კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 როგორ შეიძლება, დაუპირისპირდნენ აშშ და რფ ერთმანეთს საქართველოს ტერიტორიაზე და რას ნიშნავს ტრამპის მუქარა თურქეთის ეკონომიკურად აოხრებასთან დაკავშირებით

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ იყო და სირიიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა ბრძანა, შემდეგ კი, ისევ და ისევ, სოციალური ქსელით თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს დაემუქრა – თუ სირიელ ქურთებს ბუზს აუფრენ, ანუ თუ მათ პოზიციებს დაბომბავ, თურქეთის ეკონომიკას ავაოხრებო. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-სა და თურქეთს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ, შესაძლოა, ეს მუქარა კიდევ ერთი, არც თუ მცირეწონიანი წვეთი იყოს მოთმინების ფიალაში – როგორც ერთი, ისე მეორე მხარისთვის. თანაც, სიახლე არ არის, რომ ბ-ნი ერდოღანი ლამის სულთნის დარი ძალაუფლებით სარგებლობს და მისი ოცნება-მიზანი ნეოოსმალურია, წესითა და რიგით, ასეთ საჯარო შეურაცხყოფას მხოლოდ დიდი კომპენსაციის ხათრით თუ გადაყლაპავს, რადგან ამთავითვე ცხადია, რომ „ნატოს“ წევრი თურქეთის სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში ქურთების – აშშ-ს მოკავშირეების, გაძლიერებას არ შეეგუება. ნებისმიერ შემთვევაში, საკითხი ისე ან ასე გადაწყდება, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მეტად უსიამოვნო კონფიგურაციაში გავეხვევით: აშშ ჩვენი უპირველესი სტრატეგიული პარტნიორია (რომლის წყალობითაც უდგას სული ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას – დეკლარირებულს), თურქეთი კი – სტრატეგიული პარტნიორი, მეზობელი, საქართველოზე დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენებით. როგორ აისახება საქართველოს ისედაც მყიფე უსაფრთხოებაზე აშშ-თურქეთის დაპირისპირების, მათ შორის, თვისებრივადაც ახალი ფაზა? – ამ თემას ვახტანგ მაისაიასთან ერთად განვიხილავთ.
ვახტანგ მაისაია: თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა აშკარად გამწვავებულია, აქ ჩანს ორი ლიდერის ფსიქოლოგიური შეუთავსებლობა. ორივე ძალიან ექსცენტრულია, ნეგატიურად აქტიურია, ძალიან თავნებები არიან და აქვთ გადახრა ქარიზმატული და ავტოკრატიული ტიპის გადაწყვეტილებების მიღებისადმი. მაგალითად, ტრამპი იღებს გადაწყვეტილებას და ამას პოსტფაქტუმ იგებენ მისი სახელმწიფო მდივანი, პენტაგონის შეფი. ასეთივე ტიპაჟია ერდოღანი – ის არავის არაფერს უთანხმებს, ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. და როდესაც ორი ლიდერი ერთნაირი ხასიათისაა, რა თქმა უნდა, მათ შორის ანტაგონისტური დამოკიდებულება იქნება და ეს ბუნებრივია, მეორე – დღეს ამერიკისა და თურქეთის ინტერესები რადიკალურად სცდება ერთმანეთს ახლო აღმოსავლეთში. ამას ემატება კიდევ ერთი ნიუანსი – ერდოღანსა და ტრამპს შორის დაპირისპირება გიულენის გამო დაიწყო. ერდოღანი ტრამპს ვერ პატიობს გიულენის მფარველობას, იმიტომ რომ ერდოღანისთვის გიულენი იგივეა, რაც სტალინისთვის იყო ტროცკი. ანუ ამერიკასა და თურქეთს შორის განხეთქილების მიზეზი იყო გიულენი. ამას დაემატა სხვა ფაქტორებიც და დღეს თურქეთსა და ამერიკას აბსოლუტურად განსხვავებული გეოპოლიტიკური ინტერესები და მიდგომები აქვთ.
კიდევ ერთი გეოპოლიტიკური ნიუანსი: თურქეთი გადაემტერა ისრაელს და იმდენად დაიძაბა ურთიერთობა, რომ თურქეთი ისრაელს მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ამავე დროს, ირანი და ისრაელი იმდენად დაუძინებელი მტრები არიან, რომ ირანს საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაში პირდაპირ აქვს გაცხადებული, რომ მისი მთავარი ამოცანაა, გაანადგუროს ისრაელი. ირანი და თურქეთი კი უკვე სტრატეგიული მოკავშირეები არიან. ისრაელის მთავარი მოკავშირე ამერიკა და ტრამპის ადმინისტრაციაა. ანუ ტრამპმა ყველასთან იჩხუბა – იაპონიასთან, თავის ევროპელ მოკავშირეებთან, ჩინეთთან, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო და დღეს ამერიკის მტრად გადაიქცა. მისი დამოკიდებულება ისრაელთან კი განსაკუთრებულია – ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ დაპირისპირებია. პირიქით, ამერიკა აპირებს, ისრაელისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა შეისყიდოს, ანუ მათ შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართოვდება. ამ ფაქტორებმა ერდოღანსა და ტრამპს შორის ბუნებრივი მტრობა და დაპირისპირება გამოიწვია.
