კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

№5 ყველა მამაკაცი მონადირეა

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია, ოჯახში ის იყოს მთავარი, ხვდებოდეს, რომ მის გარეშე ცოლი და შვილები უბრალოდ, ვერ შეძლებენ არსებობას. რამ განაპირობა მამაკაცში მონადირის ინსტინქტის ჩამოყალიბება? – ჩვენმა უხსოვარმა წარსულმა, როცა მამაკაცები სანადიროდ დადიოდნენ, ქალები კი კერას ინარჩუნებდნენ. ალბათ, ამიტომაც არის, რომ კაცებს ყოველთვის ლიდერობა სურთ.
კიდევ ერთი დამახასიათებელი თავისებურება კაცის ხასიათისა – სურვილი, დაუმტკიცოს სხვა მამაკაცებს, რომ ის მათზე წარმატებულია.  ეჯიბრება, რითიც შეუძლია: მანქანით, სახლით, ხელფასით, თანამდებობით, სოციალური მდგომარეობით; ლამაზი, წარმატებული, მეოჯახე, სექსუალური, მეგობრული ცოლით...  – სიამაყისთვის ესეც საჭიროა. ურთიერთობებში კაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ქალი იყოს საუკეთესო, მისთვის აუცილებელია, ირგვლივ შურით სავსე თვალებს ხედავდეს, იყოს „გემრიელი ნუგბარის“ ბედნიერი მფლობელი. ამიტომ:
* მიეცით კაცს საშუალება, თავი „გმირად“ იგრძნოს. კაცისთვის მნიშვნელოვანია ხედავდეს, რომ დაინტერესებული არიან მასთან ურთიერთობით. სთხოვეთ დახმარება ძალიან მარტივ რამეშიც კი. აგრძნობინეთ მას, რომ ის შეუცვლელია. აღფრთოვანდით მისი წარმატებით, უთხარით კომპლიმენტები. ჰკითხეთ რჩევები. კაცისთვის მნიშვნელოვანია, ხვდებოდეს, რომ მის აზრს აფასებენ. თუ თქვენ თავისთავად გამოგდით მისი თვითშეფასების მაღალ დონეზე შენარჩუნება, თუ მან ზუსტად იცის, რომ, თქვენთან მოსვლისას, ყველაზე მტკივნეული მარცხის შემდეგაც კი, მაინც მოისმენს, რომ მან ყველაფერი კარგად გააკეთა, ის ყოველთვის გაუფრთხილდება თქვენს ურთიერთობებს;
* ქალთან ურთიერთობაში კაცისთვის მნიშვნელოვანია, ხედავდეს, რომ მისი რჩეული იპყრობს გარშემო მყოფთა ყურადღებას,  რომ მისი არჩევანი შესაშურია სხვა კაცებისთვის. ამიტომ  შეინარჩუნეთ გარეგნობა საჭირო დონეზე, იყავით მიმზიდველი, მომხიბვლელი, სექსუალური. ამასთანავე, არ მისცეთ ეჭვიანობის მიზეზი. იგრძნოს, რომ სხვა მამაკაცები  კი ინტერესდებიან თქვენით, მაგრამ თქვენ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მას ირჩევთ;
* იყავით მეგობრული მისი მეგობრებისა და ნათესავების მიმართ. კარგი ურთიერთობა მისთვის ძვირფას ადამიანებთან ყოველთვის სასარგებლო იქნება;
* სიყვარული – ეს არის გრძნობა, რომელზეც ნებისმიერი ურთიერთობა იგება. თქვენ შეგიძლიათ, შეაყვაროთ თავი მამაკაცს. მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ ქალი. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, შესძლებთ თუ არა, იყოთ ბედნიერი.

