კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 მანგოს გასაოცარი თვისებები

ნინო კანდელაკი ქეტი კაპანაძე

ეს ხილი მთელს მსოფლიოში უყვართ. მანგოს, ძირითადად, გემოს გამო მიირთმევენ, თუმცა არც  მისი სასარგებლო თვისებები უნდა დავივიწყოთ:
მანგოს არჩევისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ ხილის კანს, რომელიც შეხებისას ოდნავ დეფორმაციას უნდა განიცდიდეს, მაგრამ ამასთან, მისი მთლიანობა არ უნდა ირღვეოდეს. მომწიფებული ნაყოფი არც თუ ისე რბილია.
მანგოს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მასშია ადამიანის ორგანიზმისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინები – A, B, C, D, ასევე, კალციუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, თუთია, საქაროზა და ბევრი ორგანული მჟავა. მაგრამ ყველაზე ფასეულია ამ ხილში შემავალი ამინომჟავები, მანგოში ისინი 12-ია.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მანგოს რეგულარული მიღება, შესანიშნავი მეთოდია ნაწლავების, მკერდის, კუჭის ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ამას C და E ვიტამინების ერთობლიობა უზრუნველყოფს, რომლებიც მანგოში დიდი რაოდენობითაა.
მანგო ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ეხმარება, ანელებს დაბერების პროცესს და აფერხებს ბევრი დაავადების განვითარებას, მათ შორის, ონკოლოგიურისაც. იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს, მანგო დადებითად მოქმედებს ადამიანის იმუნიტეტზე და აძლიერებს მას. ვიტამინი B-ს შემცველობის გამო მანგო დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და აძლიერებს მას. ეხმარება, ორგანიზმს გაუმკლავდეს სტრესსა და ნერვულ დაძაბულობას. გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მანგო შეუცვლელი ხილია, ტონუსში მოჰყავს და აუმჯობესებს მის მუშაობას. მისი ჭამა რეკომენდებულია ღრძილების ანთების დროსაც. მისი განსაზღვრული სქემით მიღება არეგულირებს მეტაბოლიზმს.
ინდოეთში, რომელიც მანგოს სამშობლოდ ითვლება, ამ ხილს განსაკუთრებით აფასებენ და მიაჩნიათ, რომ მას ადამიანის განკურნება ნებისმიერი დაავადებისგან შეუძლია.
ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა არა მარტო მანგოს ნაყოფი, არამედ მანგოს ხის ფოთლებიც. კარგია კბილების გასათეთრებლად, ასევე, იყენებენ დიაბეტის სამკურნალოდ.
მისი ფოთლების ნახარშის მიღება დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, სასარგებლოა ჰიპერტონიისა და ვენების გაგანიერების დროს.
მანგო შეიცავს ექსტრაქტს, რომელიც ადამიანებს არა მარტო წონის დაკლებაში ეხმარება, არამედ არეგულირებს ქოლესტერინის დონეს. მანგოს კურკები მდიდარია ცხიმებით, ამიტომ მათგან მიღებული ზეთი, ფართოდ გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ მანგოც არაა სრულიად უვნებელი. მისი დიდი რაოდენობით ან ალკოჰოლთან ერთად მიღება არ არის რეკომენდებული. ასევე, ყურადღებით უნდა იყვნენ ალერგიული ადამიანები.скачать dle 11.3