– გადავა თუ არა ეს სიტყვიერი დაპირისპირება რეალურ დაპირისპირებაში საქმით, ქცევით?
– არაა გამორიცხული, სიტყვები რეალურ ქმედებებში გადაიზარდოს.
– და რა იგულისხმება ამ რეალურ ქმედებებში?
– ტრამპმა ერდოღანის ულტიმატუმის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყვანოს თავისი ჯარები სირიიდან. ეს, ალბათ, ჩვენმა მკითხველმა ნაკლებად იცის. ერდოღანმა მას წაუყენა ულტიმატუმი, რომ თავს დაესხმებოდნენ ამერიკულ კონტინგენტს და ტრამპი დაჰყვა ამ ულტიმატუმს. რადგან ამერიკელების მდგომარეობა იმდენად მოწყვლადი იყო, ის სწორად მოიქცა, როდესაც გამოიყვანა თავისი ჯარები სირიიდან. ამერიკულ კონტინგენტზე თავდასხმას განიხილავენ თურქეთის მიერ ტერორისტებთან მოლაპარაკების შედეგად. ის, რომ ერდოღანის გარემოცვას კავშირი ჰქონდა ისლამურ სახალიფოსთან, ახალი ეჭვი არ არის. იგივე ჩატაევი თურქეთის ტერიტორიაზე 6 თვის განმავლობაში იყო და საკმაოდ კარგად გრძნობდა თავს. ხუთჯერ შეხვდა საქართველოდან ჩასულებს და ბოლოს მწვანე ზონით გადმოვიდა საქართველოში. ეს ფაქტიც, გარკვეულწილად, მეტყველებს, თუ როგორი ურთიერთობაა ერდოღანის გარემოცვასა და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის. იმის თქმა მინდა, რომ ერდოღანი ნებისმიერ ნაბიჯზეა წამსვლელი, რომ თავის მიზნებს მიაღწიოს. ფაქტია, რომ ტრამპს ელაპარაკა ულტიმატუმის ენით და ტრამპმა გამოიყვანა თავისი კონტინგენტი სირიიდან.  და პლუს, თურქეთმა შავი ზღვის აკვატორიაში, სამსუნთან,  ჩვენს სიახლოვეს, გახსნა სამხედრო-სასაზღვრო ბაზა.
– ვის წინააღმდეგ ხსნის? თვითონ „ნატოს“ წევრია და იმავდროულად რუსეთის მოკავშირეც?
– თან, არ დაგვავიწყდეს, სამხედრო ბაზის გახსნა უკავშირდება ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლის პერიოდს.
– ყარსის ხელშეკრულებას ხომ ვადა არ აქვს, არ წერია დოკუმენტში? ის ხომ უვადოა?
– საქმე ისაა, თუ მხარეები არ გამოხატავენ ნოტით პროტესტს, რომ ხელშეკრულება უნდა შეიცვალოს, ის გაგრძელდება. ამიტომ ამბობენ, რომ ის უვადოა.
– ამას ვამბობ, ვიღაც რომ იტყვის, ვაუქმებო, ვადა გინდ ეწეროს, გინდ – არა, ეს საკითხი უნდა დადგეს.
– დიახ, თუ საქართველომ ნოტით მიმართა თურქეთს, რომ უნდა შეწყდეს, უნდა შეწყდეს. თურქეთი აჭარის სიახლოვეს ხსნის სამხედრო-სასაზღვრო ბაზას, რაც საეჭვოა. მეორე მხრივ, თურქეთი ყოველთვის გაღიზიანებით ხვდება ამერიკული სამხედრო გემების შემოსვლას შავი ზღვის აკვატორიაში. ეს არაერთხელ დადასტურებულა. თურქეთი არ აძლევს ამერიკას საშუალებას, გამოიყენოს ინჯირლიკის სამხედრო ბაზა თავისი ამოცანების შესასრულებლად. ამდენად, ეს ყველაფერი, ერთად აღებული, ბევრ ეჭვს აჩენს. საინტერესოა, რომ რუსულ პრესაში გამოჩნდა საინტერესო სტატია, თურმე, ამერიკა აპირებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას და ეს ოპერაცია საქართველოდან განხორციელდებაო. გამოყოფილი იყო ორი მომენტი: სამხედრო-საჰაერო ბაზირება საქართველოს ტერიტორიაზე და სამხედრო ჰოსპიტალების განთავსება, სადაც მიიღებენ დაჭრილებს. ეს იმ ფონზე, როდესაც პენტაგონს მართლაც დაავალა ბოლტონმა, რომ ირანის წინააღმდეგ შეემუშავებინა სამხედრო ოპერაციების სცენარები. იმიტომ რომ გასული წლის სექტემბერში ირანის სპეცსამსახურების ეგიდით მოქმედმა შიიტურმა ფორმირებებმა დაბომბეს ამერიკის საელჩო ბაღდადში და ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, დაესაჯა ირანი. თუმცა ამის გარდა, სხვა ფაქტორებიცაა, ტრამპის დამოკიდებულება ირანისადმი ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. როგორც იქნა, ირანის ბირთვული პროგრამა კარგ რელსებზე გადავიდა, მაგრამ ტრამპმა ეს საკითხი ხელის ერთი მოსმით დააყენა ეჭვქვეშ. ამერიკელები შეეცდებიან, ზეწოლა მოახდინონ ირანზე, იმიტომ რომ ის გეოსტრატეგიულ ჰეგემონად გადაიქცა და არ არის გამორიცხული, ირანსა და ისრაელს შორის საომარი მოქმედებებიც დაიწყოს. ირანის შეიარაღებული ძალები მიებჯინენ ირანის საზღვრებს. ანუ ირანისა და ისრაელის ომი არ არის ფანტასტიკა, ეს დიდი რეალობაა და ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები ტრამპისთვისაც ხელსაყრელია, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურად მძიმე სიტუაცია აქვს. შესაძლებელია, იმპიჩმენტის პროცედურა ამ წელს დაიწყოს. კიდევ ცალკე თემაა, როგორი ურთიერთობა იქნება თურქეთსა და ამერიკას შორის, თუ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყება.
