კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 ვის და როგორ არ აპატია სტალინმა ლენინის ხელყოფა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ სტალინს ათას სისულელეს აბრალებენ და უამრავ ცილს სწამებენ, განსაიდუმლოებული პარტიული არქივები საპირისპიროზე მეტყველებს. პროფესორი ევგენი ანტონის ძე აგურეევი წერს: „კარგა ხანს მუსირებდა აზრი, რომ თითქოს 1918 წლის 30 აგვისტოს ვლადიმირ ლენინზე მოწყობილი თავდასხმა სტალინის შეკვეთით განხორციელდა. ეს კი აბსოლუტური ტყუილია და მხოლოდ ტენდენციურ ადამიანს ან ბოლშევიკური ისტორიის არმცოდნეს შეიძლება, მოსვლოდა თავში. ყველაფერი პირიქით იყო და სწორედ სტალინმა გახსნა ლენინზე თავდასხმის საქმე, რომელსაც შემდგომში, პარტიული მოსაზრებით, დაადეს ტაბუ. შემდგომ კი ეს ყველაფერი სტალინის წინააღმდეგ გამოიყენეს, მაგრამ წარუმატებლად...
1918 წელს უზარმაზარი რუსეთი უდიდეს ორომტრიალში ჩაება და ლენინის მითითებით, ყველა ცნობილი ბოლშევიკი მივლინებაში იმყოფებოდა. ისინი პერიფერიებში ამყარებდნენ საბჭოთა ხელისუფლებას. სტალინი უმნიშვნელოვანეს სამხედრო საკითხებს სამხრეთში აგვარებდა. მოსკოვში დარჩნენ თავად ლენინი და სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იაკობ სვერდლოვი. სხვათა შორის, იმავე დღეს პეტროგრადში მოკლეს „ჩეკას“ პირველი ხელმძღვანელი – ურიცკი, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ კი, თავად ლენინზე მიიტანეს იერიში, მაგრამ უშედეგოდ – ოქტომბრის რევოლუციის ბელადი სიკვდილს გადაურჩა. იქვე დააკავეს ვინმე ფანი კაპლანი. ნახევრად ბრმა და ნახევრად ყრუ ქალი, სოციალ-რევოლუციური („ესერი“) პარტიის წევრი, რომელსაც 11 წელი კატორღაში ჰქონდა გატარებული. ხმა ლენინზე თავდასხმის შესახებ მთელს მსოფლიოში გავრცელდა და მივლინებულმა ბოლშევიკებმა მოსკოვში მოიყარეს თავი. დაბრუნდა სტალინიც, რომელმაც ეს ამბავი 1 სექტემბერს შეიტყო და მოსკოვში 3 სექტემბრის საღამოს ჩამოაღწია. სტალინის მაშინდელი მდივანი ვიაჩესლავ მოლოტოვი მოგვიანებით იხსენებდა: „მოსკოვში ჩამოსასვლელად 5 თასი კილომეტრის გავლა და სამი ფრონტის დაძლევა დაგვჭირდა. სტალინი უკიდურესად შეშფოთებული იყო და რომ არა მისი უდიდესი ძალისხმევა, მოსკოვში, ალბათ, ერთ კვირაშიც ვერ ჩავიდოდით. საღამოს, როგორც იქნა, ჩავაღწიეთ მოსკოვსში, მაგრამ ტრანსპორტი არსად ჩანდა. კრემლამდე კი 40 კილომეტრი იყო დარჩენილი. უკვე შებინდებული იყო და ღამის გათევა ქუჩაში მოგვიწევდა. თუმცა ეს სტალინს სულაც არ ანაღვლებდა. იოსებ ბესარიონის ძისთვის მთავარი ილიჩის მონახულება და მისი ჯანმრთელობის შესახებ სიმართლის გაგება იყო. ამისთვის კი გადაადგილების რაიმე საშუალება გვჭირდებოდა. ჩვენ ფეხით გავუყევით გზას. უცებ მეფაიტონე („იზვოშჩიკ“) დავინახეთ, რომელიც სტალინმა გააჩერა და კრემლში წაყვანა მოსთხოვა. მან უარი უთხრა. სტალინმა მეფაიტონეს ოქროს საათი უჩვენა და მის სანაცვლოდ სთხოვა, წავეყვანეთ, რაზეც ის დათანხმდა. კრემლთან რომ მივედით, სტალინმა მეფაიტონეს უთხრა:
– ეს ოქროს საათი ლენინმა მაჩუქა. ჩვენ ლენინის სანახავად ვართ აქ და შენ თუ იცი, ვინაა ლენინიო?
