კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 როგორია ქართველი არალეგალების მძიმე ხვედრი ევროპაში და რა ჯოჯოხეთის გავლა უწევთ მათ

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან შრომით ემიგრაციაში მილიონ ადამიანზე მეტია წასული.  ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან ევროპის ქვეყნებში  თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი თითქმის სამჯერ არის გაზრდილი, რაც უკვე სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებების თემა გახდა. ევროპაში ქართველებისთვის  ყველაზე მოთხოვნად ქვეყნებად რჩება  გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, ბოლო წლებში ამ ქვეყნებს საფრანგეთი და ირლანდიაც დაემატა. რა გზას გადიან თავშესაფრის მაძიებელი ქართველები უცხოეთში, ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრონტექსის“ წარმომადგენელს,  იურისტ ირმა ცირამუას  გავესაუბრეთ, რომელიც წლებია, ვენაში ცხოვრობს და ევროპაში ემიგრანტების უფლებების დაცვის საკითხებზე  მუშაობს.   
ირმა ცირამუა:  ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რომ საგრძნობლად გაზრდილია, ამაზე ბოლო პერიოდის სტატისტიკაც მეტყველებს.  ახალი მონაცემები ჩვენს ორგანიზაციას რამდენიმე დღეში მოეწოდება. გასული წლის სტატისტიკით, საქართველო, აფრიკის ქვეყნებთან – მაროკოსა და ალჟირთან  ერთად, იმ ქვეყნების ხუთეულში იყო, საიდანაც ევროპაში ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოდის. მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, დათვლილი პროცენტული მაჩვენებლით, ეს დიდი რიცხვია. ამ თემაზე საუბარი უკვე ხელისუფლების პირველი პირების  დიპლომატიურ დონეზე დაიწყო.  საქართველოდან  ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩადის გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში,  შვედეთში.  საკმაოდ მოთხოვნადი გახდა ირლანდიაც.  ბოლო 2-3 წელი ამ ქვეყანაში დეპორტაცია თითქმის  შეჩერებული იყო,  ირლანდიიდან არალეგალურად ჩასული მოქალაქეების დეპორტაცია მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ ხდებოდა. თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა, ირლანდიას იმდენად დიდი ნაკადი მიაწვა, რომ მათ სადეპორტაციო პოლიტიკა ძალიან გაამკაცრეს. ირლანდიიდან დეპორტირებული ქართველები მოგვყავს ავსტრიაში და იქიდან – საქართველოში.
– რატომ აკეთებენ საქართველოს მოქალაქეები არჩევანს ამ ქვეყნებზე?
– უპირველესად, სოციალური დახმარებებისა და ბენეფიტების გამო, რაც იქ არის. ამასთან, უფრო მდიდარი ქვეყნებია, ვიდრე  ბულგარეთი ან  რუმინეთი, სადაც ემიგრანტების ნაკადი არ არის ისეთი დიდი,  ამ ქვეყნებს თავისი პრობლემები აქვთ. რისი მიღებაც შეუძლია თავშესაფრის მაძიებელს გერმანიასა და შვედეთში, უნგრეთსა და რუმინეთში  იმავეს  ვერ მიიღებს, მათ ურჩევნიათ კვირაში  20  ევრო  მიიღონ  გერმანიის ლტოლვილთა ბანაკში, კვების თანხის სახით,  ვიდრე 5 ევრო რუმინეთში.  ადრე ცალკეული ადამიანების ჩამოსვლა ჭარბობდა. მათ შორის სამუშაოს მაძიებლებიც იყვნენ და სამწუხაროდ, ისეთებიც, ვინც ევროპაში  კრიმინალური საქმიანობის მიზნებით შემოდიოდნენ. