკურსი ჩემთვის შემაჯამებელი იყოს, რაღაც გრანდიოზულით დავასრულო ჩემი კონკურსული მოღვაწეობა და ახალი ალბომით შემოვვარდე თქვენს ავტომობილებში, ყურსასმენებში... რამდენჯერმე ვიყავი „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსზე, იყო რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს კონკურსი ჩემთვის ჯერ ადრე იყო. ახლა მზად ვარ „ევროვიზიისთვის“ და წასვლის შემთხვევაში, გპირდებით, რომ საქართველოს გამოსვლის შემდეგ მსოფლიოს არცერთი მოსახლე არ დარჩება გულგრილი.
– უკვე გაქვს მოფიქრებული, რას შეასრულებ „ევროვიზიაზე“ გამარჯვების შემთხვევაში?
– არ გვაქვს მოფიქრებული. მაგრამ გპირდებით, თუ „ევროვიზიაზე“ წავალ,  ენერგეტიკის ქარი და ცეცხლი დაატყდება მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი, ევროპას. მათ უნდა ვაჩვენო, როგორია და ვინ არის ქართველი მამაკაცი. პლუს, მეიმედება ბევრი ქვეყანა, სადაც ძალიან წარმატებული ახლობლები და მეგობრები მყავს. მიმაჩნია, რომ წასვლის შემთხვევაში, ოთო ნემსაძე „ევროვიზიაზე“ კარგ შედეგს დადებს.
– რატომ არ მიგაჩნდა აქამდე თავი „ევროვიზიისთვის“ მზად?
– ოთო ნემსაძეს ძალიან დიდი ქარცეცხლი აქვს გამოვლილი. ხან, ამაზე რომ ვფიქრობ, საკუთარი თავი მეცოდება. ამდენი კონკურსი ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესია, ამან, საბოლოო ჯამში, ჯანმრთელობაზეც იმოქმედა. ამ ყველაფერმა ნერვული აშლილობა დამიტოვა, ძილის რეჟიმის დარღვევა, რომელიც საბოლოოდ ანგრევს ორგანიზმს. თან, რომ ვიღვიძებ, სულ ვფიქრობ: რაღაც დავაკელი... წლები გადის. 29 წლის ვარ და მერე რომ გადავხედავ ხოლმე ჩემს ცხოვრებას, დავაკელი კი არა, იმდენი რამ მაქვს გაკეთებული, მეშინია კიდეც. სცენაზე ორი პლუსი მაქვს: ერთი, რომ საკუთარ თავს მუდმივად ვაკრიტიკებ და მერე აქედან გამომდინარე ვიზრდები, მეორე: სცენაზე მართალი ვარ ყოველთვის და არასდროს ვიტყუები. ისე, რაც ამ კონკურსზე მივედი, ამ „გაქცევებმა“ გადამიარა, გეუბნებით, მგონი, მანიაკი ვარ და ეს ადრენალინი ძალიან მსიამოვნებს.
– რა მინუსები გაქვს?
– ბევრი მინუსი მაქვს. ხალხის პატივისცემა ჩემი ვოკალური მონაცემებით და პიროვნული თვისებებით მოვიპოვე. რაღაც ეტაპზე სხვა თვისებებია საჭიროა, რაც არ გამაჩნია და არც მინდა, რომ მქონდეს – ეს არის: თვალის დახუჭვა, წაყრუება, არშეპასუხება, საკუთარი აზრის დაუფიქსირებლობა. ძალიან ფეთქებადი ვარ და ჩემი ღირსება ყველაფერს მირჩევნია. როცა მართალი ვარ, ძალიან ვღიზიანდები და თავის შეკავება არ შემიძლია. ფეთქებადი ხასიათი ბევრ რამეში მიშლის ხელს, თუმცა მე არასდროს ვარ კონფლიქტის მიზეზი, თუ უნებურად არ გამომივიდა. მაგრამ პროვოკაციას ადვილად ვეგები, არც ვალაპარაკებ არავის არაფერს, პირდაპირ ვეტყვი იმას, რაც მინდა. ასეთ დროს ჩემი რეაგირება ძალიან ცუდი და უხეშია. შემდეგ ვფიქრობ ხოლმე, რომ უკვე გავიზარდე, სხვა ეტაპზე გადავდივარ... მაგრამ ძნელია, სულ მოწოდების სიმაღლეზე იყო. თუმცა რაღაცების დათმობა ვისწავლე, მაგრამ რაც შეეხება პროფესიულ საქმიანობას, იქ არაფერს დავთმობ.
– როგორი იყო ოთო ბავშვობაში, ასეთივე მეამბოხე, ჯიუტი?
