კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 იმის გამო, რომ შვილი არ მიჩნდება, დედამთილმა სახლიდან წასვლა მომთხოვა

იმის გამო, რომ შვილი არ მიჩნდება, დედამთილმა სახლიდან წასვლა მომთხოვა
უკვე ხუთი წელია, გათხოვილი ვარ და მეუღლესთან ხმამაღალი საუბარიც კი არ მქონია. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და დიდ პატივს ვცემთ. გააზრებულ ასაკში შევქმენით ოჯახი და თანაცხოვრების პასუხისმგებლობა სრულიად ავიღეთ საკუთარ თავზე. სანამ დავქორწინდებოდით, შვილებზე არც კი გვისაუბრია, უბრალოდ, გვეგონა, ეს საკითხი არ იყო განსახილველი და ჩვენს ურთიერთობას ბუნებრივად მოჰყვებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. რასაკვირველია, განვიცდით და გვინდა, მშობლები გავხდეთ, შვილები გვყავდეს, მაგრამ ამას ერთმანეთს არ ვაგრძნობინებთ. გვჯერა, რომ ღმერთის წყალობით, აუცილებლად გვეყოლება. ექიმთანაც ვიყავით და გვითხრა, არცერთს პრობლემა არ გაქვთ, ფსიქოლოგიის საკითხია, ერთმანეთთან შეგუების და ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად დაფეხმძიმდებიო. მოკლედ, ჩვენ იმედით ვცხოვრობთ, გვჯერა ამის, მაგრამ დედამთილის მხრიდან წავაწყდი პრობლემას. როცა ყველა ერთად ვართ, ამ თემაზე დელიკატურად საუბრობს, ვითომ გვანუგეშებს და გვეუბნება: არ იდარდოთ, აუცილებლად გეყოლებათ თქვენნაირი ლამაზი შვილები, მეც გავხდები ბებია, უბრალოდ, დრო უნდაო... მესმის, ერთი შვილი ჰყავს და მისგან შთამომავალი უნდა, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და იმის გამო, რომ ჯერჯერობით არ გამოდის, რა გავაკეთოთ? დავშორდეთ? ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამის გამო დედამთილი სახლიდან წასვლას მომთხოვდა ისე, რომ მის შვილს აზრსაც არ დაეკითხებოდა. ამას წინათ შევუსწარი, ტელეფონზე საუბრობდა: ბერწი შემომითრია ჩემმა შვილმა სახლშიო. არ ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა და დაქალს რომ ვკითხე და მიპასუხა: ბერწი უშვილო ძროხას ნიშნავსო, გული მომიკვდა. რასაკვირველია, არ შევიმჩნიე და გავატარე. მაგრამ, როცა დამიჯდა და დამიწყო იმაზე საუბარი, როგორ არ უნდა, მისი შვილი შთამომავლის გარეშე გადაგვარდეს, უნდა შვილიშვილი და ხმაურიანი დიდი ოჯახი ბევრი ბავშვით, მივხვდი, ამ სიტყვებით რასაც მეუბნებოდა. ვუთხარი: ხომ იცით, ექიმთან ვიყავით, არ გვაქვს პრობლემა და დროა საჭირო-მეთქი. ამაზე გაბრაზდა, დამეტაკა და მიყვირა: რამდენი დრო უნდა გავიდეს, ხუთი წელი არ არის საკმარისი, რომ მიხვდე, ჩაალაგო ჩემოდანი და წახვიდეო. თურმე, სანათესაოშიც ულაპარაკია მისი გეგმების შესახებ, როგორ მაიძულებდა ქმართან დაშორებას, როგორ გამიშვებდა მე და სხვას მოაყვანინებდა. ის კი მის შვილს მემკვიდრეს გაუჩენდა და ჩემს თავს დაავიწყებდა. ნუთუ ასე ადვილია იმ სიყვარულის დავიწყება და ხელის კვრა, რისთვისაც სიცოცხლესაც კი გასწირავ? როგორ წარმოუდგენია ჩემს დედამთილს, მე არ მინდა, მყავდეს შვილი? არ მინდა, ბედნიერად ვიცხოვრო და მომავალი მქონდეს? სამწუხაროდ, არ ესმის. შეიძლება, საკუთარი ბედნიერების ასაწყობად ასე, ერთი ხელის მოსმით დაუნგრიო სხვის შვილს ცხოვრება?! მაგრამ ღმერთი მაღლიდან იხედება. ჩემმა ქმარმა არ იცის, დედამისმა რომ მითხრა, ამ სახლიდან წადიო. ზუსტად ვიცი, რომ გაიგოს, კონფლიქტი გარდაუვალი იქნება და არ მინდა, ამის მიზეზი მე და ის ტკივილი იყოს, რასაც უშვილობა ჰქვია. ხანდახან ვფიქრობ, დედამისის შეგონებით, უშვილობის გამო მართლა რომ მიმატოვოს-მეთქი, მაგრამ ჩემი ქმარი ისეთი თბილი და ყურადღებიანია, იმხელა სიყვარულს მჩუქნის, არ მგონია, ამის გამო მკრას ხელი.
ნინა, 36 წლის.скачать dle 11.3