კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№5 როგორი ურთიერთობა აქვს სალომე ჩიტაძეს მაკა ზამბახიძის ქმართან და რა ოცნება აუხდინა მას მამულიჩამ

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

17 წლის სალომე ჩიტაძე საზოგადოებამ შოუ-კონკურს „X ფაქტორიდან“ გაიცნო და გამოჩენისთანავე შეიყვარა, თუმცა, მას არ გაუმართლა და ფინალამდე ვერ მივიდა. ბევრმა არ იცის, რომ ეს ნიჭიერი მომღერალი გოგონა, ასევე ნიჭიერი და ცნობილი მომღერლის, მაკა ზამბახიძის შვილია. როცა დედა-შვილი ერთად არიან, დებს ჰგვანან, თითქოს, მათ შორის ასაკობრივი ზღვარი არ არის. როგორი ურთიერთობა აქვს მას მამასთან და მამინაცვალთან, არის თუ არა მაკა მკაცრი დედა და რის გამო არ უნდა სალომეს სოლო კარიერის დაწყება, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
სალომე ჩიტაძე: ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. კარიერაში ისე ამეწყო საქმე, რომ ვერც ვინატრებდი. სიმართლე გითხრათ, არასდროს ვფიქრობდი მუსიკალურ კარიერაზე, მინდოდა, ვეტერინარი გამოვსულიყავი, ეს ბავშვობის ოცნებაა და ახლაც მის მიღწევაზე ვზრუნავ. ზოგადად, მუსიკა ბავშვობიდან მიყვარს, მაგრამ როგორც ასეთი, სიმღერა 12 წლის ასაკში დავიწყე. მთელი ბავშვობა ტალახში, ქვიშაში თამაშში და კექსების ცხობაში გავატარე, სარკესთან არ ვიდექი და არ ვიპრანჭებოდი (იცინის). არასდროს მინდოდა მალე გაზრდა, ზედმეტი რამეების გათვალისწინება და რაღაცებზე თვალის დახუჭვა. თუმცა, კომპრომისებზე წასვლა მიყვარს და შემიძლია კიდეც. უსამართლობაზე კი თვალს ვერ ვხუჭავ და ამიტომ მინდოდა, ის ბავშვური ლოგიკა დიდხანს შემენარჩუნებინა და სწრაფად არ გავზრდილიყავი. დღემდე მეოცნებეს მეძახიან, ზღაპრებში ვარ ჩარჩენილი და მე ეს მომწონს. ოცნებებსა და ზღაპრებში ცხოვრება რეალობისგან არ მწყვეტს. სხვათა შორის, სულ მიჭირდა ჩემი თანატოლების გაგება და მათთან კონტაქტი. თითოოროლა ადამიანი მყავს მეგობრად. ბევრი ვერც გიგებს, როცა რეალობას ზღაპართან აიგივებ და შენც მათგან თავს შორს იჭერ. მირჩევნია, ჩემს პატარა ზღაპარში ვიცხოვრო, ჩემი ოცნებები და ლამაზი, ვარდისფერი ცა ბავშვურად აღვიქვა და ცხოვრება ასე გავილამაზო. ამიტომაც, მიმართლებს. ახლა, აბიტურიენტი ვარ, აგრარულ მეცნიერებაზე მინდა ჩავაბარო. ასე რომ, წინ საკმაოდ რთული და დაძაბული წელიწადი მელის, თუმცა, დარწმუნებული ვარ – წარმატებული (იცინის). მინდა, ჩემი ბავშვობის ოცნება ამ წელს ახდეს. ზოგადად, ეს წელიც ძალიან კარგი ინფორმაციებით დაიწყო, რასაც არ ვგეგმავდი, ისინი დამატყდა თავს (იცინის).
– რას გულისხმობ?
– ვგულისმობ ბენდს, სადაც მე ვმღერი. მე რომ ამ ბენდის წევრი ვარ, მამულიჩას დიდი დამსახურებაა. ყველა ოცნებობს მასთან საქმის დაჭერას და მან რომ ხელი მომკიდა, ამიყვანა და სცენაზე დამაყენა, მისი მადლიერი ვარ. ასე რომ, მისი წყალობით, რასაც არ ვგეგმავდი, ისიც კი ამისრულდა (იცინის).
– საზოგადოებამ, როგორც მომღერლი, კონკურს „X ფაქტორიდან“ გაგიცნო. მართალია, რომ, რადგან არ გაგიმართლა, ამის გამო კონკურსებში მონაწილეობაზე უარს ამბობ?
– მე კონკურსებში მონაწილეობას აღარ მივიღებ, „X ფაქტორი“ არაფერ შუაშია. ზოგი ამბობს, რომ ეს პროექტი უნდა დამეტოვებინა, ზოგი კი, პირიქით, უსამართლობად მიიჩნევს ამას. გულნატკენი არ ვარ, უბრალოდ, გული დამწყდა, რომ მე და დედამ, მაკა ზამბახიძემ, ბევრი ვიშრომეთ, რომ მე ამ კონკურსზე გავსულიყავი და როცა პროექტი დავტოვე, დედის თვალებში ჩახედვა გამიჭირდა.  ეს, ძალიან რთული იყო, ყველაზე მეტად დედის შემრცხვა. ახლა, იმდენი საქმე მაქვს, კონკურსებისთვის, ნამდვილად არ მცალია.
