კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 როგორ უნდა მოიხატოთ წარბები, რომ თქვენი იმიჯი უკეთესობისკენ შეცვალოთ

ნინო კანდელაკი ანი რევია

წარბების სწორად მოხატვა არა მარტო უკეთ წარმოაჩენს სახის ნაკვთებსა და თქვენს ვიზუალს, არამედ, თქვენს იმიჯსაც სრულიად შეცვლის. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორად უნდა შეარჩიოთ ფანქარი. ის აუცილებლად უნდა იყოს მყარი სტრუქტურისა და წვრილად გათლილი. ხოლო, იმისთვის, რომ ფანქარი კარგად გათალოთ, ის რამდენიმე წუთით საყინულეში მოათავსეთ, შემდეგ გამოიღეთ და გათალეთ. თუ წარბის მოსახატად რბილ ფანქარს გამოიყენებთ, ცხიმიანობის გამო წარბი უფრო გამუქდება, სახეზე გაცილებით მკვეთრად გამოჩნდება და ხელით შეხებისას ადვილად გაითხაპნება.
არსებობს გასათლელი და ამოსაწევი წარბის ფანქრები. მექანიკური, ანუ ამოსაწევი ფანქრით სარგებლობის დროს, ძალიან რთულია წვრილი ხაზის გაკეთება, ხოლო გათლილი ფანქრით კი წარბებს სასურველ ფორმას მარტივად მისცემთ.
იმისთვის, რომ მაკიაჟი უფრო ეფექტური გამოჩნდეს, წარბის მოხატვისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
* ფანქრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს თმის ფერს. თუ ბუნებრივად ქერა ხართ ან თმა ღიად გაქვთ შეღებილი, მუქი შავი წარბებით გამომწვევ ვიზუალს შეიქმნით და ის არასასიამოვნო შესახედია;
* არ არის სასურველი ფანქრით წარბზე ხაზის გაკეთება. აუცილებელია, წარბის ცალკეული თმის ნაწილი ბუნებრივად შეიღებოს;
* თუ გსურთ, გრძელი წარბის ეფექტი მიიღოთ, დაიწყეთ წარბის მოხატვა თმის ზრდის მიმართულებით, თან წარბის ზომას ცოტაოდენი მოცულობითი შტრიხებიც დაამატეთ;
* თუ გსურთ, მაკიაჟს უფრო მეტი სიმკვეთრე მისცეთ, ჯერ წვრილი სავარცხლით დაივარცხნეთ წარბები ქვევიდან ზევით. ამის შემდეგ ფანქრით მოიხატეთ და კვლავ სავარცხლის დახმარებით, ისევ პირვანდელი ფორმა დაუბრუნეთ;
* იმისთვის, რომ წარბს ლამაზი და ბუნებრივი შეფერილობა მისცეთ, ჯერ ღია ფერის ფანქრით შეიღებეთ, შემდეგ მუქი ფანქარი გადაისვით. ბოლოს კი  დაივარცხნეთ.
ქალების უმეტესობას, ეზარება ყოველდღიურად წარბის ფანქრით მოხატვა და მის შეღებვას ამჯობინებს. თუ წარბის შეღებვა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს მაკიაჟის გაკეთებამდე ერთი დღით ადრე, საღამოს უნდა გააკეთოთ. საღებავი უნდა გახსნათ, უშუალოდ წარბის შეღებვის დროს. არ გააკეთოთ ეკონომია! იაფფასიანი საღებავი არ გამოგადგებათ, რადგან საუბარია თვალის გარშემო მიდამოებზე. შეარჩიეთ მაღალი ხარისხის და გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
* საღებავის წასასმელად, ისარგებლეთ წვრილი ფუნჯით. ნელ-ნელა მიჰყევით წარბის ხაზს, სწორად და აუჩქარებლად. ეცადეთ, საღებავი თვალში არ მოგხვდეთ;
* გაიჩერეთ საღებავი წარბზე, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ;
* წარბების შეღებვისას კატეგორიულად იკრძალება წარბების მაქსიმალური კორექცია, რადგან ძალიან თხელი წარბის გასქელება რთულია და ამ პროცესს, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.
წარბის ფანქრის ნაცვლად თვალის ლაინერით სარგებლობა რეკომენდებული არ არის, რადგან წარბის მოხაზულობის დაცვა გაგიჭირდებათ. აგრეთვე, არ არის სასურველი წარბის სწორი ხაზის გაკეთება, მხოლოდ ერთი ფანქრის დახმარებით. ისარგებლეთ ღია და მუქი ფერების კომბინაციით და, ეცადეთ წარბს ბუნებრივი ფორმა და ფერი შეუნარჩუნოთ, რათა ძალიან ხელოვნურად არ ჩანდეს და ამით, საკუთარი ვიზუალი არ დააზარალოთ.скачать dle 11.3