კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 როგორ მოვიშოროთ გლანდები და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

დღეს ამ ოპერაციას რამდენიმე მეთოდით აკეთებენ.
კლასიკური – ოპერაცია მიმდინარეობს ადგილობრივი ანესთეზიით ან ზოგადი ნარკოზით, სკალპელის, მაკრატლისა და მარყუჟის გამოყენებით. ამ დროს მთლიანად ამოიჭრება და ამოიგლიჯება ნუშურა ჯირკვლები. სისხლდენა ჩერდება ელექტროკოაგულაციით. მეთოდი რადიკალურია და ინფექციის წყაროს სამუდამოდ მოგაშორებთ. იდეალური ვარიანტის დროს შეხორცება ზომიერი ტკივილის სინდრომით მიმდინარეობს, ქრონიკული ტონზილიტის რეციდივი არ ვითარდება. თუმცა, ლიმფოიდური წარმონაქმნების სრული ამოკვეთისას ქვეითდება ადგილობრივი უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტი და გზა ეხსნება ლარინგიტს (ხორხის ლორწოვანის ანთება), ფარინგიტს (ხახის ლორწოვანის ანთება) და ბრონქიტს (ბრონქების ანთება). ასევე იმატებს სასუნთქი გზების ალერგიული პათოლოგიების განვითარების რისკი.
უფრო დახვეწილი კლასიკური გზა – ეს წუთში 6 ათასი ბრუნის მქონე მიკროდებრიდერით ჯირკვლების ამოკვეთაა. ამ ვარიაციას მარტივი ოპერაციული მიდგომის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ტკივილი ოპერაციის მიმდინარეობისას უფრო ნაკლებია, მაგრამ თავად ოპერაციას მეტი დრო სჭირდება და შესაბამისად, გაუტკივარებასაც – წამლის უფრო მეტი დოზა.
ლაზერული ტონზილექტომია – ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით, დაახლოებით, ნახევარ საათს გრძელდება. ლაზერი ქსოვილებსაც აშორებს და სისხლძარღვებსაც „აწებებს“, რაც სისხლის დანაკარგს ამცირებს. ამ დროს არსებობს ლორწოვანზე დამწვრობის განვითარების რისკი, ეს კი შეხორცებას ახანგრძლივებს. ამ მეთოდით ოპერაციისას გამოიყენება სხვადასხვა სახის ლაზერი: ინფრაწითელი, ბოჭკოვან-ოპტიკური და სხვა. არსებობს ორგანოდამზოგველი ლაზერული ოპერაციაც – აბლაცია (ნუშურა ჯირკვლების ნაწილობრივი ამოკვეთა), რომლის დროსაც შორდება ჯირკვლების მხოლოდ ზედა ნაწილები ან ინფექციით დაზიანებული უბნები.
ელექტროკოაგულაცია – ამ მეთოდის გამოყენებისას ყოველთვის არ ხერხდება ჯირკვლების ერთი სეანსით საკმარის სიღრმემდე მოწვა. ეს კი პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად არ კმარა. არასწორად შერჩეული სიმძლავრის შემთხვევაში შეიძლება, დამწვრობა განვითარდეს, შესაბამისად, ჭრილობის შეხორცების დროც ხანგრძლივდება. დადებითი მხარე ის არის, რომ, ლიმფოიდური ქსოვილის მოცილება და სისხლძარღვების მოწვა ერთი აპარატით ხდება.
თხევადპლაზმური მეთოდი (კობლატორი) – ოპერაცია ზოგადი ინტუბაციური ნარკოზით მიმდინარეობს. ოპერაციის ხარისხი ქირურგის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. მაღალკვალიფიციური ექიმის მიერ ჩატარებული ოპერაციისას სისხლდენა პრაქტიკულად არ ვითარდება, ჯირკვლები კი ფაქიზად იკვეთება. ამ დროს, კლასიკურ ვარიანტთან შედარებით, ოპერაციის შემდგომი ტკივილი გაცილებით ნაკლებია. მეთოდის არსი – მიმართული მაგნიტური ველით პლაზმის ჩამოყალიბებაა. ამისთვის შეირჩევა დენის ისეთი ძაბვა, რომელიც ქსოვილს 45-60 გრადუსამდე აცხელებს, რაც ცილებს ნახშირორჟანგად, წყლად და დაბალმოლეკულურ აზოტშემცველ პროდუქტებად შლის.
კრიოდესტრუქცია – თხევადი აზოტის დახმარებით ყინავს ლიმფოიდურ ქსოვილს, რომლის შემდეგაც ქსოვილი კვდომას იწყებს და თავისით მოვარდება (შორდება). რადგან გაყინვა ტკივილის რეცეპტორების ბლოკირებას იწვევს, მანიპულაცია ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება. თუმცა მტკივნეულია ოპერაციისშემდგომი პერიოდი. შედეგი ყოველთვის რადიკალური არ არის, ზოგჯერ საჭიროა განმეორებითი პროცედურები. მოყინული ქსოვილები ორგანიზმს ნელ-ნელა სცილდება, ამიტომ ოპერაციის შემდეგ ხახის ლორწოვანს გულმოდგინე ანტისეპტიკური მოვლა სჭირდება. ოპერაციის მეთოდის შერჩევა მაინც ექიმის პრეროგატივაა.
ტონზილექტომიის შემდეგ აუცილებელია გარკვეული რეჟიმის დაცვა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში სახლში ყოფნა და ყელის მიდამოში ანტისეპტიკური ხსნარების გამოვლება. უმრავლეს შემთხვევაში, შეუძლოდ ყოფნის, სწრაფად დაღლის შეგრძნებები, ანგინები და ჯირკვლების მიმდებარე ადგილების დაავადებები უკვალოდ ქრება.скачать dle 11.3