– გარდა იმისა, რომ კარგად მღერი, ვიცი, თავადაც წერ სიმღერებს და ტექსტებს. ამ მხრივ, ვისი ნიჭი დაგყვა?
– დედის მხრიდან, ყველა ხელოვანი მყავს, თუმცა მუსიკის წერის ნიჭი უფრო მამისგან მაქვს. მამის დედა, ანუ ჩემი ბებია და მამიდაჩემი, ფორტეპიანოზე უკრავდნენ, მამა ამჟამად მოსკოვშია და სიმღერებს წერს. ვფიქრობ, ამ მხრივ, მამის გენი დამყვა.
– როგორი ურთიერთობა გაქვს მამასთან?
– მამასთან კარგი მამაშვილური ურთიერთობა მაქვს, მაკასთან კი უფრო – მეგობრული, რადგან მის გვერდით ვიზრდებოდი. მაკა ჩემთვის დედაცაა, მამაც, ბებიაც და მთელი ჩემი ცხოვრება. მაკასთან ერთად გავიზარდე, მამასთან ურთიერთობა კი, ცოტა მოგვიანებით, უფრო, მოზარდობის პერიოდში დავიწყე. თუმცა, ორივე, მამისა და დედის, ოჯახიც, ძალიან მიყვარს. ბევრი ამბობს, რომ მამას ვგავარ, ზოგი მეუბნება, მაკას დაემსგავსეო. დედა თვლის, რომ მამას ვგავარ, მე კი ვფიქრობ, რომ ორივეს „ნაზავი“ ვარ და მინდა, ორივეს რაღაცები მქონდეს (იცინის). ბედნიერი და იღბლიანი ვარ, რომ მუსიკალური ნიჭი ორივე მშობლისგან გენეტიკურად დამყვა.
– მაკა ახლახან დაოჯახდა. მის ქმართან, მიშა ჩოხელთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– ზოგადად, მაკასთვის ვინც ძვირფასია, ის ჩემთვისაც ძვირფასია. მაგრამ მიხეილი, ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარი გახდა და ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ დედამ კარგი არჩევანი გააკეთა. ადამიანს ვიღაცის გამო სცე პატივი, სრული იდილიისთვის საკმარისი არ არის. ჩემთვის მიხეილი არის სუფთა ადამიანი, მეგობარი და არა მამინაცვალი (იცინის). ის, უბრალოდ, მიშკაა.
– შენ და მაკა დებივით გამოიყურებით. როცა იგებენ, რომ დედა-შვილი ხართ, რა რეაქციები აქვთ?
– ამაზე ხალხს სამნაირი რეაქცია აქვს: ერთი – ჰო, ვიცით... მეორე – ვაიმე, რას ამბობ, არ არსებობს... და მესამე – უი, დები მეგონეთ (იცინის). მე და მაკა მეგობრები ვართ, ერთმანეთს რჩევებსაც ვაძლევთ და ერთმანეთის ცხოვრებაშიც აქტიურად ვართ ჩართული.
– სოლო კარიერაზე არ ფიქრობ?
– ზოგადად, მარტო არაფრის კეთება არ მიყვარს. როცა მარტო ვაკეთებ რამეს, ვფაციფუცობ და არ გამომდის ან გამომდის და უხარისხოდ. სავარჯოშოდაც რომ მივდივარ, ისე ვფაციფუცობ, შეიძლება, რაღაცები ხელში შემომემტვრეს (იცინის). მირჩევნია, ვიღაცაზე ვიყო დამოკიდებული, ეს ბევრ რამეში მიშლის ხელს, მაგრამ ვაღიარებ, ეს ასეა. ამიტომ, უნდა ვეცადო სოლო კარიერა არ გამომივიდეს, რადგან არ მინდა (იცინის). ბენდ „ნონ სტოპის“ გარემოშიც კარგად ვგრძნობ თავს და სოლო კარიერაზე არ ვფიქრობ.
– გავიგე შეყვარებული ხარ. ასეა?
– გეთანხმებით, ახლა შეყვარებული ვარ, თუმცა მის ვინაობას ჯერ ვერ გავამხელ. სიყვარული ბევრ რამეში მეხმარება, თუნდაც ჩემი საქმის საფუძვლიანად კეთებაში, სიმღერაში. იყო შეყვარებული, მღეროდე და ამ ყველაფერს გადმოსცემდე, ძალიან დიდი ტვირთია, თუმცა ამ ტვირთს დიდი სიამოვნებით ვატარებ. მაკამ იცის მისი ვინაობა, ყველაფერს ვუყვები და თუ დამჭირდა, რჩევებსაც მაძლევს. მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის გასათვალისწინებელია.
скачать dle 11.3