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ეს ტენდენცია შეცვლილია. ახლა უკვე ჩამოდიან ოჯახები, ცოლ-ქმარი – შვილებით, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა. მე წლებია, ამ სფეროში ვმუშაობ, სერტიფიცირებული  საერთაშორისო დამკვირვებელი ვარ, ცნობილი ორგანიზაციის წარმომადგენელი   და კარგად ვხედავ,  რა განსხვავებაა წლების წინანდელ და ახლანდელ მდგომარეობას შორის. არგუმენტები, რის გამოც საქართველოდან ჩამოსული მოქალაქეები ითხოვენ თავშესაფარს, უფრო და უფრო მცირდება, წლების წინ ძალიან პოპულარული იყო პოლიტიკური მოტივაციით თავშესაფრის მოთხოვნა. დღეს, ევროპაში რომ თავშესაფარი მიიღოთ, პოლიტიკური, რელიგიური ან  სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლობა აღარ არის არგუმენტი – ამისი აქ აღარ სჯერათ.    როდესაც აქ  ჩამოსული თავშესაფრის მაძიებლები  ამბობენ, რომ პოლიტიკური ორიენტაციის გამო დატოვეს საქართველო, ოპოზიციური პარტიის წევრები იყვნენ ან არჩევნებზე მათთვის მიუღებელი კანდიდატისთვის აიძულებდნენ ხმის მიცემას, ევროპაში უკვე ეცინებათ, რადგან ეს თემა ყველა  არჩევნების დროს აქტიურდება. ეს ადამიანები ინტერვიუებში ერთსა და იმავე ისტორიებს ყვებიან.  სამწუხაროდ, უკვე ძალიან ძნელად დასაჯერებელი ხდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არგუმენტებიც, რაც ხშირად რეალურიც კი არის, არა და ამ არგუმენტით ბოლო წლებში ყველაზე მეტი მოთხოვნა კმაყოფილდებოდა. ეს ადამიანები იღებენ, ეგრეთ წოდებულ, „პარაგრაფს“, რომლის არსებობის შემთხვევაშიც დეპორტაციას არ ექვემდებარები. თუ ეს პერიოდი გაგრძელდა 3-4 წელი და  მათ მოასწრეს ინტეგრირება, ისწავლეს ენა, მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზე არ უწევთ ყოფნა, ჩნდება  ქვეყანაში დარჩენის  შანსი. უცხო ქვეყანაში სამუშაოს პოვნა რთულია, როცა არ გაქვს შესაბამისი განათლება, რაც არ უნდა კარგი სპეციალისტი იყო, ადგილობრივს კონკურენციას ვერ გაუწევ.  დამლაგებლად რომ იმუშაო, ამისთვისაც ბევრი უნდა იწვალო. დღეს ევროპაში კანონი ისეა გამკაცრებული და საფინანსო პოლიციის  კონტროლი ისეთი ძლიერია, არალეგალისთვის სამუშაოს მოძიება ძნელია.  ადამიანები, რომლებიც ვერ იღებენ თავშესაფარს, ეძებენ ადგილებს, რომ დაიმალონ. რამდენ ხანს იქნებიან დამალულები? საბოლოოდ დამალვაც დეპორტაციით სრულდება. კანონი ისეა გამკაცრებული, ლეგალურად ქვეყანაში დარჩენის გზა არის  სწავლა, რომელიმე კომპანიის მიერ მოპოვებული დასაქმების უფლება და თუ ხარ ქორწინებაში ამ ქვეყნის მოქალაქესთან, თუმცა სამივე შემთხვევაშიც საკმაოდ მკაცრად ხდება ადამიანის გაკონტროლება. წლების წინ ძალიან აქტიურად დაიწყო   ფიქტიური დაქორწინება აქ მცხოვრებ ადამიანებზე, ახლა ესეც არ შველის, ამ მხრივ იმდენად მკაცრი კონტროლია, პოლიცია წელიწადში რამდემჯერმე, ღამის ხუთ საათზე შეიძლება, დაგადგეს თავზე – შეამოწმოს, ცხოვრობთ თუ არა ერთად, როგორც ცოლ-ქმარი. კონკრეტული ადამიანები აკვირდებიან, ასევე, შენს გადაადგილებას ქუჩაში მეუღლესთან ერთად.      
– რა გზას გადიან თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ევროპის ქვეყნებში?