– ახლა დაავალა თუ არა, დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ სახელმწიფოებს აქვთ ერთმანეთზე თავდასხმისაც და თავდასხმების მოგერიების სცენარები. ჩვენს საგარეო ვაჭრობაში თურქეთი წამყვანია, მას აქვს გავლენა, განსაკუთრებით აჭარაზე – როგორც კაპიტალით, ისე რელიგიურად. რა იცვლება ჩვენთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამ ახალი გეოპოლიტიკური დაპირისპირებით?
– საქართველო აღმოჩნდა უსაფრთხოების ჩიხში და სირაქლემასავით თავი ქვიშაში გვაქვს ჩარგული და ისიც არ ვიცით, რომ შეიძლება, სირაქლემას თავი ქვიშაში მძრომელმა მღრღნელებმა მოაჭამონ.
– სცენარების ვარიანტები განვიხილოთ.
– ამას ემატება მეორე მძიმე სცენარი, ვაშინგტონის ხელშეკრულების გაუქმება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის საშუალო და მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების განადგურების შესახებ, გამალებული შეიარაღების რბოლის განახლება, რომლის ცენტრშიც საქართველო მოექცევა.
– ეპიცენტრში მოქცევა რას ნიშნავს?
– სარაკეტო-ბირთვული დაპირისპირების ეპიცენტრი შავი ზღვა იქნება.
– მარტივად რომ ვთქვა, შეიძლება, ჩვენს თავზე რაკეტებმა იფრინონ?
– რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია ამერიკელების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამერიკელები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას ბულგარეთსა და რუმინეთში აპირებენ, რუსები მიიღებენ კონტრზომებს და განალაგებენ თავიანთ სისტემებს, მათ შორის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამერიკელებმა კი შეიძლება, პასიური დაზვერვის ელემენტებში მონაწილეობა მოგვთხოვონ და ჩვენც აღმოვჩნდეთ ჩათრეული ამ დაპირისპირებაში ორივე მხრიდან – ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის მიერ და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მოთხოვნით. ეს რომ ყოფილიყო ობამას ადმინისტრაცია, სხვა საქმეა. ტრამპმა შეიძლება, ამ დაპირისპირებაში ჩვენი ჩათრევა მოითხოვოს. ყოველივეს აქვს ერთი კონტექსტი. თუმცა შესაძლოა, ჩემს სამშობლოს ძალიან ძვირად დაუჯდეს.
– მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობა ხომ ორმხრივია? თუ აშშ-ს რომ დასჭირდება, ჩვენ უნდა ვიუაროთ და მხოლოდ მისგან მივიღოთ დახმარებები და მხარდაჭრა?
– ამაში მართალი ხართ.
– საქმე ისაა, თუ დაგვიცავს, თორემ გამოდის, მოკავშირეობა ამას გულისხმობს, როცა მას სჭირდება, უნდა გამოგიყენოს. ჩვენი ტემპერამენტისა და სიმღერის გამო ხომ არ გაგვიხადა მოკავშირედ?
– დიახ, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ტერიტორია გახდეს, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის რბოლის, დაპირისპირების არენა. უნდა მოვახერხოთ, რომ რუსებმა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც არ განალაგონ შეტევითი სარაკეტო სისტემები და ამერიკელები არ აიძულონ, გაატარონ საპირისპირო ღონისძიებები, მათ შორის, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას ვამბობ.
– თურქეთს რა ზეწოლა შეუძლია ამ დაპირისპირების კონტექსტში?
– დაპირისპირების სამი დონეა: ამერიკა-თურქეთის დაპირისპირება და საქართველოს დილემა. მეორე – ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება სტრატეგიული შეიარაღების რბოლის ფორმატში და საქართველოს დილემა, ამერიკა-ირანის სამხედრო დაპირისპირება და საქართველოს დილემა. ვართ თუ არა მზად ასეთი პროცესებისთვის – ესაა საკითხავი.
скачать dle 11.3