ბადრი ნემსაძე (ოთო ნემსაძის მამა): ძალიან ბუზღუნა იყო, ჯიუტი. მომთხოვნი არასდროს ყოფილა, მაგრამ ვერ იტანდა უსამართლობას. ერთხელ რაღაცაზე შემეპასუხა, ვუთხარი: გარეთ გაეთრიე-მეთქი. გავიდა და აღარ შემოდის. ვნერვიულობ: ვფიქრობ, სად არის-მეთქი. თან, გვიანი შემოდგომაა, ცივა. გახდა 12 საათი, მაინც არ მოდის. მეც არ მინდა, ხვეწნა დავუწყო. მეუღლეს ვეუბნები: წადი, ნახე, სად არის ბავშვი, ხომ არ გინდათ, გამაგიჟოთ-მეთქი. იმანაც – წადი და ნახეო, ისიც დავცოფე. სად გინდა ეძებო. გავედი, დავარტყი წრეები და არ არის. 3 საათისთვის გავიხედე, ჩვენი სახლის წინ გაჩერებაა და იქ იჯდა სკამზე. ამოვისუნთქე: რახან აქ ხარ, რაც გინდა, გიქნია-მეთქი. არ ჩავედი. ამაყია და თან ჯიუტი. სიჯიუტით მე მგავს და მლიქვნელ ხალხს ვერ იტანს.
– არ ჩხუბობდნენ ძმები?
– ძალიან ჩხუბობდნენ. თან, ოთო ფეთქებადი ხასიათისაა და ყველაფერზე ჩხუბობდნენ. ოთო არ ჩაგრავდა, მაგრამ ეყინჩებოდა. ამის გამო კამათობდნენ, სერიოზული არაფერი ყოფილა.
– ოთო, „საქართველოს ვარსკვლავში“ შენი ერთ-ერთი კონკურენტი შენი ძმაა.
ოთო: უი, მაგას უნდა გავუგლიჯო თავი. ჯერ ბესო მივიდა და მეც მადა გამეხსნა. ძალიან მიხარია ეს ამბავი, ბესოს სჭირდებოდა ისეთი პროექტი, სადაც მუსიკალურად გაიზრდებოდა და ამ პროექტში ზუსტად ასეთი ადამიანები მუშაობენ. ვიყოთ რა ერთმანეთის კონკურენტები, მასაც მოვუგებ. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება, წარმატებას თუ მიაღწევს. ბესო, სხვათა შორის, ერთადერთი კონკურსატია, რომელსაც საქართველოში კონკურსებში მონაწილეობა არ მიუღია. მე 23 დიდი კონკურსი მაქვს მოგებული, მაგრამ მეც ჩვეულებრივი მუსიკოსი ვარ, რომელსაც „ევროვიზიაზე“ უნდა სწავლა. ისე, რეპეტიციებს რომ ვესწრებოდი, ცოტა შემეშინდა – ბესო ძალიან კარგად მღერის, სიმღერაც კარგად შეურჩიეს. ძალიან კარგ სიმღერებს წერს და ჩემს რეპერტუარშიც ბევრია მისი სიმღერა. მისი მიზანიც მოგებაა, ოთოსაც ძალიან გაუხარდება, რომ გვერდში გამარჯვებული ძმა ედგება.
ბადრი ნემსაძე: მეც და ჩემი მეუღლეც ვნერვიულობთ, ისეთ დღეში ჩაგვაგდეს: რომელ ერთს დავუჭიროთ მხარი, მითხარით, რამდენად გავიჭრა. ერთ დღეს ერთს გავუგზავნი მესიჯს, მეორე დღეს – მეორეს, დანარჩენი ხალხმა გადაწყვიტოს. ძალიან გამიხარდება ორივე რომ იყოს ფინალში, ორივენი ძლიერები არიან. გაიმარჯვოს იმან, რომელსაც ეკუთვნის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს, შიდა ქართლს, ჩემს გორს გადავუხადო მადლობა: თქვენი დამსახურებაა ყველაფერი და თქვენი გვერდში დგომა ახლა ყველაზე მეტად მჭირდება.
– ოთო, შენი მეუღლე – სოფო, ალბათ, ძალიან ნერვიულობს.
ოთო:
სოფო პანიკაშია. ჩემი და ბესოს მეუღლეები ხოცავენ ერთმანეთს. სოფოსთან ერთად პირველი დიდი მეგაპროექტია და არ იცის, როგორ მოიქცეს, პანიკაშია, გადაუვლის. თვითონ ძალიან აქტიურად არის ჩართული, ასევე, ჩვენი ოჯახები, მეგობრები.
– ოჯახში ახალი წევრი გყავთ, რომელიც სოფოს საჩუქრად მოუყვანე.
– ძაღლი უნდოდა ძალიან. ლეკვის პოვნაში ძალიან დამეხმარნენ ოთო ფოლადაშვილი და მაია ასათიანი, მათაც მალტეზები  ჰყავთ. ახალ წლამდე მომვლელთან იყო, ვუმალავდით სოფოს. გაგიჟდა – სახლში არარეალური, ჰიპერაქტიური თოვლის გუნდა დარბის. სოფო გადარეული უვლის: შვილოო... ბოდიში და, უკანალს უწმენდს ვარდისსურნელიანი ხელსახოცებით. არა მეგონა, სოფო თუ დილით 9 საათზე გაიღვიძებდა, რომ ვინმესთვის ეჭმია.
скачать dle 11.3