ასეთ ქალებს
ერიდებიან


არ არსებობს იდეალური ადამიანი, შესაბამისად, არც სრულყოფილი ქალი და არც სრულყოფილი მამაკაცი. მიუხედავად ამისა,   ქალებს მაინც სჭირდებათ „თამაში“ მამაკაცის წინაშე, რათა გააოცონ და შეიქმნან იმიჯი, რომლითაც მათ გულს მოინადირებენ. მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ამით ხშირად პოტენციურ პარტნიორს აფრთხობენ. დიახ, ნამდვილად არსებობენ ქალები, რომელთაც მამაკაცები საფრთხობელასავით გაურბიან.
* სუპერძლიერი ქალი – ასეთი ქალები მამაკაცებს ნამდვილად აფრთხობენ. კაცის თვალში ქალი უნდა იყოს ნაზი, მოკრძალებული. ეტყობოდეს ქალურობა. სუსტი სქესის არაამქვეყნიური ფიზიკური ძალა კაცს თრგუნავს და თავს უსუსურად აგრძნობინებს. ამიტომ, ასეთი ქალებისგან მამაკაცები საკმაოდ დიდ დისტანციას იჭერენ;
*  სულელი – სულელი ქალი არცერთ მამაკაცს არ მოსწონს, მასთან ურთიერთობა, უბრალოდ, უინტერესოა. თუმცა, მსუბუქი სიშტერე ურთიერთობის პირველ ეტაპზე ჭრის;
* ბავშვი – ზედმეტი ბავშვურობა მამაკცებისთვის მიუღებელია. ბავშვური გოგო ცოტა უცნაურია, ასეთ ქალს სერიოზულად არცერთი კაცი არ აღიქვამს;
* წუწუნა ქალთან ერთად ყოფნა ყველასთვის დამღლელია. მით უმეტეს, კაცებისთვის და ისინი ყოველთვის გაურბიან ასეთ მანდილოსნებს. მამაკაცისთვის, ასევე, რთულად ასატანია მტირალა ქალი. ყველაფერზე ტირილი კაცის თვალში ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს;
* სიმდიდრის მაძიებელი – ასეთი ქალი მამაკაცისთვის ყველაზე უინტერესოა. მხოლოდ ფულზე ორიენტირებული სუსტი სქესის წარმომადგენელი მიუღებელია ნებისმიერი მამაკაცისთვის. თუმცა, როცა ქალი ახერხებს, შენიღბოს პარტნიორთან დაახლოების ჭეშმარიტი მიზეზი, მამაკაცი მაინც ებმება;
*  ფლირტის მოყვარული – მსგავსი ტიპის ქალებს კაცები მხოლოდ გართობისთვის იყენებენ, ისიც ერთჯერადად. თუ არ გინდათ, ასეთი ურთიერთობის მსხვერპლი გახდეთ, მაშინ შეიცვალეთ ქცევის წესები;
*  ზედმეტად გადაპრანჭული და მეოცნებე ქალები კაცის თვალში არასერიოზულობის  შთაბეჭდილებას ქმნიან და სასაცილო ხდებიან. ყველაფერი ზომიერადაა კარგი. ნუ ეცდებით, გააკეთოთ რაიმე განსაკუთრებული და არაორდინარული.

რა აღიზიანებთ
მამაკაცებს


გიფიქრიათ ოდესმე, რა აღიზიანებთ მამაკაცებს ქალის საქციელში? არსებობს სერიოზული კვლევა, რომელიც ამერიკელმა ფსიქოლოგებმა სოციოლოგების დახმარებით რამდენიმე ათას მამაკაცზე დაკვირვების შედეგად ჩამოაყალიბეს. საკმაოდ საინტერესოა და ზოგიერთმა ფაქტმა შეიძლება, გაგაოცოთ კიდეც.  
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სიაში ის თვისებებიც აღმოჩნდა, რაც ერთი შეხედვით ზედმეტად ქალურ და სახასიათო თვისებებად მიიჩნევა.
* გაუთავებელი ლაპარაკი –  დიახ, კაცებს ლაპარაკი აღიზიანებთ.  ეს არ ნიშნავს, რომ კომუნიკაცია არ უნდა შედგეს. უბრალოდ, გაუთავებელი საუბარი ჩანთის ფერებზე, ნათესავების ოჯახზე, სახლის ნივთებსა და ფასდაკლებებზე, ასევე, მეგობრების სასიყვარულო ურთიერთობებზე საჭირო არ არის;
* ზედმეტად ამბიციური ხასიათი – მამაკაცებს მოსწონთ ამბიციური ქალები და მათი მეამბოხე ხასიათი, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს საქმეს უკავშირდება და არა ურთიერთობას;
* „მაგარი გოგოს“ იმიჯი – შესაძლოა, თქვენ მართლაც „მაგარი გოგო“ ხართ და ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიიღებაც გინდათ, მაგრამ არ არის საჭირო ამ ამბის ყოველ წამს გაჟღერება. მამაკაცების უმეტესობის აზრით, ეს მომაბეზრებელია;
* ზედმეტი მაკიაჟი – ზედმეტი მაკიაჟი ყოველთვის კარგი არ არის. გარდა იმისა, რომ აფუჭებს კანს, მამაკაცებში გაღიზიანებასაც იწვევს. მათთვის ბუნებრივი სახე უფრო მიმზიდველია;
და რაც მთავარია, მამაკაცებს ისევე სიამოვნებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, როგორც მანდილოსნებს.скачать dle 11.3