კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№5 გინდათ, თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი გაიგოთ?

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ამბობენ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ, ერთადერთი, რაზეც ეს წლები მეტყველებენ, ის არის, რამდენჯერ გადაიხადე დაბადების დღე.
მთავარია, თავს ძალიან ახალგაზრდულად გრძნობდე და არასდროს მოხუცდები.
ბევრი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ სიბერე მაშინ მოდის, როცა ეს თავად თქვენ გინდათ. ციფრები მხოლოდ პირობითია. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული თქვენი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასაკი. ბიოლოგიური ასაკი გვიჩვენებს,  როგორ მდგომარეობაშია თქვენი ორგანიზმი, ფსიქოლოგიური კი განსაზღვრავს, როგორ გრძნობთ თავს ამ მომენტში.
უპასუხეთ ქვემოთ მოყვანილ ტესტის კითხვებს  და მიხვდებით თქვენს შემთხვევაში რა მდგომარეობაა.
დაუწერეთ თქვენს თავს 4 ქულა, თუ სრულიად ეთანხმებით ამ პუნქტს, 3 ქულა დაიწერეთ, თუ ნაწილობრივ ეთანხმებით და 2 ქულა – თუ არ ხართ თანახმა.

1. ვფიქრობ,  კარგი იუმორის გრძნობა მაქვს;
2. ძალიან კარგი ინტუიციის გრძნობა მაქვს და შემიძლია, მივხვდე, რა უდევთ სხვებს გულში;
3. იმედი მაქვს, მომავალში ჩემს ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო ფაქტი მოხდება;
4. ჩემი აზრით, ადამიანებს სიამოვნებთ ჩემთან ურთიერთობა;
5. ადამიანი შემიძლია, სიმპათიურად მივიჩნიო მაშინაც კი,  თუ ის მე არ მგავს და არც ჩემს შეხედულებებს იზიარებს;
6. მე მიყვარს ბავშვები;
7. მე მიყვარს სხვადასხვა თავსატეხების გადაწყვეტა და ამოხსნა;
8. როცა საჭირბოროტო საქმეს შევებმები, ვცდილობ, ის სასიკეთოდ შემოვაბრუნო.
9. მე ძალიან მაინტერესებს სხვადასხვა მოვლენის მიზეზები;
10. სამუშაოსთან ერთად,  გართობითაც ვარ დაკავებული;
11.  ხანდახან ოცნებაც მიყვარს;
12. ინტერესით ვიღებ  ახალ იდეებს;
13.  ფარ-ხმალს არ ვყრი, როდესაც ცხოვრებაში წინააღმდეგობას ვაწყდები;
14. მყავს თუნდაც ერთი ახლობელი ადამიანი, რომელსაც შემიძლია, ყველა ჩემი საიდუმლო გავუმხილო;
15. მომწონს ახალ ადამიანებთან შეხვედრა;
16. მინდა, შევისწავლო ისეთი რამ, რაც ჯერ კიდევ არ ვიცი;
17. მინდა, მომხიბვლელად გამოვიყურებოდე და მე მგონი, ეს კარგად გამომდის;
18. მომწონს დრო, რომელშიც ახლა  ვცხოვრობ;
დაითვალეთ ქულები და ნახეთ ტესტის შედეგები:
*  თუ  60  ქულაზე მეტი მოაგროვეთ – მიუხედავად თქვენი ასაკისა, სავსე ხართ სიცოცხლის უნარით. სრულიად დარწმუნებული ბრძანდებით საკუთარ შესაძლებლობებში. ხართ კომუნიკაბელური, ოპტიმისტი და კეთილისმოსურნე ადამიანი. თქვენგან  სიბერე ძალიან შორსაა.
* 45-60 ქულა – ცხოვრების გზაზე ახალგაზრდული სილაღე შფოთვამ და სტრესებმა შეასუსტეს. სიხარულის უნარი გაქვთ, მაგრამ ისწავლეთ სერიოზულობა და პასუხისმგებლობა. თქვენ „საშუალო“ ზრდასრული ბრძანდებით. პრობლემებით ნაკლებად დატვირთული, მაგრამ მეტი ოპტიმიზმი არ  გაწყენდათ.
 * 45  ქულაზე ნაკლები – თქვენნაირებზე  ამბობენ, რომ ქვეყანაზე ბევრი რამ უნახავთ და იციან ყველაფრის ფასი. მაგრამ ცოტა ადრე ხომ არაა ამ მოცემულობაში ყოფნა? ჯერ კიდევ ბევრი კარგი რამ გაქვთ წინ. წლებს ნუ დანებდებით.

скачать dle 11.3