– ეს გზა ძალიან მძიმეა. აქ უამრავ ადამიანს სძინავს პატარა ბავშვებით ქუჩაში, ხიდის ქვეშ, სკვერებში. აქ ჩამოდიან ადამიანები, ვისაც  საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, რისი გავლა მოუწევთ. თუ თქვენი ახლობელი ავსტრიის პარლამენტთან ან ეიფელის კოშკთან  გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ატვირთავს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ის შესაძლოა, 15 კვადრატულ ფართ ოთახში პაკისტანელ და ავღანელ ლტოლვილებთან ერთად ცხოვრობდეს და ამ ფოტოთი ნუ მოტყუვდებით. მისი ნათქვამით – ჩამოდი, აქ მაგარი ცხოვრებაა, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ევროპაში წახვიდეთ. შესაძლოა, ის ადამიანი თვითონაც ქუჩაში ათევდეს ღამეს. თავშესაფრის მაძიებლებს მძიმე  პროცედურების  გავლა უწევთ. თავშესაფარში ცხოვრება მარტივი არაა. მე წლები ვიმუშავე თავშესაფარში და ვიცი, რას ნიშნავს იქ ყოფნა. გაჭირვებული ადამიანი გამოკეტილია თავშესაფარში, სხვადასხვა ეროვნების აფრიკელ, პაკისტანელ, ავღანელ დევნილებთან ერთად და მხოლოდ 2 საათით შეუძლია გარეთ გასვლა, ისიც, თუ ექიმი სჭირდება, თორემ მათ მუშაობის უფლება არ აქვთ. ეს ხომ მის ფსიქიკაზე საშინლად მოქმედებს. საერთო ტუალეტი, საერთო აბაზანა, საერთო საჭმელი – ეს  თქვენთვის ძნელი წარმოსადგენია. თავშესაფარში მუშაობის პერიოდში გარეთ რომ გამოვდიოდი, უბედნიერესი ვიყავი, იქ სუნთქვაც მიჭირდა.  იქ მხოლოდ ოჯახებს აძლევენ პატარა ფართს. იმის გამო, რომ უფასო ტუალეტის ქაღალდი და საჭმელი გქონდეს, ჯიბის ფული კვირაში 20-ან 40 ევრო, არ ვიცი, რად  უნდა გიღირდეს. ქვეყანა გაძლევს თავშესაფარს, მაგრამ პოზიტივის მიღება, მარტივად არ ხდება. ფაქტობრივად, გზის ინტერვიუდან  გეუბნებიან, რა გელის მომავალში, არავინ არაფერს გპირდება. ფორმალური პროცედურები შეიძლება, წლები  გაგრძელდეს. ასეთ დროს ბევრი პრობლემის წინაშე დგები.  ამ ადამიანებმა არ იციან, რა არის თავშესაფარი, გადააგდებენ პასპორტს და ჰგონიათ, რომ ახალი ცხოვრება იწყება. ისეთებიც მინახავს, რომ უთქვამთ, აღარ მინდა აქ, დამანებეთ თავი, წავალ საქართველოშიო. ადამიანები იფუჭებენ პასპორტებს და მერე გადაწყვეტილების მიღებამდე, მწირი დახმარების იმედად, თვეების განმავლობაში ცხოვრობენ სოფლებში, ლტოლვილებისთვის განკუთვნილ სახლებსა და პატარა სასტუმროებში,  სადაც ავტობუსი თვეში ერთხელ მიდის, მაგრამ მაინც ფიქრობენ, რომ სიტუაცია შეიცვლება. ადამიანებს საჭმლისა  და ჰიგიენის საშუალებებს რომ აძლევენ, ეს არ ნიშნავს თავშესაფრის მიცემას, უმეტეს შემთხვევაში, მათი ბოლო დეპორტაციაა. მე ვაწარმოებ მონიტორინგს  დეპორტაციის ფაქტებთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში ძალიან გამკაცრდა პოლიციის  კონტროლი. მკაცრი წესებია შვეიცარიაში, შვედეთში, უკვე შეცვლილია სიტუაცია საფრანგეთშიც. საკმაოდ გაზრდილია დეპორტაციების რიცხვი.  მე, პირადად, თვეში 3-ჯერ მაინც მიწევს საქართველოში ჩამოსვლა, თითო დეპორტზე 50-დან 100 ადამიანი მაინც ჩამოგვყავს. გერმანიაში პირდაპირ ოჯახებში მიდის პოლიცია. იქიდან მიჰყავთ არალეგალები სპეციალურ ტერმინალში, სადაც აჩერებენ რამდენიმე საათი. იქ კი ჩვენი წარმომადგენლებისა და პოლიციის გარდა ვერავინ შედის. საკმაოდ მძიმეა დეპორტაციის წესებიც. ბევრი წინააღმდეგობას უწევს პოლიციას, ხდება მათი გაბორკვა, ოღონდ ცალკე, რომ ეს ბავშვების, მცირეწლოვნების თვალწინ არ მოხდეს. ბევრი ვენებს იჭრის, „ბრიტვას“ ყლაპავს, ფიქრობენ, რომ საავადმყოფოში  მოხვედრით, ჩამორჩება თვითმფრინავს, დარჩება რამდენიმე საათით ან თავს დააღწევს საავადმყოფოდან, თუმცა სადეპორტაციო სამსახური უკვე იმდენად გამოცდილია ქართველების ამგვარ „ხრიკებში“, რომ ეს მეთოდებიც უშედეგოა.
скачать dle 11.3