– როგორ არ ვიციო, – თქვა მეფაიტონემ. სტალინს საათი დაუბრუნა და ფაეტონი ადგილს მოსწყვიტა.
კრემლში ლენინის ბინა მესამე სართულზე მდებარეობდა და ჩვენ პირდაპირ იქ ავედით. ილიჩს (ლენინს) არ ეძინა და ლოგინში წამომჯდარი მუშაობდა. სტალინი საწოლთან მიიჭრა. ბელადს მაგრად ჩამოართვა ხელი და გაესაუბრა. ილიჩის ბინიდან  ჩვენ ათიოდე წუთის  მერე გამოვედით და სვერდლოვის ბინისკენ გავემართეთ...“
სტალინი და მოლოტოვი რომ სვერდლოვის ბინას მიადგნენ, მას ეძინა. საქმე კი ის იყო, რომ მართალია, ლენინზე თავდასხმის გამოძიებას „ჩეკა“ ახორციელებდა, მაგრამ სვერდლოვი კურირებდა. სტალინს უნდოდა გაეგო, რა სტადიაში იყო ძიება, მაგრამ რადგან უთხრეს, სვერდლოვი გადაქანცულია და სძინავსო, გვიანი ვიზიტი დილისთვის გადადო. მთელი ღამე ლუბიანკაზე, „ჩეკაში“ გაატარა და გამოძიების შედეგებს ეცნობოდა. იქვე შეიტყო, რომ ბრალდებული ფანი კაპლანი 3 სექტემბერს, დილით, იაკობ სვერდლოვის ბრძანებით დახვრიტეს, შემდეგ კი მისი ნეშტი კრემლის ეზოში, უზარმაზარ რკინის კასრში დაწვეს...
მოგვიანებით, გიორგი ზინოვიევი, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, იხსენებდა: „1918 წლის 4 სექტემბერი, დღის 2 საათი იყო. მე სვერდლოვის კაბინეტში ვიმყოფებოდი, ჩვენ სოფლის მეურნეობის საკითხებზე ვსაუბრობდით. უცებ კარი გაიღო. კაბინეტში სტალინი შემოვარდა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით), სვერდლოვს ლანძღვა დაუწყო და ლენინზე თავდასხმის მოწყობასა და ძალაუფლების მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებდა. მსგავსი საქციელი სტალინისგან ნონსენსი იყო, რადგან ის ყოველთვის გაწონასწორებულად იქცეოდა. სვერდლოვი თავის მართლებას ცდილობდა, მაგრამ სტალინი უფრო და უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებდა. ბოლოს სტალინმა „მაუზერი“ ამოაცურა, სვერდლოვს მიუშვირა და უთხრა:
– მოსაკლავი ხარ შენი საქციელის გამო, მაგრამ ახლა ეს არ შეიძლება და სხვანაირად გაგვიგებენ. მე კი შევეცდები, რომ ლენინზე თავდასხმის ორგანიზებისთვის ბოლშევიკური სასამართლოს წინაშე წარსდგეო...“
როგორც ცნობილია და ეს 1992 წელს რუსეთის პროკურატურამაც დაამტკიცა, სვერდლოვმა ლენინზე თავდასხმა მართლაც  „ესერებს“ მოაწყობინა, თუმცა მათ ეს დავალება სისრულეში ვერ მოიყვანეს. ფანი კაპლანი კი განტევების ვაცად გამოიყენეს და სიმართლე რომ არ გარკვეულიყო, ეს ხეიბარი ქალი სასწრაფოდ გაანადგურეს... ლენინმა არ ისურვა ამ საქმის ქექვა და სტალინსაც სთხოვა, თავი შეეკავებინა. თუმცა, იაკობ სვერდლოვი სულ რაღაც 7 თვეში გარდაიცვალა და სასამართლო არ შედგა. როგორც ამბობენ, სტალინმა სვერდლოვს ლენინის ხელყოფა არ აპატია და გაანადგურაო.
скачать dle 11.3